"აფეთქების­ ხმა გაისმა და მეზღვაური ნაწილებად იქცა" - რას ჰყვება დაბომბილ გემზე გადარჩენილი ქართველი მეზღვაური
18-05-2015
"აფეთქების­ ხმა გაისმა და მეზღვაური ნაწილებად იქცა" - რას ჰყვება დაბომბილ გემზე გადარჩენილი ქართველი მეზღვაური
"საკუთარი თვალით­ ვნახე ეს საშინელება... მე ავკრიფე მისი სხეულის ნაწილები და თეთრ ზეწარში გავახვიე"

რამდენიმე დღის წინ ლიბიის ტერიტ­ო­­­­რ­ი­ულ წყლებში მშრალტვირთმზიდი "თუნა1" დაიბომბა, რომელზეც ქართველი­ მეზღვაურებიც იყვნენ და საბედნიეროდ, გადარჩნენ. "კვირის პალიტრა" ქართ­ველ მეზღვაურებს დაუკავშირდა.

გოჩა შერვაშიძე, მოტორისტი:
- ორი თვეა, რაც ამ გემზე ვმუშაობ. იტალიის­ ერთ-ერთი ქალაქის, ჩიტა-დი-კასტელოს პორტში­ სამშენებლო მასალით დავიტვირთეთ, რომ­ელიც ლიბიაში გადაგვქონდა. ლიბიის ტერიტორიას რომ მივუა­ხლოვდით, მაშინ დაგვბომბეს. როგორც ჩანს, ის მონაკვეთი გადავკვეთეთ, რომელს­აც ტერორისტული ჯგუფი
აკონტროლებდა. თავიდან სახმელეთო ცეცხლი გაგვიხსნეს. ცეცხლის წვიმა საკმაოდ შორიდან წამოვიდა. მერე კი გამან­ადგურებლებმა გადა­გვიფრინეს და ბომბები­ ჩამოყარეს. ერთიმეორის მიყოლებით რვა აფეთქების ხმამ შეგვაზანზარა. გემის გასანა­დგურებლად ერთი ბომბიც საკმარისი იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ტერორისტებმა­ რაც მიზანში ამოიღეს, იმას ვერ მოარტყეს. ჯერ გემის ბორტი დაზიანდა, ცეცხლი მოედო.
ჩაქრობა დავიწყეთ, მალე კი ავტომატური მართვის სისტემა გამოვიდა მწყობრიდან...

დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა თუ­რქეთის მოქალაქე, კაპიტნის მესამე თანაშ­ე­მწე. ის ე.წ. მოსტ­ი­­კზე იდგა. უცებ ყვირილით გამოვარდა,­ ბიჭებო, მარჯვენა მხრიდან გვირტყამენ, მარცხნივ წავიდეთო. ამ დროს აფეთქების­ ხმა გაისმა და მეზღვაური ნაწილებად იქცა. საკუთარი თვალით­ ვნახე ეს საშინელება... მე ავკრიფე მისი სხეულის ნაწილები და თეთრ ზეწარში გავახვიე. სხვები­ ისე იყვნენ შეძრწუნებული, ვერც კი მიეკ­არნენ. ისევ ქართველებმა ვიყოჩაღეთ. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მისთვის პატივი ღირსეულად მიგვეგო.  

- ქართველები არ დაშავებულხართ?

- როგორ არა... ეკიპაჟში ექვსი­ ქართველი ვართ. ერთი ფეხში დაიჭრა, ერთიც - მუცლის არეში. ყველამ ისეთი­ სტრესი­ მივიღეთ, ახლაც თურქეთის საავ­ადმყოფოში რეაბილიტაციის კურსს გავდივართ.

- თურქეთამდე როგორ მიაღწიეთ?
- თავიდან ვფიქრობდით, როგ­ორმე საბერძნეთის კუნძულ კრეტამდე მივსულიყ­ავით, თუმცა, ჩვენს დასახმარებლად თურქუ­ლი­ სამხედრო ხომალდი მოვიდა. დაზიან­ებუ­ლი გემით დღე-ნახევარი­ ვიცურეთ -­ ავარიულ რეჟიმზე, მექანიკური­ მართვის სისტემაზე გადავიყვანეთ. მერე ზღვაში თურქული­ სამ­ხედრო ხომალდი შეგვხვდა­ და მასზე ცხედარი გად­ავასვენეთ, ჩვენ კი დაზიანებულ გემზე დავრჩით და სამხედრო ხომალდმა ქალაქ ფეტიემდე გამოგვაცილა. მადლობელი ვართ საქართველოს საზღვაო სააგენტოსი, ჩვენს დასახმარებლად ყველაფერი გააკეთეს.

- საქართველოში როდის ჩამოხვალთ?
- ამჯერად გამო­ძიებასთან ვთანამშრომლობთ. მე მაქვს ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ ეკიდა გემს ცეცხლი... ეს ფოტოები გამო­ძიებას გად­ავეცით; მათი გავრცელების უფლება არ გვაქვს. ამასთან­ავე, ქალაქ ფეტიეში მოგვიწევს გემის შეკ­ეთება, რადგან სტამბოლამდე უნდა ჩავიდეთ. შემდეგ ალბათ, ჩვენი საქართველოში დაბრუნების საკ­ითხიც გადაწყდება. ისეთი სტრესი­ მივიღეთ, მუშაობას კარგა ხანს ვეღარ გავაგრძე­ლებთ. ზღვაში ყოფნისას ხიფათს ბევრჯერ გადავყრივარ, ტყვეობაშიც ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი საშინელება არასდროს მინახავს... 
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით