მნიშვნელოვანი აღმოჩენა ტაო-კლარჯეთში
08-06-2015
მნიშვნელოვანი აღმოჩენა ტაო-კლარჯეთში
ძეგლებთანერთად საქართველოს ისტორიაც ნადგურდება

ახლახან ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე საქართველოს კულტურისა და ტურისტ­ული რესურსების კვლევის ცენტრმა სამი მნიშვნელოვანი ძეგლი - ბალვანასა და გასადინარის მონასტრები და სვეტის ციხე დააფიქსირა. ამის გარდა, ორგანიზაციის აღმოჩენების ანგარიშზეა 144 უცნობი ისტორი­ული ძეგ­ლი, რომლებიც არ არის მოხსენიებული ჩვენთვის ცნობილ წყაროებში.

ანა იმედაშვილი, საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის მკვლევარი:

- ჩვენი მიზ­ა­­ნია, 1000-ზე მეტ ისტორიულ სოფელსა და მათ შემოგარენში ნებისმიერი სტატუსისა და ტიპის ძეგლის შესწავლა. ეს საშუ­რი­
საქმეა, რადგან ძეგლები ყოველდღე ინგრევა და თან მიაქვს უძველესი ისტორია. არადა, მათი ადგილმდებარეობა­ ზუსტად განსაზღვრავს ისტორიული საქა­რთველოს საზღვრებს. ყველა ეს ძეგლი და ტოპონიმი არის ჩვენი ისტორიის ფაქტობრივი მტკიცებულება.

ანი გელაშვილი, მკვლევარი:

- ძიებ­ის პროცესში ჩვენი მეგზურია გურჯისტანის ვილაიეთის დიდი
დავთარი, სადაც სრულყოფილად არის აღწერილი ტერიტორიები და ტოპონიმები. ასევე ვეყრდნობით ვახუშტი­ ბატონიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, ვახტანგ ჯობაძის, ევროპელი და თურქი მკვლევრების მასალებს. თუმცა, ბევრი ძეგლი მათაც არ უნახავთ და ჩვენ პირველაღმომჩენები ვხდებით.

ბალვანასა და გასადინარის მონასტრები­ და სვეტის ციხე ახლახან დავაფიქსირეთ. სამ­ივე ძალიან დაზიანებულია.
ძველი დიდ­ების კვალი მხოლოდ ბალვანას მონასტერს შერჩენია. შთამბეჭდავი ტაძარი სამოთხესავით ლამაზ, მაგრამ ძნელად მის­ადგომ ადგილზეა, ისევე, როგორც გასადინარის მონასტერი.

თემურ ხუციშვილი, სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფესორი: - სასაზღვრო რეგიონში სამხედრო პოლიცია საგულდაგ­ულოდ ამოწმებს ყველას. უცხოს გამოჩენაზე სოფლებიდან ყოველი მეორე მოსახლე ურეკავს ჟანდარმს. სამართალდამცავებიც წამდაუწუმ დაგვდევდნენ, ამიტომ ბოლო დროს, ჩასვლისთანავე მივდივართ ჟანდარმერიაში და ვთხოვთ, დაგვეხმარონ კულტურული ძეგლების დაუბრკოლებლად კვლევაში. თუმცა, ეს ვერ გვიცავს ოქროსმაძიებლებისგან. მოსახლეობის ნაწილი ეძებს ოქროს, კერამიკას, ბრინჯაოს ნივთებს და, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სასტიკად ებრძვის ამ მავნებლობას, უძვირფასეს მონაპოვარს არალეგალურად ყიდის. მათ გამო არაერთხელ აღმოვჩნდით საშიშროების წინაშე. ერთგან გამოგვყვნენ, გადმოიტანეს მანქან­ი­დან სამუშაო იარაღები და გვითხრეს, გვამუ­შავეთ, რა სიღრმესაც გვეტყვით, გავთ­ხრით განძის ამოსაღებად, მერე კი გავიყოთ და ჩვენ ჩვენი გზით წავალთო. ვუთხარით, რომ გათხრას არ ვაპირებდით და განძიც არ გვაინტერესებდა. არ დაიჯერეს, კარგა ხანს გვაკონტროლებდნენ. ძნელია, დააჯერო, რომ მამასისხლად ნაყიდი საწვავით მიუვალ ადგილებში მხოლოდ ასაზომად მიდიხარ და არა ოქროს საძიებლად.

სვეტის ციხე



ანა იმედაშვილი:
- ისტორიულ წყაროებში მას მოიხსენიებენ სუმბატ დავითის ძე და ვახუშტი ბატონიშვილი. თანამედროვე ისტორიკოსებს სხვადასხვა მოსაზრება გამოუთქვამთ ციხის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით. დროსთან დამარცხების მიუხედავად, სვეტ­ის ციხე საოცრად შთამბეჭდავია. სოფელ ტბეთის (ამჟამინდელი სახელწოდება ჩევიზილი) ჩრდილო-დასავლეთით აღმართულ კლდოვანი ქედის კეხზე, 800 მეტრის სიგრძეზე იშლება.­ შემორჩენილია დუღაბით და მშრალი წყობით ნაშენი კედლების და ნაგებობების მცირე ფრაგმენტები. კლდოვანი მთიდან ხელისგულივით­ მოჩანს მთელი შავშეთი, მდ. ყვირალას ხეობის­ შუა და ზემო წელი. ეს ხეობა არსიანის გადასასვლელით ისტორიული შავშეთის და სამცხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი მაგისტრალი იყო. ადგილმდებარეობა, ძნელად მისადგომობა და დიდ სივ­რცეზე კონტროლის შესაძლებლობა გვაფიქრებინებს, რომ სვეტი მნიშვნელოვანი და დიდი ციხე უნდა ყოფილიყო.

