"ცოტა ხანში ორივეს ქორწილი უნდა ჰქონოდა" - ზოოპარკის ტერიტორიაზე ლიზა ზარანდიას ცხედარი იპოვნეს
18-06-2015
"ცოტა ხანში ორივეს ქორწილი უნდა ჰქონოდა" - ზოოპარკის ტერიტორიაზე ლიზა ზარანდიას ცხედარი იპოვნეს
"ლიზა უფრო ჩუმი იყო, მაგრამ ინდირა სულ ეხუმრებოდა, - კარგი რა, მამა, ვთხოვდებით და თავი აღარ უნდა დაგვანებოო!"

დღეს გამთენიისას, თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე გოგონას ცხედარი იპოვეს, ახლობელთა განცახდებით გოგონა ლიზა ზარანდიაა.
სტიქიისას ინდირა და ლიზა ზარანდიები მეგობართან, სერგო კაპანაძესთან ერთად, ტაქსიში იმყოფებოდნენ.
ინდირა ზარანდიას ცხედარი "მზიურის" ტერიტორიაზე ორი დღის წინ იპოვეს. სერგო კაპანაძე კი, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

ფერიდე გოგია, ლიზა და ინდირა ზარანდიების მამიდა:
- ყოველთვის მაკვირვებდა, ადამიანი ამხელა
საშინელებას როგორ უძლებდა, რაც ახლა ჩვენს თავს ტრიალებს, არ ვიცი, ამ ყველაფერს როგორ ვუძლებთ?! ლიზას და ინდირას მამა ჩემი ბიძაშვილია, აღუწერელია ის ტკივილი, რასაც ის განიცდის. არ ვიცი, რა ვთქვა, როგორ ვთქვა, რას იტანენ ჩემი ბიძაშვილი და მისი ცოლი - ამ ანგელოზი გოგოების დედა... თითქოს
ცოცხლებიც აღარ არიან... ინდირა რომ იპოვეს, დედამისი არ მოდიოდა თბილისიდან, - ლიზას ელოდებოდა, ამბობდა, მომიყვანენ და ერთად წავიყვან სახლშიო... მაგრამ მაინც წამოვიდა, მარტო ინდი წამოიყვანა, მასაც ხომ უნდოდა პატრონობა! იძახდა ლიზის როდის მომიყვანენ, მენატრებაო, აი, უპოვნიათ ჩვენი მეორე, ცქრიალა გოგოც... ეს გოგოები, იცით, რა გოგოები იყვნენ? მათი მსგავსი მართლა ბევრი არ დადის ქეყანაზე. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მათი ნათესავი ვარ, ამაზე მთელი ხობი ლაპარაკობს, - ზოგი იბადება ისეთი, რომ კარგი უნდა იყოს და მორჩა, ასე უწესებს უფალი. ეს გოგოები ასეთები დაიბადნენ, ლამაზები და ნიჭიერები... ძალიან ადვილად ითვისებდნენ ყველაფერს, წარმატებით დაამთავრეს სკოლა, მერე უნივერსიტეტები. 24 წლის ლიზი კარგი ექიმი იყო, ინდირა ჟურნალისტობა უნდოდა, რადიო "საქართველოს ხმაში" მუშაობდა... მშობლები კი ყველაფერში ეხმარებოდნენ, არანაირ შრომაზე არ ამბობდნენ უარს, რომ შვილები ფეხზე დეყენებინათ. თბილისში მთელი ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, ამბობდნენ, გოგოები რომ გათხოვდებიან, წავიყვანთ ჩვენს ლუკას (ლიზას და ინდირას უმცროსი ძმა) და სოფელში დავბრუნდებითო...
სულ ცოტა ხანში ორივეს ქორწილი უნდა ჰქონოდა... ასე ჰქონდათ გადაწყვეტილი, - ყველაფერი ტრადიცების დაცვით, ძალიან ლამაზად უნდა გავაკეთოთო. ტრაგედიის დღეს, საქმროებთან ერთად, სასერნოდ იყვენ წასულები... სანამ ეს ენითაწერელი ბედისწერა დაეწოდათ, ქუჩაში ტაქსი გააჩერეს და ოთხივენი ჩასხდნენ. გზაზე ინდირას საქმრო დატოვეს, - გოგოები ლიზის საქმროს უნდა მიეყვანა სახლში... ის რომ დატოვეს, ინდირამ ბიჭს დაურეკა, - შენ ხომ უკვე მიხვედი, მე ტელეფონი მიჯდება და ჩვენც სულ მალე მივალთ სახლშიო... გმირთა მოედანი უნდა გაევლოთ და ნუცუბიძის ქუჩაზე მისულიყვნენ... ეს იყო მისი უკანასკნელი ზარი. მანამდე მამამ დაურეკა, სახლში აღარ მოდიხართ, სად ხართო? მამა მუდამ ასე ურეკავდა გოგოებს, ლიზა უფრო ჩუმი იყო, მაგრამ ინდირა სულ ეხუმრებოდა, - კარგი რა, მამა, ვთხოვდებით და თავი აღარ უნდა დაგვანებოო!
უბედური მათი მამა მიყვებოდა, ვიცოდი, რომ უკვე გზაში იყვნენ, ამიტომ არ გვინერვიულია და რატომღაც ჩაგვეძინა, არადა, სხვა დროს ყოველთვის ველოდებოდითო. მალევე გაღვიძებიათ, შვილები შინ რომ ვერ ნახეს, თურმე იფიქრეს, ალბათ, ლიზა საქმროს გაჰყვაო, გაბრაზდნენ კიდეც თურმე... ნეტავ წაჰყოლოდა, იქნებ, ეს უბედურება არ მომხდარიყო...

ეთერ ერაძე( სპეციალურად საიტისთვის)

წაიკითხეთ ასევე:

ფერიდე
01 ივლისი 2015 12:07
უღრმესი მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის!
minera
20 ივნისი 2015 11:26
Esiseti tragediaa mevisi me25slis goga davkarge gega genasvalos semo lamazo goga.
kato
19 ივნისი 2015 14:56
რა საშინელებაა გმერთოოოოოოოო,გული მეწვება მათი მშობლების ცოდვით,მეც ვტირივარ ყოველდგე ამ სტიქიას შეწირულებს,ალალი იყოს ეს ცრემლები მათთვის

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები