რა მოსწონთ და რა არა ტურისტებს საქართველოში
08-06-2015
რა მოსწონთ და რა არა ტურისტებს საქართველოში
"არ გეწყინოთ, მაგრამ ქართველებმა დროის ფასი არ იცით"

ბოლო წლებში საქართველო ტურისტების სიმცირეს არ უჩივის. დედაქალაქში ჩამოსული ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი მაინც ძველი თბილისის უბნები, ელიას მთა და ნარიყალას ციხეა, საღამოობით კი მათ ლესელიძისა და შარდენის ქუჩებზე შეხვდებით. თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი ტურისტი კახეთში, ხევსურეთში, ბორჯომში, ყაზბეგსა და სვანეთშია.

რა მოსწონთ და რა არა ტურის­ტებს საქართველოში? ამის გასარ­კვე­ვად”თბილისის ქუჩებში უცხოელ ტურისტებს გავესაუბრეთ.

ესპანელ წყვილს, ვალენტინოსა და პასკალს, შარდენზე შევხვდით. შეკითხვებზე თავაზიანად
გვიპას­უხეს და ფოტოს გადაღებაზეც დაგ­ვთანხმდნენ. "საქართველო საოცარი ქვეყანაა. ქართველები უცხოელების მიმართ საოცრად კეთილგანწყობილნი არიან. ყველაზე მეტად რაც არ მოგვწონს, მაღალი ფასებია - თბილისი­ ევროპის სხვა ქალაქებზე ბევრად­ ძვირია. რამდენიმე დღის წინ რესტორანში ვახშმობა 300 ლარი დაგვიჯდა. ეს კი ძალიან ბევრია(?!).”

ჟანსა და მიშელს მეტროში შევხვდით.
ისინი მგზავრებს აკვირდებოდნენ. გაჩერებაზე მოწყალების სათხოვნელად ბოშა გოგონა შემოვიდა და მგზა­ვრებს ჩამოუარა, ტურისტების დანახვაზე კი უმალ მათკენ გაეშურა. მამაკაცმა ხელით უარი ანიშნა.­ გოგო მაინც არ მოეშვა და პერანგზე­ დაეჯაჯგურა. ის იყო, ვიფიქრე, ტურისტს მოთმინების ძაფი გაუწყდება-მეთქი და, ტურისტს არა, მაგრამ მის გვერდით მდგომ ქართველ მამაკაცს ნერვებმა უმტყუნა და ბავშვს­ ხელი ჰკრა, მოშორდიო. ისიც წავიდა. წყვილი წამოდგა­ და გასასვლელისკენ გაემართა.­ მეც დრო ვიხელთე და გამოველაპარაკე. "საფრანგეთიდან ვართ. მათხოვარი ნებისმიერ ქვეყანაშია. სამწუხაროდ, ეს ჩვენი­ რეალობაა... საქართველოში პირველად ვართ. უკვე ვიყავით კახეთში, სვანეთში. ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის მართლაც საუკეთესო­ ადგილებია.

დასანანია, რომ უცხოელებს­ ადგ­ილობრივები ფასებს ლამის უასმაგებენ.
ჩვენთანაც ძვირია სუვენ­ირები. თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით­ ან ფეხით დავდივართ.
მეტრო მართლაც კარგი­ გაქვთ, რასაც ვერ ვიტყვი ავტობუსზე. მუდამ გადატვირთულია, თან გვეჩვენება, რომ ხალხი ყველაფერზე ჩხუბობს".

შტეფანი გერმანელია. პირველად საქართველოში ოცი წლის წინ ჩამოვიდა. ამბობს, რომ დღევანდელი საქართველო რადიკალურად შეცვლილია: გზები, ინფრ­ასტრუქტურა მაღალ დონეზეა. "გასაოცარი ბუნება გაქვთ. სამზარ­ეულოზე არაფერს ვამბობ. ნიგვზიან ბადრიჯანზე ვგიჟდები, ისე მომწონს. პირველად რამაც საქართველოში გამაოცა, არაპუნქტუალურობა იყო. ასევე, გადაჭარბებულმა ხმაურმა. არ გეწყინოთ, მაგრამ ქართველებმა დროის ფასი არ იცით".

მარკო ჩეხია. საქართველოში პირველად ჩამო­ვიდა: "მეგობრებისგან შევიტყვე, რომ აქაურობა ძალიან ლამაზია და ჩამოსვლა გადავწყვიტე, არც ვნანობ. თუმცა­ მგონია, რომ სათანადოდ ვერ აფასებთ თქვენს ქვეყანას. ქალაქს სიმ­წვანე აკლია, ლამის ყოველ ნაბი­ჯზე შენობებია. ყაზბეგში დაუვი­წყარი დღეები გავატარე. მხოლოდ გზები არ მომეწონა. ასეთი ლამაზი ქვეყანა გაქვთ და კარგი იქნება,­ თუ მიხედავთ".

ალბერტო იტალიელი ტურ­ი­ს­ტია: ­"რამდენიმე წლის წინ კახეთში ჩემი მეგობრები იყვნენ, იქ ტყავის გადამმუშავებელი საამქრო ჰქონდათ. მათგან შევიტყვე, რომ არის ასეთი ქვეყანა - საქართველო, სადაც შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს. სამხრეთელებისთვის დამახასიათებელი ბევრი საერთო თვისება გვაქვს. ორივე ერი ხმაურ­იანი ვართ. ხვალ სამშობლოში მივემგზავრები და თან მიმყვება საქართველოში გატარებული ულამაზესი დღეები, უმდიდრესი­ ფოტოარქივი და კიდევ ხინკლის გემო".”

სალომე გოგოხია

vetanxmebi ninos
09 ივნისი 2015 17:32
"......."(...-ში რაც გინდათ ის იგულისხმეთ) ქართველი ერთი უცხოელით რომ ფიქრობს, წავგლეჯ ამ უცხოელს და გავმდიდრდებიო, იმიტომ ულხინს.. პირიქით რომ მოიქცნენ, ხომ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა და უფრო მეტს გაყიდის... შარშან გრიგოლეთში უკრაინელების მიერ აღებულ სასტუმროში დავისვენე, და არც სისუფთავე აკლდა იქაურობას, არც კომფორტი, ფასებიც ძალიან მისაღები იყო.. წელსაც იგივე სასტუმროში ვაპირებ დასვენებას..
gavazeli
08 ივნისი 2015 14:59
თუ არ უნდათ, რომ გაიწეწონ, ჩამოვიდნენ ტურისტულ ჯგუფთან ერთად, აქ კი მასპინძელი სააგენტო მივხედავთ და არავის დავაგოიმებინებთ.
აბა უპატრონო ტურისტს რომ გაწეწავენ, რად უნდა ლაპარაკი? მასე ხომ არ გგონიათ, რომ იგივე ევროპაში არ ატყუებს ტურისტს ტაქსისიტი?
nino
08 ივნისი 2015 13:58
ევროპელები ვინც საქართველოში მოდის მილიონერები კი არ არიან უბრალოდ ბუნება, ქვეყნის კულტურა აინტერესებთ, ან ვინმე ქართველი ყავთ და იმასთან მოდიან. როგორ შეიძლება მათი მოტყუება და ფულის გამოძალვა. გულსატკენია ბევრი ასე რომ იქცევა ჩვენთან. ერთხელ ერთი ტაქსის მძღოლი სამმაგს უფასებდა გერმანელ ტურისტებს. არც ის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები არა სჭირდებათ ევროპელების უმეტესობას. უბრალოდ ნორმალური პირობები უნდა იყოს და სუფთა და კარგი კვება, რაც არც ისე ძვირი არ უნდა იყოს ჩვენთან, იმიტომ რომ კვების პროდუქტები სასწაული არ ღირს და 300 ლარს რომ გამოართმევ ორ ადამიანს ჭამაში მართლა უსინდისობაა. მაგ ფულით ევროპის საკმაოდ კარგ რესტორანში მინიმუმ ორჯერ შევა ორი ადამიანი. ისე კიდევ მიკვირს მაინც რომ მოდიან. ზამთარში დასვენება მაგალითად ავსტრიაში გაცილებით იაფია ვიდრე გუდაურში და თან არც შეედრება ერთმანეთს. ნეტა როდის ვისწავლით რომ ერთ ჯერზე არ უნდა გავმდიდრდეთ.

რედაქტორის რჩევით