22-06-2015
"დაიმახსოვრეთ, უნდა გაატაროთ დრო მათთან, ვინც გიყვართ, რადგან მოვა დრო, როცა ისინი თქვენთან აღარ იქნებიან. თბილად ჩაეხუტეთ მას და უთხარით, რომ გიყვართ.– ეს ერთადერთი სიმდიდრეა, რომელიც ცენტიც არ დაგიჯდებათ", - ეს ინდირა ზარანდიას ჩანაწერიდან ამონარიდია. მისი საყვარელი ადამიანების გულში ის თავისი ხალასი ბუნებით, დიდი სითბოთი და სიყვარულით დარჩება. ეს რომ ასეა, ამას მისი შეყვარებულის "ფეისბუკის" პოსტიც ადასტურებს: "ცხოვრებაში არ დამიპოსტავს.ახლა, ალბათ, იმიტომ ვწერ, რომ ემოციებისგან ცოტათი დავიცალო და ყველას
ასევე დაგაინტერესებთ
წყვილი ბედნიერ მომავალზე ოცნებობდა და უცებ ეს ტრაგედია...
ინდირა და ლიზა ზარანდიები მშობლიურ კუთხეში, ხობში ჩაასვენეს... არადა, ოჯახი ქორწილისთვის ემზადებოდა, 22 წლის ინდირას საქმრო ჰყავდა.
ინდირას და, ლიზა, ექიმი იყო. იმ დღეს გოგონები საყვარელ ადამიანებთან ერთად კაფეში იყვნენ. დDიდხანს ისაუბრეს. გოგონები სერგი კაპანაძესთან ერთად ტაქსით ნუცუბიძეზე, ნაქირავებ ბინაში ბრუნდებოდნენ. დღემდე ეძებენ სერგისა და ტაქსის მძღოლს... ინდირა ტრაგედიის მეორე დღესვე იპოვეს, ის შეყვარებულმა ამოიცნო, მეოთხე დღეს კი - ლიზა.
გიორგი ზარანდია, გოგონების ბიძაშვილი: - ჩვენ ერთად გავიზარდეთ, საოცარი გოგონები იყვნენ: უზომოდ თბილები, ჭკვიანები, ლამაზები. ინდირასა და ირაკლის ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, ბედნიერად იცხოვრებდნენ, რომ არა ეს ტრაგედია. ინდირა რადიო "საქართველოს ხმაში" სტაჟიორად მუშაობდა. ბავშვობიდან ჟურნალისტობაზე ოცნებობდა. ახლა მაგისტრატურაში აბარებდა... კაფედან გამოსულან და ტაქსით ჯერ ირაკლი მიუყვანიათ სახლთან, შემდეგ სერგისთან ერთად ახალი გზით შინ მიდიოდნენ. ინდირამ ბოლო მესიჯი შეყვარებულს მისწერა, - გმირთა მოედანზე ვარ, ტელეფონი მიჯდებაო.
როგორც ჩანს, წყალი რომ ადიდდა, მანქანიდან გადმოხტნენ, რადგან მანქანა იმ ტერიტორიაზე იპოვეს, სადაც ინდირას ცხედარი ნახეს. იქ არავინ იჯდა.
ერთი ძმა დარჩათ, 13 წლის.ვერ ვეგუები, რომ ჩემი გოგოების გაღიმებულ სახეებს ვეღარ ვნახავთ".
თეა ხურცილავა
ოფიციალური სტატისტიკით:
სტიქიის შედეგად დაღუპულთა სია:
1. მალხაზ შოთას ძე ჭიტაძე, 12.06.1956
2. გულიკო გურამის ასული ჭიტაძე, 13.09.1958
3. გივი ვალერიანის ძე დვალი, 23.01.1938
4. მარიამ დავითის-ასული ქუთელია, 10.09.1990
5. ნანა რუბენის ასული ფილიშვილი, 12.10.1971
6. ჟანა რუბენის ასული ეგიზაროვა, 27.10.1967
7. სვეტლანა ანდროს ასული ეგიზაროვა, 07.04.1948
8. ლიანა ანდროს ასული ეგიზაროვა, 16.07.1950
9. ინდირა მალხაზის ასული ზარანდია, 04.07.1992
10. ნატა ნიკოლოზის ასული ნინაშვილი, 31.01.1973
11. ნუგზარ ზურაბის ძე ბუაძე, 11.11.1979
12. ნინა ალექსის ასული შუტკოვა, 16.08.1955
13. გურამ ალექსანდრეს ძე პეტრიაშვილი, 17.09.1937
14. კარპო მამიას ძე ენუქიძე, 23.08.1956
15. ზურაბ გიორგის ძე მუზაშვილი (მაშველი), 29.08.1977
16. ივლიტა რაჟდენის ასული ჯიბუტი, 19.07.1991
17. დავით ხვთისოს ძე გაბიტაშვილი, 29.01.1975
18. სულიკო დიმიტრის ძე ნოზაძე, 26.12.1959
19. ელიზა მალხაზის ასული ზარანდია, 16.10.1989
20. ელიზბარ შოთას ძე ბაღაშვილი, 16/08/1961
უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სია:
1. ბექა თეიმურაზის ძე ბუთურიშვილი, 28/08/1981
2. სერგო ავთანდილის ძე კაპანაძე, 01/03/1984
იყავი პირველი!