ბალვანას მონასტერი


ანი გელაშვილი: - შავშეთში, სოფ­ელ­ ბალვანადან (დღევანდელი სახელწოდება ქირაზლი) ჩრდილო-აღმოსავლეთით, 2 კილომეტრში, მდინარე ოშორეთისწყლის მარჯვენა ნაპირას, არსიანის ქედის დასავლეთ ფერდზე შემორჩენილია სამონასტრო კომპლექსი. ორნამენტების მიხედვით, XIII საუკუნის უნდა იყოს. კომპლექსში შედის ეკლესია, რომლის ქვედა სართულზე განთ­ავსებული იყო საძვალე; კლდეზე მიბჯენილი რამდენიმე სართულად განლაგებული საცხოვრებელი ნაგებობები. ზემოთ კლდეში ნაკვეთი მღვიმე ჩანს. ნამონასტრალის ჩრდილოეთით ჩანჩქერია. ეკლესიის ეზოში შემორჩენილია მარანი და ქვაში ამოკვეთილი მცირე ზომის საწნახელი, რომლის ღარიც მიმართულია ქვევრებისკენ. ახლა მათი ნაშთიღა დარჩენ­ილა. სანახაობა ისეთია, გული დაგწყდება, რატომ მაშინ ვერ ნახე, როდესაც სრულყოფილი იყოო.

სოფლის ისტორიული სახელწოდება -  ბალვანა დაკავშირებულია ბლის ბაღებთან - ,,ბალის სავანე~, ,,ბალის ვანი~. აქაურთა თქმით, ბალვანის ბალი მთელ შავშეთშია განთქმული. სოფლის დღევანდელი სახელ­წოდებაც პირდაპირი თარგმანია. ,,ქირაზ~ თურქულად ბალია, ხოლო ,,ქირაზლი~­ ბლებიან ადგილს ნიშნავს. ბალვანა მოხსენიებულია იყო ნიკო მარის ­(1904 წ.) და ბ. ბაუმგარტნერის (1906 წ.) კვლევებში, თუმცა, აღწერილი არ ყოფილა.

გასადინარის მონასტერი

ანი გელაშვილი: - ბალვანადან სამხრ­ეთ­­­-აღმოსავლეთით, 2 კილომეტრში, არსიანის ქედის დასავლეთ ფერდზე აღმართულ კლდეზე შემორჩენილია საცხოვრებელი ნაგ­ებობის და ეკლესიის ნაშთები, მათ თავზე გამოქვაბულია. იქვეა ნაეკლესიარი. კლდეზე დუღაბის კვალი ჩანს, ხევში სამშენებლო ქვები და დუღაბის ფრაგმ­ენტები ყრია. გასადინარი უფრო დაზიანებულია, ვიდრე ბალვანა. აქ აღარც იკითხება ძველი სიდიადე. გასადინარის მონასტრის შესახებ დღემდე ჩანაწერებიც არ არსებობდა...



დავით კურაპალატის ქვა დაიკარგა

საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის მკვლევრებმა სამწუხარო ინფორმაცია მოგვაწოდეს. თითქმის ორი წლის წინ, მათ მიერ, არტაანთან ახლოს, სოფელ კუნძულეთში აღმოჩენილი დავით კურაპალატის სავედრებელი ქვა დაიკარგა. ის მიიჩნეოდა ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ მტკიცებულებად, რადგან ქვაზე მეფის სავედრებელთან ერთად აღნიშნული იყო, რომ ტაძარი დავით კურაპალატმა ააშენა. ეს ლაპიდარულწარწერიანი ქვა გვამცნობს, თუ სადამდე ვრცელდებოდა კურაპალატის სამბრძანებლო­. მკვლევრების თქმით, კუნძულეთში მეორედ მისულებს ეს ქვა აღარ დახვდათ. სავარაუდოდ, ქვა შავი არქ­ეოლოგების მსხვერპლი გახდა. ისინი  ჩუქურთმიან და წარწერიან ქვებში ოქროს ეძებენ, ამსხვრევენ­ მათ. ჰგონიათ, რომ ასეთ ქვებში შეიძ­ლება იმალებოდეს განძი. არადა, ეს ქვები მართლაც ჩვენი განძია, რადგან პირდაპირ გეუბ­ნება, რომელი საუკუნის ძეგლის შემკულობაა. მათ გადარჩენას კი ვერ ვახერხებთ.
.
30 ივნისი 2015 08:11
Nana madloba tkven rom arsebobt saqartvelostvis.
Archil
14 ივნისი 2015 14:19
ეგ უფრო სომხების წაგებულია ვიდრე თურქების გადააკეტებენ (პირველი როდია ) და იტყვიან კურაპალატიც სომეხი იყოოო !!!
პაატა
10 ივნისი 2015 20:09
ტაოკლარჯეთი,საინგილო,ლორეტაშირი,სოჭის მხარე,დვალეთი,გარეჯის ველი,ყარაიას სექტორი,ეს ის ტერიტორიებია რომლებიც ,,დიდი ქართველების,,მიერ იქნა გადაცემული,შედეგებს ვიმკით დღეს,თუმცა ჭკუა ვერ ვისწავლეთ,პლიუს აფხაზეთი და სამაჩაბლო,

რედაქტორის რჩევით