ციცქას ნამუშევრები თბილისის ისტორიის მუზეუმში
ციცქას ნამუშევრები თბილისის ისტორიის მუზეუმში
ციცქა ქართული ვაზის ჯიშია, რომლის ხსენებაზეც ქართული ღვინო გაგახსენდება კაცს... მაგრამ ციცქა მხატვარსაც ჰქვია - ზაზა ციცქიშვილს, რომელიც ჩვენს ქალაქში ცხოვრობს და ალბათ, მოსწონს კიდეც თავისი სახელი, რომელიც მეგობრებმა შეარქვეს.

მან ზუსტად იცის, რას ნიშ­ნ­ავს ვაზი საქართველოსთ­ვის, არაერთხელ გაჰყოლია ფიქრებს­ წარსულისკენ, სადაც, ჯერ კიდევ ისტორიის გარიჟ­რაჟზე, ველურ ვაზს დაპატრონებული ადამიან­ები სწორედ აქ, ჩვენს მიწაზე ცდილობდნენ­ ამ ჯადოსნური მცენარის "მოშ­ინაურებას"...

ინტუიცია უბიძგებს, რომ საწყისი იმ შორეულ ფესვებში­ ეძებოს. მისი პორტ­რ­ეტები, როგორც
ქვის ხანის ადამიანები,­ ისე იკვეთებიან ფერე­ბ­იდან. მათი უხეში, თითქოს გამოჩ­ორკნილი ნაკვთები და მძიმე და­რდი, რომელიც თან­ სდევთ, წარსულშიც და აწმყოშიც ერთიანად გახედებს და ადამი­ანის უმწეობასა და შესაძლებლობებს­ ერთდროულად გაჩვენებს...

"მხოლოდ ინტუიცია" ჰქვია­ მხატვარ ზაზა ციცქიშვილის გამოფენას, რომელიც თბილ­ისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნა.

შეულამაზებელი გრძნობა­ მხა­ტვარმა­ ასევე
შეულამაზებლად გად­აიტანა ტილოზე, ამიტომაც მისი ნამუშევრები გაკვირვებს.­ შემთხვევითი­ არ არის, რომ მის პორტრეტებს სიმარტ­ივით გამო­რჩეულს”უწოდებენ. არც ის არის შემთხვევითი, რომ ეს ამაღლებული სიმარტივე სხვა­დ­ასხვა ქვეყნის კერძო და კორპორაციულ კოლექციებშია დაცული, მათ შორის "დოიჩე ბანკისა"­ და "დრეზდენ ბანკის" კოლექციებშიც...

ზაზა ციცქიშვილის ნამუშევრები თავიანთ თავგადასავალსა და სიცოცხლეს ქმნიან... საგამოფენო დარბაზის სიღ­რმეში თითქოს ფეთქავს თეთრი ძაღლი, რომელიც შავ ფონზე დაუხატავს მხატვარს. ამ სურათთან ბავ­შვებიც დიდი ხალ­ისით მიდიოდნენ... მხატვარმა მთავარ მიზანს მიაღწია, ინტუიციურად გააცოცხლა ყველა ფიქრი და ეს დამ­თვალიერებელმაც იგრძნო.

შემთხვევითი არ არის, რომ ზაზა ციცქიშვილს ციცქას ეძა­ხიან: ძალიან ქართული სახელია, ქართული ვაზის ჯიშსაც რომ ჰქვია და შუშხუნა ღვინოსაც, რაც დრო გავა, კიდევ მეტად რომ ეხვეწება გემო და ფერი...