"შევარდნაძემ 50.000 დოლარად ჩემი ლიკვიდაცია დაუკვეთა" - ინტერვიუ "სისხლიან" მადლენასთან (ექსკლუზივი)
25-05-2015
"შევარდნაძემ 50.000 დოლარად ჩემი  ლიკვიდაცია დაუკვეთა" - ინტერვიუ "სისხლიან" მადლენასთან (ექსკლუზივი)
"რუსეთში ფასიან ციხეში თვეში 300 დოლარს ვიხდიდი და ვიყავი ქალბატონივით"

რას ჰყვება "სისხლიან მადლენად" წოდებული ქალი, რომლის სახელსაც უამრავი  დანაშაული უკავშირდება


ალბათ, ყველას ახსოვს აზერბაიჯანიდან საქართველოში როგორი ხმაურით ჩამოიყვანეს ძებნილის სტატუსით დაკავებ­ული მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილი. მას ჯაბა იოსელიანის მარჯვენა ხელს უწოდებდნენ. როგორც ამბობენ, კახეთის რეგიონში "მხედრიონს" ის ხელმძღვანელობდა. მას უკავშირებენ ბევრ დანაშაულს არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთშიც.

ქართველმა სამართალდამცავებმა ის 22 წლის წინ მომხდარი შემზარავი დანაშაულის და მკვლელობის ორგანიზატორად­ დაასახელეს. ამბ­ო­ბდნენ,
რომ სამუ­დამო პატიმრობას მიუსჯიდნენ, თუმცა, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილი გაათავისუფლეს(?!).
ჩვენ მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილთან საუბრის შესაძლებლობა მოგვეცა­. რესპონდენტმა ფოტოს გადაღებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. საზოგადოება მას "სისხლიანი მადლენას"­ სახელით იცნობს, ის კი ამბობს, რომ სისხ­ლში გასვ­რილი არასოდეს ყოფილა.

- ნათქვამია, უდანაშაულოს დადანაშა­ულებას ჯობია, დამნაშავე გარეთ გყავდესო.­
ღმერთი არავის აპატიებს ამხელა ცილისწამ­ებას. ვერ ამიხსნია, რატომ დამაბრალეს ის, რაც არ ჩამიდენია...

- გურჯაანში 22 წლის წინ მომხდარ შემზარავ დანაშაულში გედებათ ბრალი. ბევრს ახსოვს, გურჯაანში უშიშროების თან­ამ­შრომლის, ვასილ იმერლიშვილის ოჯახის­ ტრაგედია. ამბობენ, თქვენმა დაჯგუფებამ ამ ოჯახის ოთხი წევრი მოკლა და შემდეგ ცხედრები გააქროო. ამ უმძიმესი ბრალდებების მიუხედავად, დღეს თავისუფალი ხართ.
- 9 თვე თბილისის ციხეში გავატარე. პატიმრობის ვადა ისე ამოიწურა, დანაშაული ვერ დამიმტკიცეს...

- გაგათავისუფლეს, მაგრამ საქმეზე სასამართლო გამოძიება გრძელდება, არა?
- პროკურორმა ვერც ერთი მოწმე ვერ მოიყვანა, ვინც მამხელდა. მე იმ მკვლელობასთან კავშირი არ მქონია. ამბობდნენ, თითქოს ბანდა რუსეთიდან ჩამო­ვიყვანე და იმ ჯგუფმა იმერლიშვილების ოჯახი ამოხოცა. არადა, არ ვიცნობდი იმერლიშვილებს­, არასდროს მინახავს ისინი. საქმ­ეში არც ერთი გარდაცვლილის ფოტოსურათიც კი არ დევს. ტყუილია ეს ყველაფერი. საიდ­უმლო მიმოწერა იდო საქმეში, მაშინდელი გენპროკურორი ბაბილაშვილი რუსეთის პროკურატურას სწერდა, არავითარი დამამტკიცებელი მასალა არ გაგვაჩნია და საქმე სასამართლოში ვერ გამყარდებაო.

- როგორც ამბობენ, 1995 წელს თქვენი­ ბინიდან ვასილ იმერლიშვილის მანქანის ნომ­ერი და ყალბი მართვის მოწმობები ამოიღეს. როგორ აღმოჩნდა ეს სამხილი თქვენს ბინაში?
- ჩადეს და მერე ამოიღეს. მითხარით, რომელი გიჟი შეინახავდა სახლში ორი წელი სამხილს? 

- "კვირის პალიტრის" ექსკლუზიურ ინტე­რვიუში ვასილ იმერლიშვილის ბიძა­შვილი, დავით იმერლიშვილი, პირდაპირ გა­მ­­ხელთ. ამბობს, რომ მან და ვასილის ძმამ, გიამ, 1993 წელს გორკიში პორტვეინი, ღვინო­ და არაყი წაიღეს, იქ ვერაფერი გაასაღეს და თქვენთვის­ უთხოვია გიას დახმარება. თქვენ გორკის ავტოქა­რხნისთვის მიგიყიდიათ მათი პროდუქცია. სან­აცვლოდ, 15 ახალი "ვოლგა" უნდა მოეცათ, აქედან 10 იმერლიშვილების იყო, 5 - თქვენი.­ მაგრამ მერე აღარ მოინდომეთ მონაგების გან­აწილება, ამ ფულს შეეწირა ჩვენი ოჯახიო.

- ტყუის. სპირტითა და არყით არასდროს მივაჭრია, რუსეთში ყველა ბიზნესს თავისი მაფია ჰყავს, სხვის ბიზნესში ვერ შეხვალ. ან რა "ვოლგებზეა" ლაპარაკი?­ იმ დროს დიდი ბიზნესი მქონდა, 9 მილ­იარდის ქონება იყო ჩემს საწყობებში და რად მინდოდა სპირტის ბიზნესი? თუ რომელიმე ჩემს ახლობელს მანქანა უნდოდა, პირდაპირ ქარხნიდან გამომყავდა. 20 მანქანა მყავს გამოგზავნილი საქართველოში ახლობლებისთვის. თავად ჯავშნიანი "მერსედესი" მყავდა, რომელიც აზერბაიჯანელებმა გერმანიიდან ჩამომიყვანეს.

- იმერლიშვილების ოჯახის წევრების ცხედრები არ არის ნაპოვნი. მაშინ სად გაქრა ეს ხალხი ან რატომ ამოხოცეს ისინი?
- მერე გავიგე, რომ იმერლიშვილები იარაღის გამყიდველები ყოფილან. ლაგოდეხის ბაზიდან გამოტანილ იარაღს ირანსა­ და აფხაზეთში ყიდდნენ. კარგად იციან, სად წავიდნენ ისინი და რა გააკეთეს, მე რა შუაში ვარ?! ითქვა, რომ რაღაც განსაკუთრებული იარაღი­ გაუყიდიათ ირანსა და აფხაზეთში. იქ წაიყვანეს, ალბათ, ვასიკო, მის მეტმა არავინ იცოდა თურმე იმ იარაღის გამოყენება.

შესაძლოა, ვასიკო ცოც­ხალიც არის. მისი ბიჭი გაქცეულია საქარ­თველოდან, ალბათ, მამასთან ერთად არის რომელიმე ქვეყანაში. მათი არც გვამებია ნაპოვნი, სურათებიც კი არ არსებობს. იმასაც ვფიქ­რობ, სურათებიც სპეციალ­ურად ხომ არ დამალეს, რომ ვინმეს არ ამოეცნო ისინი. დაკ­არ­გულების ძებნაც კი არ გამოცხადებულა. ერთ დოკ­უმენტში წერია, უგზო-უკვლოდ დაიკარგნენო, მეორეში კი, თით­ქოს მე დავხოცე და შემდეგ გავაქრე. ეს როგორ ხდება? თუ ვინმეზე შეიძლება ეჭვი არსებობდეს, ეს პირველ რიგში როშჩინი და ფოკინი არიან, და არა - მადლენა. ალექსანდრე როშჩინი და ვასიკო იმერლიშვილი ერთმანეთს იცნობდნენ.

როშჩინი დღესაც რუსეთის ეფ-ეს-ბეს თანამშრომელია, ჩარეული იყო აფხაზეთის, ცხინვალის, ყარაბაღის კონფლიქტებში. მეტსახელად "ლიკვიდატორს" ეძახიან, თუ ვინმეს მოშორება უნდოდათ, მას გზავნიდა უშიშროება.
რუსეთშიც ბევრი ჰყავს ლიკვიდირებული, მაგრამ ერთი დღეც არ მჯდარა ციხეში. როშჩინი შევარდნაძის დაკრძალვაზეც კი იყო ჩამოსული... ფოკინი როშჩინის ბანდის წევრია.

- მოსკოვში თქვენი ბინ­ი­დან იარაღი ამოიღეს. მაშინ დაგაკავეს.­ თურმე ვასილ­ იმერლიშვი­ლი­ საგანგებოდ ჩამო­­სულა და უთქვამს, იარ­ა­ღები ქართველ ძალო­ვანებს ეკუთვნისო და ასე გადაურჩით ციხეს. დღეს ამბობთ, არ იცნობდით იმერლიშვილებს.­ ისიც ცნობი­ლია, რომ როშჩინი თქვენი ახლო მეგობარია...
- იარაღი ჩემი ბინიდან მართლა ამოიღეს 1992 წელს, მაგრამ ის იმ დაცვის წევრებისა იყო, რომლებიც ჩემს ტვირთს მიაცილებდნენ. რუსეთში დიდი ბიზნესი მქონდა: ტვირთები ხან ნოვოროსიისკში, ხან ფოთის პორტში ჩამოდიოდა. რამდენიმე მილიონის ქონება იყო და ამას "კრიშა" აუცილებლად სჭირდებოდა. ბევრმა შემომთავაზა "კრიშობა", მათ შორის, როშჩინმა. მითხრა, ეფ-ეს-ბეს თანამშრომელი ვარ, კრიმინალების "კრიშობას", გირჩევნია ოფიციალური გყავდესო. ვალოდია რუშაილოს დავურეკე და რჩევა ვკითხე, მანაც მირჩია, როშჩინი ამეყვანა.
არც ხოდორკოვსკი, არც ბერეზოვსკი არ იყო რუსეთში, როცა მე დიდი ფული მქონდა.
როშჩინის ხალხს დაჰქონდა ჩემი ტვირთი­, მაშინ ნაღდი ფულით ხდებოდა ანგარიშსწორება, ფულიც მათ დაჰქონდათ და არც კი მეკითხებოდა როშჩინი, რა თანხებს­ იღებდა ჩემი ბიზნესიდან...

იმ დღეს ტვირთი ფოთიდან მოსკოვში ჩამოიტანეს. 6 შეიარაღებული მცველი მოაცილებდა. მერე მძღოლმა იარაღები ჩანთაში­ ჩაალაგა და ჩემს ბინაში შეინახა. თავად სასადილოდ წავიდნენ, 5 წუთის გასულები­ არ იყვნენ, მილიცია მოგვადგა და იარაღები წაიღეს. ჩვენც წაგვიყვანეს განყოფილებაში­. მერე გავიგე, რომ ვასიკო იმერლიშვილი ჩამოსულა საგანგებოდ მოსკოვში და განუცხადებია, ეს იარაღები საქა­რთველოს ეკუთვნისო­ და წამოუღია... მე კი არა, იმერლიშვილს როშჩინი იცნობდა.

- ყოფილი გამომძიებელი ბათუ საღინაძე ამბობდა, რომ ერთ-ერთ საქმეზე თქვენი დაკავება მოსკოვში სცადეს, მაგრამ ვერ მოხერხდა. თითქოს­ საღინაძეს მილიონიც შესთავაზეთ, რათა თქვენთვის თავი დაენებებინა...
- საღინაძე შევარდნაძის დაკვეთას ასრ­ულებდა და ჩემი ლიკვიდაცია სცადა­. 1994 წლის 26 ივლისი იყო, ჩემმა მძღოლმა­ დაიგვიანა და სახლიდან გამოვედი. ეზოში გამ­აჩერეს ქართველმა ძალოვანებმა და ირონ­იულად მითხრეს, შევარდნაძემ 50.000 დოლარად შეგაფასაო. გამეცინა, მეგონა­, ხუმრობდნენ, ამ დროს დააძრეს იარ­აღი და ერთმა თავში მესროლა, მეორემ - მარჯვენა მხარში. ეს ის ფაქტია, რასაც­ ვით­ომ სპეცოპერაციას უწოდებს საღინაძე. თუ დაკავება­ სურდათ, ოფიციალური საბუთით მოვიდოდნენ და დამაკავებდნენ, მაგ­რამ იცოდნენ, ეს შეუძლებელი იყო, რადგან უკვე რუსეთის მოქალაქე ვიყავი. ამიტომ ჩემი ლიკვიდაცია გადაწყვიტეს. მაშინ­ მართლა სასწაულით გადავურჩი სიკვდილს. მარცხენა ყურთან გამიარა ტყვიამ. ჩვენს კორპუსში საიუველირო მაღაზია იყო, იქაური დაცვა გამოვარდა და პირიქით, ესენი დააწვინეს ძირს, ამიტომ ვერ მოასწრეს საკონტროლო გასროლა. მაშინ
ერთმა ჩანთა ჩამომგლიჯა მხრიდან და რომ დავიკვნესე, გავიგონე მისი ნათქვამი, მგონი, ცოცხალია, ბიჭოო; მეორემ უთხრა, არა, კაცო, თავში მოვახვედრე ტყვიაო.

ჩანთა იმიტომ ჩამომგლიჯეს, რომ ბინის კარი გაეღოთ და იქ იარაღები ჩაედოთ, მაგრამ ვერ მოასწრეს. ბათუ საღინაძეს არ ვიცნობდი, მერე ფოტოებით ამოვიცანი... ტყუილია, თითქოს ფული შევთავაზე. 

- თქვენ ძმები მაქაცარიების მკვლელ­ობ­ისთვის ბრალიც კი გქონდათ რუსეთში წაყენებული.­ რუსული პრესის ცნობით, თქვენ ერთ-ერთი ბიზნესმენი "გადააგდეთ" - ფული გამოართვით და დაპირებული პროდუქტი არ მიაწოდეთ. მან კი საქმის გასარკვევად ძმები მაქაცარიები მოგიგზავნათ. ცოტა ხანში ორივე­ ძმა მოკლეს...
რუსეთის ციხეში რამდენი წელი გაატარეთ და რა ბრალდებით?

- სავალუტო მაქინაციებში დამდეს ბრალი. 5 მილიონი მედო ჩეჩნების ბანკში, არავითარი მაქინაცია არ მქონია. ბანკში იმ პერიოდში 470 მილიონი მანეთი მქონდა, ჩემი დაჭერის შემდეგ ეს ფული "პაგონიანმა" ბანდიტებმა წაიღეს.
9 მილიარდი დოლარის საქონელი ინახებოდა ჩემს ოფისებში და ესეც გაქრა.

- რა ბიზნესები გქონდათ?

- სიგარეტის ბიზნესი, ასევე დისკების, მაშინ DV-დისკები ძალიან ძვირი ღირდა­. 20 000 ცალი "პანასონიკის" ტელ­ევიზორი მქონდა ჩამოტანილი. სამი ვაგონი­ აზერბაიჯანიდან შემოტანილი თხილი ინახებოდა საწყობში. ამ ყველაფრის საბუთები არსებობს... რუსეთის ციხეში უდანაშაულოდ 8 წელზე მეტი გავატარე, პირველად თაღლ­ითობასა და შემოსავლების დაფარვას მედ­ავებოდნენ. გამოძიება ორი წელი გაგრძელდა. ადვოკატმა მითხრა, სამხილი არა აქვთ, მაგრამ მაქსიმალურად შეეცდებიან რაღაც დაგაბრალონო. ამის მერე დამაბრალეს, თითქოს ძმები მაქაცარიები ჩემს ოფისში დახოცეს. მათ არ ვიცნობდი და არც დახოცილან ჩემს ოფისში, მაგრამ ასე აწყობდა პროკურატურას.

მაქაცარიები­ დაჯგუფება "სპილოს" წევრები ყოფილან. ისინიც იცნობდნენ როშჩინს. ის მისულა იმ სახლში, სადაც მაქაცარიები იყვნენ და ამოუხოცავს ძმები, მერე ცხედრები ფანჯ­რიდან გადაუყრია.
სასამართლოზე დადგინდა, ვითომ ჩემს ოფისში მოკლეს ერთ-ერთი ძმა. 10 წელი მომისაჯეს ამის გამო. ეს გავასაჩივრეთ, საქმე 365-გვერდიანია, არავითარი მტკიცებულება არ იყო. როშჩინს ამხელდნენ მათ მკვლელობაში, მაგრამ არავის დაუპატიმრებია. ის დღესაც გარეთ დანავარდობს.

- რა პირობები იყო რუსეთის ციხეში?
- ფასიან ციხეში თვეში 300 დოლარს ვიხდიდი და ვიყავი ქალბატ­ონივით. კარგი ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, კარგი კვება, ყველაფერი გვქონდა..

ჩემი ქონების დატაცების გამო სტრასბურგში ვიჩივლე და 150 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა რუსეთის ხელისუფლებას. ყოველ წელს ნაწილ-ნაწილ მიხდიან­ ამ თანხას.

- თქვენ გურჯაანის პრეფექტის, ზაურ მანიჟაშვილის მკვლელობასთანაც გაკავშირებენ, ასევე გადანაშაულებენ მანიჟაშვილის მოადგილის, ილია ნიბლაძის მოწამვლაშიც. ისინი იმერლიშვილების ოჯახის მეგობრები გახლდნენ  და მათი საქმის გამოძიებით იყვნენ დაინტერესებული...
- ზაური ჩემი მაზლის მეგობარი იყო, ძალიან კარგად ვიცნობდი და მის სიკვდილთან არანაირი კავშირი არ მქონია. იმ პერიოდში საქართველოშიც არ ვყოფილვარ­. 10 წლის შემდეგ დააწერინა განცხადება მედიკო მეზვრიშვილმა მის ცოლს, ვეჭვობ, ჩემი ქმარი მადლენამ მოკლაო. რაც შეეხება­ ილია ნიბლაძეს, მის მეუღლესთან ვმეგობრობდი. რომ შემეძლოს, ამ ხალხს ჩემს სულს ჩავუდგამდი, ისეთ პატივს ვცემდი, რატომ უნდა დამეხოცა ისინი? ზაური 1993 წლამდე დაიღუპა. მაშინ მოსკოვში ვიყავი. მე ბრალი არც ერთ დანაშაულში არ მქონია წარდგენილი, ეს ყველაფერი ჭორებია. იმერლიშვილების საქმეზეც ამდენი­ წლის მანძილზე ეჭვმიტანილის სტატუსიც არ მქონია...

- ამბობთ, რომ უდანაშაულო ხართ, მაშ, რატომ გადანაშაულებენ მაინცდამაინც თქვენ?
- ეს დაკვეთა შევარდნაძისგან მოდიოდა, ის მებრძოდა. არადა, იყო პერიოდი, როცა მოსკოვში მისი მეუღლე, ნანული, უჩემოდ არ სადილობდა. ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე გავხდი ბანდიტი და მკვლელი?
უამრავი სამხილი მქონდა შევარდნაძის წინააღმდეგ. დღემდე ვინახავ საიდუმლო კასეტებს, რომელიც ჯაბა იოს­ელიანმა გადმომცა.

ყველაზე მეტად იმიტომ მებრძოდა შევარდნაძე, რომ მე რესპუბლიკის პროკურორის ქალიშვილი ვიყავი. მამაჩემს მის წინააღმდეგ უამრავი კომპრომატი ჰქონდა.
როცა შევარდნაძე შს მინისტრი იყო, მამაჩემი, პავლე ბერძენიშვილი, რესპუბლიკის პროკურორი გახლდათ.

იმერლიშვილების საქმე - ამოწყვეტილი ოჯახი

1993 წლის 9 აგვისტოს გურჯაანში უშიშროების მაღალჩინოსნის, ვიცე-პოლკოვნიკ ვასილ იმერლიშვილის ოჯახის წევრები ამოხოცეს: ვასილი, მისი მშობლები და მოხუცი ბებია. ამ ფაქტამდე გაუჩინარდნენ მოსკოვში წასული გურჯაანელი მიშიკო ყანჩაშვილი და ვასილის ძმა, გია იმერლიშვილი, რომელსაც ანტიკვარული იარაღების კოლექცია ჰქონდა. მის კვალს დღემდე ვერსად მიაგნეს. ტრაგედიას ვასილ იმერლიშვილის ვაჟი და მეუღლე გადაურჩნენ, რადგან ისინი მკვლელობის დროს თბილისში იყვნენ.

გამოძიების ვერსიით: "1993 წელს მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილმა როშჩინთან, ფოკინთან, ვერკეტისთან, კისელიოვსა და სხვა პირებთან ერთად, სხვისი ქონების დაუფლების მიზნით, გურჯაანში ჩამოაყალიბა შეიარაღებული ბანდიტური ჯგუფი. მადლენამ ჯგუფის წევრებს შეუძინა ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღები, ყალბი მართვის მოწმობები, საქართველოს შინაგან საქმეთა, უშიშროების, თავდაცვის სამინისტროებისა და მაშველთა კორპუსის მოწმობები, რომელთა საშუალებითაც ჯგუფის წევრები დანაშაულებრივი მიზნების განსახორციელებლად თავისუფლად გადაადგილდებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.

1993 წლის 8-9 აგვისტოს მოსკოვში გიორგი იმერლიშვილისა და მიხეილ ყანჩაშვილის მკვლელობის კვალის დასაფარად და მათი ქონების ხელში ჩასაგდებად, მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილის მითითებით გურჯაანის საავტომობილო გზაზე ყაჩაღური თავდასხმის შედეგად როშჩინმა, ფოკინმა, კისელიოვმა და სხვებმა მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს გიორგი იმერლიშვილის ძმა, შს სამინისტროს თანამშრომელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ იმერლიშვილი, რის შემდეგაც ისინი დაეუფლნენ მოკლულის ავტომანქანა "ნივას", რომელიც შემდგომში ყალბი საბუთების გამოყენებით გაასხვისეს. იმავე საღამოს ბანდიტური ჯგუფის წევრები ღამით მივიდნენ გიორგი და ვასილ იმერლიშვილების სახლში და მათი ქონების დაუფლების მიზნით თოკით დაახრჩვეს ოჯახის უფროსი გივი იმერლიშვილი, დიასახლისი ლამარა ხუნდაძე და ანეტა იმერლიშვილი, რის შემდეგაც, გაიტაცეს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი, სანადირო თოფები და ცეცხლსასროლი იარაღი".

თავზე ხელაღებული მადლენა

90-იანი წლებიდან მოყოლებული, რუსულ პრესაში მადლენა ზვორიკინას სახელი აქტიურად განიხილება. რუსული პრესის ცნობით, 1990-1991 წლებში მადლენამ მოსკოვში დააარსა ფირმა "წმინდა გიორგი", რომელსაც კრიმინალურ სამყაროში "მკვლელობების სააგენტოდ"”მოიხსენიებდნენ.= ფირმა =მსხვილი კლიენტების გადაგდებით იყო დაკავებული. მადლენას კრიმინალური დაჯგუფება თავზარს სცემდა ყველას. რუსეთში მასთან დაპირისპირებას ქურდული სამყაროც კი ვერ ბედავდა.

ქალზე, რომელიც მოსკოვის ყველა ცნობილი ციხის ("მატროსკაია ტიშინა", "ბუტირკა") "კრიტში" ატარებდა წლებს (განსაკუთრებით საშიშად თვლიდნენ და კოლონიაში არასოდეს გადაუყვანიათ), იმდენი ლეგენდა შეიქმნა, რომ სპეცსამსახურებსაც კი უჭირთ სიმართლის დადგენა. მადლენამ მოსკოვის ციხეებში 8,5 წელი გაატარა და ყველაზე ცნობილი პატიმრის სახელიც დაიმკვიდრა...
რუსული პრესა მას ცოცხალ ლეგენდად მოიხსენიებს და გინესის რეკორდების წიგნში მისი სახელის შეტანასაც "ითხოვს"...

"სისხლიანი მადლენა" უბრალოდ დამნაშავე, თაღლითი და ბანდიტი კი არა, უბადლო ტალანტით დაჯილდოებული თავზე ხელაღებული, მოურჯულებელი კრიმინალია. ბანდიტთა ჯგუფი უსიტყვოდ ემორჩილება მათ "ბრიგადირს" "ატამანს". მისი სახელი ალბათ, ისევე შევა ისტორიაში, როგორც ლეგენდარული სონკასი..." - წერს რუსული პრესა.

თეა ხურცილავა


წაიკითხეთ ასევე: "სისხლიან მადლენას" ქართული ციხე ელის
გიო
29 აპრილი 2016 13:23
ყველაფერს კარგად პასუხობს ეს ქალი, ანგელოზი ყოფილა, და ჟურნალისტს რატომ არ დაებადა ერთი კითხვა, საიდან ჰქონდა ეს მილიონები და მილიარდები ამ "პატიოსან" ქალს იმ გაუბედურებულ პერიოდში.
Tako
23 ივლისი 2015 01:50
ურცხვად იტყუება ეს ქალი. ახლა დავძებნე სტრასბურგის სასამართღლოს გვერდზე და ასეთი ქეისი საერთოდ არ იძებნება. ეს არის ის, რის გადამოწმებაც შემეზლო. დარწმუნებული ვარ დანარჩენსაც იტყუება. ერთი კარგი ფსიქიატრი მადლია, იმას მაინც გავიგებთ, გიჟია თუ აფერისტი.
marine
03 ივნისი 2015 01:47
მადლენა ,როგორი ყარაჩოღელი ქალი ხართ,სულ სხაპასხუპით წავიკითხე თქვენი ნაამბობი.გეგმა მომწონს თქვენი იყიდეთ გთხოვთ იყიდეთ და მერე ამოვთხაროთ და დავაგდოთ,მოეთრნენ მისი ჭირისუფლები და სადაც უნდათ იქ წაათრიონ.გვძულს ქალბატონო გვძულს. აბა ძვირფას ზვიადსავით ხომ არ გავაპატიოსნებთ:გამთენიისას ხალხი სანთლებით რომ შეეგება საქართველოს საზღვართან და ასე ამაღლებული შემოიყვანეს თბილისში,როგორი რიგები იყო კოლხურ კოშკში და განისვენებს მთაწმინდის სავანეში.მსუბუქი იყოს ქართული მიწა მის სათნო გულზე.

რედაქტორის რჩევით