ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის პოსტიდან ბუბა კუდავა საბოლოოდ გაუშვეს - კვირის პალიტრა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის პოსტიდან ბუბა კუდავა საბოლოოდ გაუშვეს

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის როგორც ჩანს, უკვე ყოფილი დირექტორი ბუბა კუდავა "ფეისბუქის" გვერდზე წერს:

"განათლების მინისტრის – თამარ სანიკიძის მიერ შექმნილმა 9-კაციანმა კომისიამ არ დაუჭირა მხარი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სრული კოლექტივის რეკომენდაციას... კომისიამ ცენტრის დირექტორად ზაზა აბაშიძეს დაუჭირა მხარი...

ცხოვრება საინტერესოა, ვერაფერს დაუწუნებ...

მადლობა 2 ღირსეულ პიროვნებას – ზაზა ალექსიძეს და დავით ლორთქიფანიძეს!"

მოგეხსენებათ, უკვე კარგა ხანია ხმაური არ წყდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ირგვლივ, სადაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დირექტორის პოსტზე კონკურსი ისე გამოაცხადა, რომ კოლექტივის აზრი საერთოდ არ გაითვალისწინა. ამას იმჟამინდელი დირექტორი ბუბა კუდავა, მასთან დაპირისპირების მიზეზით ხსნიდა. თუ რას გულისხმობდა ბატონი ბუბა, შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში: "ხელნაწერთა ცენტრი ეკუთვნის ქართველ ხალხს" - ვიცე-სპიკერი სანიკიძე მინისტრ სანიკიძის წინააღმდეგ