"თქვენი პატრიარქი საოცარი ადამიანია" - ამერიკელი ჯონი ქართველი მიუსაფარი ბავშვების დასახმარებლად
25-05-2015
"თქვენი პატრიარქი საოცარი ადამიანია" - ამერიკელი ჯონი ქართველი მიუსაფარი ბავშვების დასახმარებლად
"შვილების განათლებაზე ფულს რომ ხარჯავთ, ხომ გაინტერესებთ­ შედეგი? მეც ასე ვარ. არ ვერევი საგანმანათლებლო და აღზრდის­ საკითხებში, ქართველებს ვანდობ, მაგრამ მუდმივად თვალს ვადევნებ შედეგს, რამდენმა ბავშვმა დაიწყო სწავლა, რამდენი მივიდა ბოლომდე. ფსიქოლოგიც გვყავს, ბავშვებს რომ არ შეეშინდეთ, უკან არ დაიხიონ, მომავლისთვის იბრძოლონ."

ლეემბრა, ანუ ღმერთს ახ­ს­­ო­ვხარ, - პორტუგალ­იურ ენაზე ასე ჰქვია­ ამერიკულ საქველმოქმედო ფო­ნდს, რომელიც 2013 წლიდან საქართველოში სოციალ­ურად დაუცველ და მიუსაფარ ბავშვებს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებაში ეხმარება.­ ფონდი ბავ­შვებს
სტუდენტობის ოთხწლიან პერიოდში სტიპენდ­იასაც უხდის­ - 150 დო­ლარის ოდენობით. ფონდის დამფუძნებელ­ ჯონ სიმ­ონსს მიაჩნია, რომ მოზარდების­ ამ ფორმით­ დახმარება ყველაზე გამართლ­ებ­ულია: "რაც უნდა დიდი ინვეს­ტ­ი­ცია გაიღო ბავშვები­სთვის, ფული ყოველ­თვის ცოტა გამოჩნდება და წყალში ჩაიყრება, თუ არ მივ­ცემთ განათლებას. ასე დავეხმარებით მომავლის შექმნაში".


ჯონ სიმ­ონსი ერთ
თბილისურ კაფეში­ გავიცანი. იმ დღეს განსაკ­უთრებით კმაყოფილი იყო, რადგან E"ლე Lემბრას" პროექტის მონ­ა­წილე გოგ­ონას, რომელიც უკვე სტუდენტია და დედაც გამხდარა, ჯონი ოჯახში სწვევია, -„შვილიშვილიც ვნახეო. პროექტში მონაწილე ყველა ბავშვს ჯონი შვილს ეძახის. ამერ­იკაში კი, მშობლიურ იუტას შტატში, სამი საკუთარი და ექვსიც ნაშვილები ბავშვი ჰყავს. ის სოციალურად დაუცველ ოჯახებზეც ზრუნავს. მათი დახმარება საპატრიარქომ სთხოვა. 

ჯონ სიმონსი:
- სამი ვაჟის­ შეძენის შემდეგ მე და ჩემს მეუღლეს, რომელიც ერთხანს ბავშვთა­ სახლში ცხოვრობდა, მოგვინდა, გოგონა გვეშვილა. მივმართეთ სააგენტოს და დაველოდეთ, ურთულესი ბიუროკრატიული პროცესის შემდეგ როდის დად­გებოდა ჩვენი­ რიგი. კარგა ხნის შემდეგ შე­გვ­ატ­ყობინეს, რომ პატარა ბიჭი იყო გასაშვილებელი. ბავშვზე სქეს­ის გამო უარს როგორ ვიტყოდით? ბიჭუნა ვიშვილეთ და გოგონას ძებნა განვაგრძეთ. იმ დროს ამერიკაში ბევრი ბავშვი ჩამოჰყავდათ­ რუსეთიდან. რუსეთში ბავშვთა­ სახლში­ ვნახეთ ორი გოგონა­, დები. ჰყავ­დათ წლინახევ­რის­ ბიჭიც, რომლის მშობლებმ­აც თავი მოიკლეს­. სამ­ივეს აყვანა გადავ­წყვიტეთ, თანაც, შევეცადეთ, გა­გ­ვე­რკვია­ ბავშვებ­ის წარმომავლობა. გაირკვა, რომ გოგონ­ები ერთი ქალის მეექ­ვსე და მეშვიდე­ შვილ­ები იყვნენ და დედას­ შვიდ­ივე შვილი გაეშვილებინა. კიდევ ორ დას სხვა ბავშვთა სახ­ლში მი­ვა­გენით. დანარჩენები რუსეთშივე გაეშვილ­ე­ბინათ. ასე რომ, ხუთი ბავშვი ვიშვილეთ... მე და ჩემს ძმას მომგებიანი ბიზნესი გვაქვს, გადავწყვიტეთ, დაგვეარსებინა საქვ­ელმოქმედო ფონდი და რუსე­თში მიუსაფარ ბავშვებს დავხმარებოდით. თუმცა, იმის გამო, რომ 2013 წელს რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობა დაიძაბა, რუსებმა ქვეყანაში, ფაქტობრივად,­ აღარ შეგვიშვეს, ჯაშუშები ხართო­ და ჩვენც რუსეთს შევეშვით­.

ჩემს მეგ­ობარს, თბილისელ ებრაელ დაიანა რევუცკის ვთხოვე დამხმარებოდა ქვეყნის შერჩევაში. მან საქართველო შემომთავაზა... თანამ­შ­რომლობის მემორანდუმი გავაფო­რმეთ სოციალური დახმ­არების სააგენტოსთან და ვთხოვეთ, მოეწოდებინათ ბავშვების შესახებ ინფორმაცია..­. სასწავ­ლო პროცესისთვის ინ­ფრასტრუქტურა და პედაგოგები თბილისში ებრაულმა­ სკოლამ­ დაგვითმო. რაბინმა მეიერ კოზლოვსკიმ სი­­ამოვნებით მიიღო ჩვენი ინიციატივა... მერე საპა­ტ­რ­იარქომ გვთხოვა, მათი რეკომენდაციით შერჩეული მოზარდ­ებიც გვენახა.
სიამოვნებით ვიხსენებ პატ­რიარქთან შეხვედრას. ჩვე­ნ­მა ქართველმა თანმხლებ­მა გაიკვირვა, რას ვხედ­ავ,­­ ქრისტიანი პატრიარქი ებრ­აელ რაბინსა და ამერიკელ­ ბიზნესმენთან ერთად მუშა­ო­­ბსო. პატრიარქმაც უპასუხა,­ უჩვეულო არაფერია, რადგან კარგი სა­ქმის საკეთებლად შევი­კრიბეთო.
თქვენი პატრიარქი საოცარი ადამიანია. ის არა მხოლოდ ლოცულობს, ფიქრობს, ძალდატანების გარეშე როგორ გააკეთებინოს კარგი­ საქმე ხალხს...

შვილების განათლებაზე ფულს რომ ხარჯავთ, ხომ გაინტერესებთ­ შედეგი? მეც ასე ვარ. არ ვერევი საგანმანათლებლო და აღზრდის­ საკითხებში, ქართველებს ვანდობ, მაგრამ მუდმივად თვალს ვადევნებ შედეგს, რამდენმა ბავშვმა დაიწყო სწავლა, რამდენი მივიდა ბოლომდე. ფსიქოლოგიც გვყავს, ბავშვებს რომ არ შეეშინდეთ, უკან არ დაიხიონ, მომავლისთვის იბრძოლონ. 

- ჯერ მხოლოდ თბილისის მასშტაბით მუშაობთ?
- ვაპირებთ პროგრამის გაფართოებას. ჩემი აზრით, ბავშვებს­ იქ უნდა დაეხმარო, სადაც დაიბადნენ, სადაც ცხოვრობენ. უკიდურესი შემთხვევის გარდა, არა ვარ მომხრე უცხოეთში გაშვილებისა. რაც უნდა კარგად აცხოვრო,­ მაინც ენატრებათ ის გარემო, სად­აც ცხოვრობდნენ. ენობრივი ბარიერიც დიდ სტრესს იწვევს. ჩვენს გოგონებსაც ჰქონდათ ასეთი პრობლემები. ერთხელაც მათ ციმბირული ჰასკი ვუყიდე და ვუთხარი­, აი, მეგობარი თქვენი ქვეყნიდან. თუ ოდესმე დაეჭვდებით, რომ მე და დედა ვერ გიგებთ, ის აუცილე­ბლად გაგიგებთ-მეთქი. ბედნიერი იყვნენ ახალი მეგო­ბრით. ყველა ბავშვის კარგად ყოფნა ჩემი ბედნიერებაა, მეტის და მეტის გაკეთება მინდა მათთვის. ვფიქრობ, საქართველოში ეს კარგად გამომივა, რადგან 20 წელია მსოფლიოში ვმოგზაურობ, მაგრამ ასეთი მეგობრული ხალხი არსად მინახავს.
ნანა 1
29 მაისი 2015 18:33
დიდი მადლობა ბატონ ჯონს,რაბინს ბატონ მეირს და ჩვენ პატრიარქს ამ კეთილი საქმეებისათვის! იქნებ ქართველმა ბიზნესმენებმაც იფიქრონ გაჭირვებული ბავშვების დახმარებაზე.
nika
27 მაისი 2015 00:46
ასეთ ხალხს ძალიან უნდა მოვეფეროთ, ამით სიკეთეს გავამრავლებთ. სამწუხაროდ ბევრნი არ არიან ასეთები - უმეტესობას თავისი შვილებისათვის ეზარება გარჯა

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები