სააკაძის მოედნის მიწისქვეშა გვირაბები და ლაბორატორია, რომელსაც ანალოგი არ აქვს
25-05-2015
სააკაძის მოედნის მიწისქვეშა გვირაბები და ლაბორატორია, რომელსაც ანალოგი არ აქვს
რამდენიმე დღის წინ მიწისქვეშა ლაბ­ორატორია-შახტში ერთი საათი გავატარე. უნიკალური მიწისქვეშა ნაგებობა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია, დედაქალაქის ცენტრში, სააკაძის მოედნის ქვემოთ, 16-30 მეტრ სიღრმეზე მდებარეობს. აქ მომავალ სამთო ინჟინრებს ამზადებენ.

მეზობელი მყავდა, ციალა.  მისი ავლადიდება საბჭოთა­ პერიოდის გრამოფონი და დრო-ჟამისგან გაცვეთილი რამდენიმე ფირფიტა იყო.  მარტოხელა ქალს თავისი წარმოსახვითი სამყარო ჰქონდა. შლიდა სუფრას და ელოდ­ებოდა გამოგონილ კოლეგ­ებს, რომლებიც ვითომდა სხვადასხვა ქვეყნიდან უნდა ჩამ­ოსულიყვნენ. შინ იშვიათად, მაგრამ მაინც შევყავდით უბნის ბავშვები, კანფეტებს
გვირიგებდა. როგორც გვიხსნიდა, "სტუმრები" მასთან საიდუმლო გვირაბით მოდიოდნენ და უკან იმავე გზით ბრუნდებოდნენ... მის სარდ­აფში საიდუმლო გვირაბის არსებობისა მაშინ ყველას­ გვჯეროდა.„გვჯეროდა, რომ მისი სახლიდან ნებისმიერ ქვეყანაში შეგვეძლო მოხვედრა... ციალა რამდენიმე­ წლის წინ გარდაიცვალა. უკანასკნელ გზაზე მეზობლებმა­ გავაცილეთ... სარდაფი, რომ­ელსაც მთელი ბავშვობა საგ­ულდაგულოდ გვიმალავდა, თურმე არ
არსებობდა...



გასაიდუმლოებული ადგილებისა და გვირაბების არსებობის დღეს არავის უკვი­რს, თუმცა, რასაც ახლა გიამბობთ, დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის სიახლე იქნება.

მიწიდან 30 მეტრ სიღრმეზე...
რამდენიმე დღის წინ მიწისქვეშა ლაბ­ორატორია-შახტში ერთი საათი გავატარე. უნიკალური მიწისქვეშა ნაგებობა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია, დედაქალაქის ცენტრში, სააკაძის მოედნის ქვემოთ, 16-30 მეტრ სიღრმეზე მდებარეობს. აქ მომავალ სამთო ინჟინრებს ამზადებენ.

ლაბორატორიაში მოსახვედრად ტექნ­იკური უნივერსიტეტის მესამე კორპუსში მივდივართ. იქ მხოლოდ ასე თუ მოხვდებით. 82 წლის უშანგი კავთიაშვილი წლების განმავლობაში ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა. მას სადისპეტჩერო ოთახიდან დერეფნის გავლით ლიფტში შევყავართ და მიწის ქვეშ ვეშვებით...
უშანგი კავთიაშვილი: - ახლა ვიმყო­ფებით ზედაპირიდან 16 მეტრ სიღრმეზე. ლაბორატორიის ყველაზე დაბალი წერტი­ლი 30 მეტრია. ეს არის ვერტიკალური გვი­რაბი, რომლის დანიშნულებაა ლაბ­ორა­ტო­რიის ზედაპირთან დაკავშირება. სასარგებ­ლო წიაღისეულის მიწისქვეშა მოპოვება, მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობა­ სახიფა­თო საქმეა და დიდ ფსიქოლოგიურ დატვი­რთვასთან არის დაკავშირებული. ბევრი ახალგაზრდა სპეციალისტი ვერ უძლებდა­ მიწისქვეშეთში მუშაობას და ტოვებდა წარმოებას.  

საშახტო ლაბორატორიის მშენებლობა 1986 წელს დაიწყო და 1991 წელს დამთავრდა... მას "მეტრომშენის" თანამშრომლები­ აშენებდნენ. დაახლოებით მილიონ-ნახევარი მანეთი დაჯდა. მუშაობა მტკვრის მარჯვენა­ სანაპიროდან დაიწყეს. ე.წ. გამხსნელი გვირაბიდან ახლაც შემოდის სუფთა ჰაერი. სწორედ ამ შემოსასვლელიდან გაქურდეს ლაბორატორია სამჯერ. ლაბორატორიის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ საწარმოო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ მიწის ქვეშ განთავსებულ გვირ­აბებში შესაძლებ­ელია ლაბორატორიული, პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობების ჩატარება.

მიწისქვეშა ლაბორატორია რამდენიმე ჰორიზონტალური, დახრილი, ვერტიკალური გვირაბისა და აუდი­ტორიისგან შედგება, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე  სამთო-შახტური მოწყობილობებით. დანადგარების ნაწილი, თავის დროზე, ჭიათურის მაღაროდან ჩამოუტანიათ.

გვირაბებსა და კამერებში დამონტაჟებული­ დანადგარები ფეთქებად-უსაფრთხო კონსტრუქციებია. ტექნიკური აღჭურვილობა შეესაბამება ქვანახშირის შახტების უსაფრთხოების წესების მოთხოვნებს.
ერთ-ერთ ლაბორატორია-აუდიტორიაში სამთო ფაკულტეტის სტუდ­ენტებისთვის ყოველდღე ტარდება მეცადინეობები. ზამთარ-ზაფხულ, 24 საათის განმავლობაში, აქ ტემპერატურა -16-18 გრადუსია. 

- რამდენი თანამშრომელია დღეს ლაბორატორიაში?
- ამჟამად სამი, წლების წინ კი 12-14 თანამშრომელი ჰყავდა.  
90-იან წლებში ლაბორატორიას იუნესკოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ, რომლებსაც ვიდეომასალა გადაუღიათ. წლების წინ იაპონელებს საერთაშორისო სასწავლო ცენტრის მოწყობაც სურდათ, თუმცა, პროექტი აღარ განხორციელდა.  

თორნიკე ყაჯრიშვილი
სიუჟეტი იხილეთ "პალიტრაTV"-ზე
darejani
19 თებერვალი 2016 17:10
რა საიდუმლო კარგით რაა? ყველამ იცის ეგ სახტა ლაბრატორია, ვისაც გეპეიში უსწავლია, ლექციები გვიტარდებოდა იქ
dato
19 თებერვალი 2016 13:11
ძალიან ხშირად მიტადრებოდა ლექციები ამ შახტა ლაბორატორიაში, როგორც ვიცი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მესამეა ეს ლაბორატორია თავისი ზომით. ტექნიკური უნივერსიტეტის 3 კორპუსიდან ასირ ჩასასვლელი და გამოდის სანაპიროზე :)))
lasha
29 მაისი 2015 16:54
ხალხო რა გჭირთ?! სასწავლო ლაბორატორია შახტაა... რა საიდუმლო, რის საიდუმლო...)))))

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები