"ცოტა ხანში ორივეს ქორწილი უნდა ჰქონოდა" - ზოოპარკის ტერიტორიაზე ლიზა ზარანდიას ცხედარი იპოვნეს
"ცოტა ხანში ორივეს ქორწილი უნდა ჰქონოდა" - ზოოპარკის ტერიტორიაზე ლიზა ზარანდიას ცხედარი იპოვნეს
"ლიზა უფრო ჩუმი იყო, მაგრამ ინდირა სულ ეხუმრებოდა, - კარგი რა, მამა, ვთხოვდებით და თავი აღარ უნდა დაგვანებოო!"

დღეს გამთენიისას, თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე გოგონას ცხედარი იპოვეს, ახლობელთა განცახდებით გოგონა ლიზა ზარანდიაა.
სტიქიისას ინდირა და ლიზა ზარანდიები მეგობართან, სერგო კაპანაძესთან ერთად, ტაქსიში იმყოფებოდნენ.
ინდირა ზარანდიას ცხედარი "მზიურის" ტერიტორიაზე ორი დღის წინ იპოვეს. სერგო კაპანაძე კი, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

ფერიდე გოგია, ლიზა და ინდირა ზარანდიების მამიდა:
- ყოველთვის მაკვირვებდა, ადამიანი ამხელა
საშინელებას როგორ უძლებდა, რაც ახლა ჩვენს თავს ტრიალებს, არ ვიცი, ამ ყველაფერს როგორ ვუძლებთ?! ლიზას და ინდირას მამა ჩემი ბიძაშვილია, აღუწერელია ის ტკივილი, რასაც ის განიცდის. არ ვიცი, რა ვთქვა, როგორ ვთქვა, რას იტანენ ჩემი ბიძაშვილი და მისი ცოლი - ამ ანგელოზი გოგოების დედა... თითქოს
ცოცხლებიც აღარ არიან... ინდირა რომ იპოვეს, დედამისი არ მოდიოდა თბილისიდან, - ლიზას ელოდებოდა, ამბობდა, მომიყვანენ და ერთად წავიყვან სახლშიო... მაგრამ მაინც წამოვიდა, მარტო ინდი წამოიყვანა, მასაც ხომ უნდოდა პატრონობა! იძახდა ლიზის როდის მომიყვანენ, მენატრებაო, აი, უპოვნიათ ჩვენი მეორე, ცქრიალა გოგოც... ეს გოგოები, იცით, რა გოგოები იყვნენ? მათი მსგავსი მართლა ბევრი არ დადის ქეყანაზე. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მათი ნათესავი ვარ, ამაზე მთელი ხობი ლაპარაკობს, - ზოგი იბადება ისეთი, რომ კარგი უნდა იყოს და მორჩა, ასე უწესებს უფალი. ეს გოგოები ასეთები დაიბადნენ, ლამაზები და ნიჭიერები... ძალიან ადვილად ითვისებდნენ ყველაფერს, წარმატებით დაამთავრეს სკოლა, მერე უნივერსიტეტები. 24 წლის ლიზი კარგი ექიმი იყო, ინდირა ჟურნალისტობა უნდოდა, რადიო "საქართველოს ხმაში" მუშაობდა... მშობლები კი ყველაფერში ეხმარებოდნენ, არანაირ შრომაზე არ ამბობდნენ უარს, რომ შვილები ფეხზე დეყენებინათ. თბილისში მთელი ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, ამბობდნენ, გოგოები რომ გათხოვდებიან, წავიყვანთ ჩვენს ლუკას (ლიზას და ინდირას უმცროსი ძმა) და სოფელში დავბრუნდებითო...
სულ ცოტა ხანში ორივეს ქორწილი უნდა ჰქონოდა... ასე ჰქონდათ გადაწყვეტილი, - ყველაფერი ტრადიცების დაცვით, ძალიან ლამაზად უნდა გავაკეთოთო. ტრაგედიის დღეს, საქმროებთან ერთად, სასერნოდ იყვენ წასულები... სანამ ეს ენითაწერელი ბედისწერა დაეწოდათ, ქუჩაში ტაქსი გააჩერეს და ოთხივენი ჩასხდნენ. გზაზე ინდირას საქმრო დატოვეს, - გოგოები ლიზის საქმროს უნდა მიეყვანა სახლში... ის რომ დატოვეს, ინდირამ ბიჭს დაურეკა, - შენ ხომ უკვე მიხვედი, მე ტელეფონი მიჯდება და ჩვენც სულ მალე მივალთ სახლშიო... გმირთა მოედანი უნდა გაევლოთ და ნუცუბიძის ქუჩაზე მისულიყვნენ... ეს იყო მისი უკანასკნელი ზარი. მანამდე მამამ დაურეკა, სახლში აღარ მოდიხართ, სად ხართო? მამა მუდამ ასე ურეკავდა გოგოებს, ლიზა უფრო ჩუმი იყო, მაგრამ ინდირა სულ ეხუმრებოდა, - კარგი რა, მამა, ვთხოვდებით და თავი აღარ უნდა დაგვანებოო!
უბედური მათი მამა მიყვებოდა, ვიცოდი, რომ უკვე გზაში იყვნენ, ამიტომ არ გვინერვიულია და რატომღაც ჩაგვეძინა, არადა, სხვა დროს ყოველთვის ველოდებოდითო. მალევე გაღვიძებიათ, შვილები შინ რომ ვერ ნახეს, თურმე იფიქრეს, ალბათ, ლიზა საქმროს გაჰყვაო, გაბრაზდნენ კიდეც თურმე... ნეტავ წაჰყოლოდა, იქნებ, ეს უბედურება არ მომხდარიყო...

ეთერ ერაძე( სპეციალურად საიტისთვის)

წაიკითხეთ ასევე:

მკითხველის კომენტარი (26)
ფერიდე
01 ივლისი 2015 12:07
უღრმესი მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის!
minera
20 ივნისი 2015 11:26
Esiseti tragediaa mevisi me25slis goga davkarge gega genasvalos semo lamazo goga.
kato
19 ივნისი 2015 14:56
რა საშინელებაა გმერთოოოოოოოო,გული მეწვება მათი მშობლების ცოდვით,მეც ვტირივარ ყოველდგე ამ სტიქიას შეწირულებს,ალალი იყოს ეს ცრემლები მათთვის
kato
19 ივნისი 2015 14:54
რა საშინელებაა გმერთოოოოოოოო,გული მეწვება მათი მშობლების ცოდვით,მეც ვტირივარ ყოველდგე ამ სტიქიას შეწირულებს,ალალი იყოს ეს ცრემლები მათთვის
kato
19 ივნისი 2015 14:50
მეც ვტივრივარ ყოველდგე,ვაი რა საHინელებააა გმერტოოოოოოოოოოოო
მარინე
19 ივნისი 2015 00:34
მე თვითონაც ხობელი ვარ და 14 ივნისს ხალხმრავალ ადგილას ვიმყოფებოდი ჩემი რაიონის ხალხთან ერთად და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბევრისგან მოვისმინე, რომ გული თითქოსდა ცუდს უგრძნობდა. ეს ამბავი რომ გაიგეს ყველამ თქვა ალბათ ამას ვგრძნობდითო ყველანი დაგვზაფრა ამ ამბავმა. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ამბავმა ხალხი გაანადგურა, ყველა ამ საშინელ ამბავზე ლაპარაკობს, სწუხს და ოხრავს. მე პირადად ამ გოგონებს არ ვიცნობდი, მაგრამ ისეთი დაზაფრული ვარ, რომ მომინდა ემოციების სხვებისთვის გაზიარება. სამძიმარზე ყოველდღე დავდივარ, რათა ცრემლებით დავიცალო ემოციებისგან. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ყველა გარდაცვლილი. ამას ხალხო გაძლება ხომ უნდა. გაზარდო შვილები და მიწას მიაბარო ამაზე სიზმრის ნახვაც ტრაგედიაა. ღმერთმა დაიფაროს ყველა ცუდისგან. გვაკმარე ტრაგედიააააააა
ana
18 ივნისი 2015 23:59
gmerto ra sahineleba datrialda... 2 gardacvlili ert
ojaxshi..sitkvebs ver vpoulob im didi tkivilis
gadmosacemad rac chems gulshi dagrovda...
albat asea kvela kartvelis guli.. savse tkivilit,.
cremit da uzomo mcuxarebit.. gmertma natelshi
amofos mati sulebi...gmerto kvela daicavi aseti
tragediisagan...
ana
18 ივნისი 2015 23:58
gmerto ra sahineleba datrialda... 2 gardacvlili ert
ojaxshi..sitkvebs ver vpoulob im didi tkivilis
gadmosacemad rac chems gulshi dagrovda...
albat asea kvela kartvelis guli.. savse tkivilit,.
cremit da uzomo mcuxarebit.. gmertma natelshi
amofos mati sulebi...gmerto kvela daicavi aseti
tragediisagan...
მანანა
18 ივნისი 2015 21:47
უსაზღვროდ თანავუგრძნობ ოჯახს ამ მოუშუშებელ ტკივილს, რომელსაც ორი სიცოცხლის დაკარგვა ჰქვია! შემზარავია ამისთანა ანგელოზებზე უდროოდ ასე ილაპარაკო . დასანანია , რომ ღვთისგან მოვლენილ განსაცდელს ეს ეს ორი ანგელოზი და კიდევ ბევრი კარგი ადამიანი ემსხვერპლა . ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი ლამაზი სული ! დიდი ტკივილი მაქვს გამოვლილი და განსაკუთრებულად მესმის და ვგრძნობ ამ ყველაფერს. ცრემლებს ვერ ვიკავებ და მინდა გულიანად გიტიროთ!
.
18 ივნისი 2015 19:14
კომენტარები გამოაქვეყნეთ მხოლოდ ქართული შრიფტით

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ  გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები