"დაიან კიტ­ონის, ედი მერფის, ჯეფ გარლინის და სხვე­ბის შვილ­ებსაც ვავარჯიშებთ" - ქართველი ჰოლივუდიდან
18-05-2015
"დაიან კიტ­ონის, ედი მერფის, ჯეფ გარლინის და სხვე­ბის შვილ­ებსაც ვავარჯიშებთ" - ქართველი ჰოლივუდიდან
წარმატებული ჩოგბურთელისა და რეჟისორის, ბექა სიხარულიძის, ფილმმა­ - "ბაბუს მ­ე­ვალე" კალიფორნიის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა და დაჯილდოვდა პრიზით Award of Merit. როგორ გაიკვალა გზა ჰოლივუდისკენ, ლოს-ა­ნჯელესში მცხოვრები ბექა სიხარულიძე თავად გვესაუბრა.

- ათიოდე წლის ვიყავი, როცა შინ ჩოგბურთის კორტების­ დირექტორი გვეწვია და მამას  (გივი სიხარულიძე) ურჩია, ეს ბიჭი ჩოგბურთზე მოიყვანეო. ასე მოვხვდი კორტებზე... ვუყურებდი, როგ­ორ ავარჯიშებდნენ მწვრთნ­ელები მდიდარი ხალხის შვილებს... მამაჩემს კი ბევრი ფული არასდროს ჰქონია და თავს ცოტა დაჩაგრულად ვგრძნობდი,
თუმცა, ორ წელში ჩემს მეწყვილე ირაკლი ჯანუაშვილთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გავხდი. მერე უსახსრობის­ გამო შეჯიბრებ­ებზე ვეღარ მივდი­ოდი. რუსეთში იყო ბიზნესმენი, რომელიც ახალგაზრდა სპორტსმ­ენებს ეხმარებოდა. სწორედ მას უნდა დაეფინანსებინა ჩემი წასვლა­ ამერიკაში, მაგრამ მოულოდნელად სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა... მაშინ 15-16 წლისა ვიყავი. ამის შემდეგ კარატემ, კიკბოქსინგმა, მკლავჭიდმა­
გამიტაცა, თუმცა, წარმატება მაინც საყვარელმა ჩოგბურთმა მომიტანა.

- ამერიკაში როდის წახვედით?

- 19 წლის ვიყავი, გამგზავ­რებას ვაპირებდი, მაგრამ ავად გავხდი, მერე დედა გარდამეცვალა... ბოლოს, როგორც იქნა, წავედი.
თავიდან სამსახურს ვერ ვშოულობდი. მინდოდა, მონაწ­ილეობა­ მიმეღო სპორტულ შეჯიბრებაში "ბრძ­ოლა წესების გარეშე", მაგრამ­ არც ეს გამომივიდა. მერე სან-ფრ­ანცისკოში ჩავაკითხე მეგობ­არს, რომელიც ჩოგბურთის აკად­ემიის მფლობელს იცნობდა. ჩემმა­ მეგობარმა დაიტრაბახა, ბექა სიხარულ­იძისთანა მაგარი არავინ გეყოლ­ებ­ათო. ისიც დაინტერესდა­ და სამსახური შემომთავაზა. ერთ თვეში მთავარ მწვრთნელად დამნიშნეს. 

ერთ დღეს ლოს-ანჯელესში ჩავედი. მივხვდი, ეს "ჩემი ქალაქი" იყო. მაშინვე მიზნად დავის­ახე, დავბრუნებულიყავი ამ ქალაქ­ში. სან-ფრანცისკოში ეს სურვ­ილი ჩოგბურთის აკადემიის ხელმძ­ღ­ვ­ანე­ლს გავუმხილე და ვთხოვე,­ ჩემი შემცვლელი­ მოეძებნა. გადაირია, თუ გინდა­ ჩემი ბიზნესის 50%-ს მოგცემ, ოღო­ნდ დარჩიო, მაგრამ დავტოვე­ ყველაფერი და წამოვედი ლოს-ანჯელესში. საბანკო ანგარიშზე მხოლოდ 80 დოლარი­ მქონდა. პატარა­ ადგილი დავიქირავე 50 დოლარად და რუსულ გაზეთში სარეკ­ლამო განცხადება გამოვაქვეყნე, რომ შემეძლო ჩოგბურთში ბავშვების მომზადება. გამომეხმაურნენ. იმ დღიდან მოყ­ოლებული, საქმე კარგად წამივიდა. ახლა
ჩოგბურთის აკადემ­იაში ჰოლივუდის ვარსკვლავების­ შვილ­ებსაც ვავარჯიშებთ - დაიან კიტ­ონის, ედი მერფის, ძალიან გავლენიანი ჯეფ გარლინის და სხვე­ბის...
ჰოლ­ივუდის პროდიუსერებისა და რეჟისორების ოჯახების წევრებიც ჩვენთან ემზადებიან.

- როგორ მოხვდით ფილმებში "ყარაღანდა", "მაღლა ცაში" და ა.შ.?
- რეჟისორს ვკითხე, როგ­ორ­­ ტიპაჟს ეძებთ-მეთქი. აღმოჩნ­და­,­ რომ "რამკიანი" ქურდი სჭირ­დ­ებ­ოდა... წუთი ვთხოვე მოსამზ­ადებლად და ერთ-ერთი ეპიზ­ო­დი ვით­ამაშე. რეჟისორმა და დირექტო­რმა ერთმანეთს გადახედეს. ასე მოვხვდი ფილმში "ყარაღანდა"­. მერე სხვა როლი შემომთავაზეს, თუმცა, რაღაც-რაღაცების გამო მიუღებელი აღმოჩნდა. რეჟ­ისორი მაინც არ მომეშვა, ზუსტად­ შენნაირი ტიპაჟი მჭირდებაო და შეცვალა ის, რაც მე არ მომწონდა. რუსი რევ­ოლუციონერის როლი უნდა მეთამაშა. თუმცა, თავიდან არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. რომ ჩამ­აცვეს და გრიმი გამიკეთეს, მერე გავიაზ­რე როლი. მივხვდი, რომ გაიძვერა, ქლესა ადამიანი­ უნდა ვყოფილიყავი და არა - უბრალ­ოდ "ვანკა". რეჟისორს ასეთი შესრულება მოეწონა... კასტინგითვე მოვხვდი ფილმში "მაღლა ცაში". ფილმი მამაშვილურ ურთიერთ­ობას ეხება. გაჭირვებულ ოჯახში­ მამას სურს, შვილს პიანინოზე დაკვრა ასწავლოს. თუმცა, ინსტრ­უმენტი არ აქვთ. მამა თითებზე­ შავ-თეთრ კლავიშებს იხატავს და როცა გოგონა თითს აჭერს, ხმას გამოსცემს. მამის როლს მე ვასრულებ...

- წარმატებული აღმოჩნდა თქვენი რეჟისორული ნამუშევარიც­. "ბაბუს მევალემ" კალიფორნიის კინო­ფესტივალზე გაიმარჯვა...

- დიახ... ერთი კვირის წინ გავ­იგეთ, რომ "ბაბუს მევალე"  მსო­­ფლიოს 25 საუკეთესო ფესტი­ვ­ალში მიიღებს მონაწილეობას. ფილმი თაღლითების ოჯახზეა.­ დადიან მდიდარი ადამიანების პანაშვიდებსა და გასვენებებში და ოჯახის წევრებს ეუბნებიან, რომ გარდაცვლილს მათი ფული ემართა. სცენარი მამაჩემის ნოველის მიხედვით დაიწერა. ის ნიუ-იორკის კინოფესტივალს (რომელიც უახლოეს ხანში გაიმართება) აუც­ილებლად დაესწრება, მაგრამ დიდ­ხანს ამერიკაში ვერ ძლებს­ - ერთი სული აქვს, როდის გამო­იქცევა საქართველოში, არადა, აქ ხელისგულზე ვატარებ...

დიდი გეგმები მაქვს. ვფიქ­რ­ობ, წარმატებებს მივაღწევ. თუ ასე მოხდება, საქველმოქმედო საქმიან­ობას დავიწყებ და ჩემს ქართველ­ე­ბს, როგორც შევძლებ, დავეხმარები.
marimari
21 მაისი 2015 18:11
გაიხარე,ღმერთმა ხელი მოგიმართოს.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები