"ჩვენ არ გავტყდებით!"
18-05-2015
"ჩვენ არ გავტყდებით!"
აქაურების გაუტეხლობამ გამაოცა. მათ შორის ვერ ნახავთ მხრებჩამოყრილს, უიმედოს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირთ

წეროვანის დევნილთა დასა­ხლებაში გამომცემლობა "პალიტრა L“-ის ამანათს ჩავყევი - ერთადერთ ბიბლიოთეკას წიგნები ჩავ­უტანეთ საჩუქრად. ბიბლიოთეკა კულტურის სახ­ლის შენობის ორ პატარა ოთახში­ შეყუჟულა. გაკვეთილების დამთავ­რების შემდეგ, წიგნის მოლოდინში, აქ მოსწავლეთა გრძელი რიგი დგება(!).


ახალგორელები წეროვანში რომ დაასახლეს, ბიბლიოთეკის დე­ვ­ნილმა თანამშრომლებმა მაშინვე ახალი ბიბლიოთეკის შექმნაზე დაიწყეს ზრუნვა. მუნიციპალიტეტ­მა­ ადგილი გამოუძებნა, ინტერნ­ეტი ჩაურთო, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და კე­რძო პირებმაც შეაშველეს
ხელი. ბიბ­ლიოთეკებში მარაგის შესავსე­ბად სახელმწიფოს დარიგებული ვაუჩერებიც წაადგათ, თუმცა, თანამედროვე წიგნების ნაკლებობა აშკარად შესამჩნევია.
ძირითადად, "პალიტრა L“-ის წი­­გნებს ვყიდულ­ობდითო, მეუბნებიან და ნაჩუქარ წიგნებს სიამ­ოვნებით ალაგებენ ყუთებიდან.

ესმა ქენქაძე, კულტურის სახლისა და ბიბლიოთეკის გაერთ­ი­ანების დირექტორის მოადგილე:­ "წიგნები ნელ-ნელა გვიგროვდება, მაგრამ პრობლემები არ გველევა. სხვა შენ­ობების მსგავსად,
აქაც თხელი კედლებია, ჭერი მაღალია და პატარა ოთახის გასათბობად ორი მძლავრი ელექტროღუმელი­ გვჭირდება. სისტემა დატვირთვას ვერ უძლებს და ღუმელიც ირთვება... ზამთარი ძნელი გადასატანია, ზაფხულში კი გაუსაძლისი ხვატია.
საბავშვო ლი­ტერ­ა­ტ­ურა გვი­ჭ­ირს. წიგნების სია შევადგინეთ­ მათ­თვის, ვისაც სურს, დაგვეხმა­როს.
"პალიტრა L"-საც ის გამ­ო­უგ­ზ­ავნია, რაც მკითხველს სურდა.

კულტურის სახლის გვერდით მოს­წავლე-ახალგაზრდობის შენობას აგებენ ცენტრალური გათბობის სისტემით და ვენტილაციIით. რა დაშავდება, ეს შენობაც რომ ასე მოაწყონ? ბიბლიოთეკაც რომ არ იყოს აქ, კულტურის სახლის დარბაზმა ხომ უნდა იმუშაოს? ბავშვების რეპეტიციები არ წყდება. მღერიან, ცეკვავენ, საერთაშორისო­ ფესტივალებზე დადიან, იმარჯვებენ. ხომ იმსახურებენ მხარდაჭერას? მოწიფულ ხალხსაც ხომ უნდა კულტურული ცხოვრება?"
ნინო ჟივიძე: "ცოტა ხნის წინ იუსტ­იციის სამინისტროდან დაგვირეკეს, დაინტერესდნენ ჩვენი მდგომარეობით. გავიგეთ, რომ სადაც იუსტიციის სახლებს აშენებენ, იქვე საზოგადოებრივ ცენტრებს ქმნიან. ჩვენც სწორედ ეგ გვინდა. ბიბ­ლიოთეკა ხომ მხოლოდ წიგნების საცავი არ არის. ადგილი გვინდა, რომ მკითხველთან ერთად ღონი­სძიებები მოვაწყოთ, მწერლებს, საინტერესო ადამიანებს შევხვდეთ".

- რატომ უნდა იყოს ყველაფ­ერი ხელმისაწვდომი­ მხოლოდ ქალაქში? ასე ახალგაზ­რდას აიძულებ, იფიქროს, ყველაფერი საინტ­ერესო მხოლოდ ქალა­ქშიაო და მომავალ თაობას თვალი სულ გაქ­ცევაზე ექნება, - ამბობენ ისინი, ვისაც საკუთარ მიწაზე დევნილად თავის მოხსენიება არ მოსწონთ.

წეროვანში აქაურების გაუტეხ­ლობამ გამაოცა. მათ შორის ვერ ნახავთ მხრებჩამოყრილს, უიმედოს, მიუხედავად იმისა, რომ უჭირთ, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, შესაძ­ლოა - მეტადაც. უმრავლესობ­ას­ სამსახური არა აქვს და სოც­ი­ალური დახმარების იმედზეა. სახლებ­ის გვერდით მიწები თანა­ბრად და­ინაწილეს. თუმცა, რა მიწა - ხელს გაიწვდენ ბაღჩების კიდიდან­ კიდემდე. სარწყავად ჭები გათხარეს, საიდანაც წყალს ელექტროენერგიის გარეშე ვერ ამოიღებ. ეს ხარჯებს და საფიქრალს ზრდის, მაგრამ...

- აქ რომ ჩამოგვასახლეს, მიწ­ებიც რომ მოეცათ, სახელმწიფოს იქით დავეხმარებოდით და კისერზე ტვირთად არ დავაწვებოდით. მთის ფერდობს შეხედეთ, რამხელა­ ფართობია დაუხვნელი, ცდება უქმად, - ამბობს ერთი და იქვე მდგომნი სევდიანი თვალებით ეთანხმებიან.
დასახლებაში უზარმაზარი სათ­ბური ცდება. სათბურში კიტრი და პომიდორი მოჰყავდათ. 150 კაცი ყო­ფილა დას­აქმებული. საწარმო "ბერტაში" ოთხასი დევნილი მუშაობდა. ახლა გაჩერებულია(?!).

- სადაც ვცხოვრობდით, ზოგიერთს პატარა ბიზნესიც გვქონდა. აქაც შევძლებდით იმავეს კეთ­ებას, სახელმწიფო რომ გვეხმარე­ბოდეს, მაგრამ არავინ მოდის მოსასმენად. თუ მოვლენ, საამებლად შეაგებებენ მათ, ვისთვისაც თით­ქოს ცხოვრება საამურია და მთავ­რობის წარმომადგენლებიც იჯერებენ, რომ ყველაფერი კარგად არის, თუმცა, ჩვენ მაინც არ გავტყდებით. მაინც დავდგებით ფეხზე, - ამბობენ წეროვნელები. 

დევნილთა დასახლების მეათე რიგში პატარა სახლს არასამთავრ­ობო ორგანიზაციის ემბლემა ამშ­ვენებს. "უკეთესი მომავლისთვის"- ვკითხულობ წარწერას. დევნ­ილმა ნანა ჩქარეულმა თანამ­ო­აზრე ქალებთან ერთად 2009 წელს ორგანიზაცია შექმნა. ამერ­ი­­კის საელჩოს დახმარებით დევ­ნილთა დასახლებებში დადის ავტობუსი, "ბუქმობილი" და მოსწავლეებს ინგლისურ ენას ასწავლის, გასართობ და შემეცნებით პროექტებში მონაწილეობას სთავაზობს. "ბუქმობილი" ერთ კვირას წეროვანში­ ატარებს, მერე დევნილთა სხვა დასახლებებში გადავა.
ნანამ და მისმა თანამოაზრე­ებ­მა ლიტერატურ­ული კაფეც გახსნეს­, სადაც სამი ადამიანია დასაქმებული...
წეროვანში, სადაც 2006 ოჯა­ხი და 10 000-მდე ადამიანი ცხო­ვრობს­, ეს კაფეც ზღვაში წვეთია, ბიბლიოთეკაც და ნანას მინანქრის საწარმოც, მაგრამ ქალები მაინც ახერხებენ და ამხნევებენ თანასოფ­ლელებს. კაცები კიდეც აღიარებ­ენ, ქალები ყოჩაღები აღმოჩნდნენ, უფრო მალე დაიწყეს ბრძოლა უკეთესი მომავლისთვისო.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით