"დავბრუნდი ჩემს ცხოველებთან..."- სამი სიცოცხლის ერთი აღსასრული
22-06-2015
"დავბრუნდი ჩემს ცხოველებთან..."- სამი სიცოცხლის ერთი აღსასრული
13 ივნისს მოვარდნილი სტიქიის შედე­გად­, ზოოპარკის მთავარი მომვლელი-ძიძა,­ გულიკო კონცელიძეც დაიღუპა­. მან ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უამრავი ცხოველი გაზარდა. ქალს სიკვდილი ფეხდაფეხ სდევდა - იმ საბედი­სწერო ღამემდე ორიოდე კვირით ადრე გულიკო ვეფ­ხვებმა კინაღამ დაგლიჯეს, თუმცა, რაღა კინაღამ. მარჯვენა კიდ­ურის ამპუ­ტაცია გარდაუვალი გახდა. გულიკო იმ მარჯვენის გარეშე დარჩა, რომლითაც ერთგულად ემსა­ხურებოდა პატარა ოთხფეხებს. ექიმები შიშ­ობდნენ, რომ დაზიანების სიმრავლის გამო ორგანიზმში ინფექცია შეიჭრებოდა და გულ­იკოს სიც­ო­­ცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.

ასე არ
მოხდა... იდაყვს ზემოთ გადარჩენილი კიდურის შეშუპებაც სწრაფად დაცხრა, გულიკო კი ახალი ცხოვრებისთვის­ იმაგრებდა გულს. ფიქ­რობდა, როგორ ესწავლა მარცხენა ხელის ისე გამოყენება, რომ მისი "მარჯვენა" არ მოჰკლებოდა ზოოპარკში მომლოდინე პატარა ცხოველებს. თავი უკეთ იგრძნო თუ არა, ექიმს სთხოვა, სახლში დამაბ­რუნეო. მისი სახლი კი ზოოპარკი იყო. გულიკო
იქ ცხოვრობდა მეუღლესთან, მუხლჩაუხრელად მოფუსფუსე საოცარ ადამიანთან, მალხაზ ჭიტაძესთან ერთად.

"მოგესალმებით. მე უკვე დავბრუნდი­ ჩემს ცხოველებთან... დიდი მადლობა ყველას­ გულშემატკივრობისთვის. დიდი მადლობა­ რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივს და განსაკუთრებით ჩემს ექიმს კაკო გუგულაშვილს, რომელმაც მეორედ მაჩ­უქა სიც­ოცხლე", - წერდა გულიკო სოც­იალურ ქსელში 11 ივნისს, 23 საათსა და 15 წუთზე.­ ორი დღის შემდეგ­ კი, თით­ქმის იმავე დროს, ზოოპარკის ტერ­იტორიაზე მოვარდნილი "სიკვდილი" იმ ოთახში შეიჭრა, სადაც გულიკოს უნდა სძინებოდა. საბრალო­, ცალ­ხელა ქალი თავდაცვასაც ვერ მოასწრებდა, არათუ გვერდით ოთახში­ პატარა მაიმუნების - ევას, მარტას და მელი­ის ლეკვის, ტროას გადარჩენას­. იმავე ოთახში ბინადრობდნენ გულიკოს საყვარელი პუდელი დოდოლინა­ და მეტისი მაილო... მეორე დღეს გამოიტანეს გულიკოს ცხედარი ოთახიდან, სადაც სიკვდილი გამეფებულიყო.

მოგვიანებით, დერეფანში მალხაზიც ნახეს. სამუშაო ჩექმები ეცვა, რეზინის ხელთა­თმანებიც მოერგო... ალბათ, როგორც ყოვე­ლთვის, გვიან ღამემდე აპირებდა მუშ­აობას, რომ დილისთვის მხეცებისთვის ულუფები­ გაემზადებინა­. დილა არც მალხაზისთვის გათენდა...

მალხაზს და გულიკოს ახლოს ვიცნობ­დი.­ ცოლი ყოველთვის ენერგიული, მოუს­ვენარი­ იყო. ქმარი - მშვიდი, უსიტყვო კაცი. მათ არ ჰყავდათ შვილები და გადაწყვიტეს, მთელი ცხოვრება მიეძღვნათ მათთვის,­ ვისაც­ ბავშვივით მოვლა და სიყვარული სჭი­რდე­ბოდა. ამიტომაც დასახლდნენ­ ზოოპარკში.

იქვე, ერთ ოთახში 80 წელს გადაცილებული მოხუცი მომვლელი, გივი დვალი ცხოვრობდა. მას უკვე აღარ შეეძლო ცხოვე­ლების მოვლა. მძიმედ დადიოდა, ხელი უკანკალებდა, თვალებში მუდმივი სევდა, სახეზე კი ღიმილი დაჰკრავდა.

- გივი, ჭამე საჭმელი? - ჰკითხავდა­ ხოლმე გულიკო ეზოში გამოსულს. საწყალი­, არავინ ჰყავსო, - ებრალებოდა ქალს მოხუცი  და მადლიერი იყო ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის... გივის სახლი არ ჰქონდა, არავინ ჰყავდა და როცა მუშაობა ვერ შეძლო, ბედის ანაბარად კი არ გაუშვა სამსახურიდან, იქვე გამოუყო ერთი ოთახი...
გულიკოს უზომოდ უყვარდა სიკეთის მკეთებელნი და ვერ იტანდა ცხოველების ჩაგვრას. ზრუნავდა ყველაზე და ვისთვისაც­ განსაკუთრებით ირჯებ­ოდა, მათთან ერთად გადასახლდა­ იმიერში... მისი გაზრდი­ლი მხოლ­ოდ თეთრი ვეფხვები­ გადარჩნენ. ისინიც იმიტომ, რომ სხვა ზოოპარკებში გაგზ­ავნა. ყველა სხვა მხეცი დაიღუპა,­ მათ შორის, ლომის ბოკვერი შუმბა,­ რომელსაც გულიკო მოფერებით ივაკას ეძახდა...
მალხაზი
04 მაისი 2016 17:29
ძალიან მინდა ზოოპარკს გულიკოს სახელი დაარქვან.ის ამას იმსახურებს.
გიორგი
24 ივნისი 2015 21:22
ღმერთმა აცხონოს, ამინ!!!
nana
22 ივნისი 2015 23:43
გმერტმა აცხონოს მატი სული,საწყალი უბედური ოჯახი

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები