"სანამ ეს მოხდებოდა, 1 კვირის განმავლობაში ღმუოდნენ ზოოპარკში ლომები... სხვანაირად ღმუოდნენ"
20-06-2015
"სანამ ეს მოხდებოდა, 1 კვირის განმავლობაში ღმუოდნენ ზოოპარკში ლომები... სხვანაირად ღმუოდნენ"
ზურა ყიფშიძე, მსახიობი: "ჩემი სახლი, ფაქტობ­რივად, ზოოპარკის ტერიტორიაზე დგას. იმ საღამოს ახლობელი მყავდა სტუმრად. ვაჟა­-ფშაველაზე ცხოვრობს, წვიმა რომ დაიწყო,­ უნდა წავიდეო, თქვა. მე წაგიყვან-მეთქი... ვაჟაზე რომ მივიყვანე, იქ ისეთ პანიკაში იყო უკვე ეს ბიჭი, მთხოვა, დარჩი ჩემთანო.­ მიჰ­ქონდა იქაურობა ყველაფერს. გადავწყვიტე, ახალი გზით არ წამოვსულიყავი, გრძელი გზით წამოვედი, ნელ-ნელა. როგორ მოვედი შინ, არ ვიცი. რომ ამოვედი და აივანზე გავედი, 5 წუთში დაიწყო­ ის საშინელება. ისეთი ხმა იყო, ვიფიქრე, მთები მოგორავენ-მეთქი.
ჩვენი აივანი პირდაპირ დაჰყურებდა ამ მოვლენას. სანამ ეს მოხდებოდა, 1 კვირის განმავლობაში ღმუოდნენ ზოოპარკში ლომები. 40 წელია ამ სახლში ვცხოვრობ და ლომების ღმუილი არ მიკვირს, მაგრამ სხვანაირად ღმუოდნენ.

სასწაული იყო, მსგავსი რამ მხოლოდ ფილმებში მინახავს. სულ მეგონა, ამას მიწისძვრა მოჰყვებოდა. საბედნიეროდ, ეს არ მოხდა. ძალიან
ცუდად ვარ, მარტო იმიტომ კი არა, რომ ეს ტრაგედია მოხდა, არამედ ვგრძნობ, რომ ამით არ დამთავრებულა. სულ უბედურების მოლოდინში ვარ. არ ვიცი, იქნებ ფანტაზიები მაწუხებს..."

"ცრემლი, სისხლი, წარსული, აწმყო, მომავალი - ყველაფერი ერთად გამოიხატა"

რეზო ესაძე, კინორეჟისორი: "საშინელება მოხდა. უამ­რავი მსხვერპლია და ამდენივე - გულისტკივილი. მე, ავადმყოფი კაცი, მზად ვიყავი, წავსულიყავი და მემუშავა, მაგრამ რომ შევხედე ახალგაზრდებს, პირჯვარი გადავიწერე და ღმერთს მადლობა ვუთხარი. ცრემლი, სისხლი, წარსული, აწმყო, მომავალი - ყველაფერი ერთად გამოიხატა ამ უბედ­ურებაში. ეს ტრაგედია იმაზე მიგვანიშნებს, რომ რაღაცები სასწრაფოდ გადასახედია. სანამ გააკეთებდე, მანამ უნდა გაიაზრო ყველაფერი. საჭიროა სინთეზური­ აზროვნება, უამრავი დეტალის გათვლა, გათვალისწინება, გარკვევა წინდაწინ და არა - მერე თავში ხელების ცემა".


"საქართველოში უკვე გაჩნდა ახალი, ევროპული თაობა"


დათო ტურაშვილი, მწერალი:
"უპირველესად, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ დაღუპულთა­ ოჯახების წევრებსა და ახლობლებს, ვერ ვიტყვი, რომ ასეთი ტრაგედიის აცილ­ება შესაძლებელი იყო, მაგრამ სტიქიურ უბედ­ურებას რომ უფრო მომზადებული უნდა ხვდებოდეს სახელმწიფო, ეს ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ მაშველებმა ბევრგან ვერ მია­ღწიეს დროულად არა გულგრილობის გამო, არამედ არასწორი მენეჯმენტისა და ორგანიზებულობის გამო, რაც ჩვენი საერთო-ეროვნული პრობლემაა და თანაც მრავალსაუკუნოვანი. ხელისუფლებას კი მეტი ლოჯისტიკის უნარი უნდა გამოემჟღავნებინა და სახურავებზე დარჩენილი ადამიანების გადასარჩენად ვერტმფრენები უნდა გამოეყენებინა და არა მხოლოდ მაშველებისა და მოხალისეების ენერგია და თავდადება. რაც შეეხება ტრაგედიის მეორე დღიდან დაბადებულ მოხალისეთა ახალ თაობას, ეს ნამდვილად სასიხარულო აღმოჩენა იყო უფროსი თაობის იმ წარმომადგენლებისთვის, ვინც სკეპტიკურად უყურებდა ახალგაზრდობას და ჩემთვის კი ისედაც ცნობილი იყო, რომ შესანიშნავი ახალგაზრდები გვყავს­. მეტიც, ამ პროცესებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში უკვე გაჩნდა ახალი, ისეთი ევროპული თაობა, რომლისთვისაც მთავარი ფასეულობა სწორედ ადამიანია".


"ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ არსებობს"


დავით მაღრაძე, მწერალი:
"ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ის არსებობს. ე.წ. ოპოზიციამ დაა­მტკიცა, რომ ის რეალურად არ არსებობს. როდესაც ასეთი­ ტრაგედია ხდება და იქ შენთვის გამოსარჩენ რაღაცებს დაეძებ, უკვე არ არს­ებობ".
ეკა სალაღაია
KAKADU
10 ივნისი 2016 14:05
ტურაშვილი!!!! გაჭირვებაში გვერდით დგომა ევროპული როა დიდი ხანია იცი თუ? გასწავლა ვინმემ შე უდღეურო ჩვენ შვილებს არავისგან არ ესწავლებათ მეგობრობა კაცობა და გვერდში დგომა შენგან განსხვავებით.....................
ფუი შენს კაცობას!
11 იანვარი 2016 06:44
ლიბერასტ-საბარასტი რენეგატი რეგვენერატი გრანტიჭამია "ვსეზნაიკა" ტურა ტაბაკი ყოველივე ადამიანურს ევროპულად გაასაღებს, აბა, ქართულად ხომ არა?
eeeeeeeeeeeexxxxxxxxxxxxxxxxxxxxxxx
25 ივნისი 2015 17:46
ახალგაზრდობამ დაამტკიცა,რომ ერთად არიან უბედურების დროს.ახლა მთავარია ასეთი ახალგაზრდები მოვიდნენ მთავრობაში.ეს არც ევროპული და არც აზიური ახალგაზრდობა არაა.ეს ქართველი პატრიოტი ახალგაზრდობაა.მათ თავისი აზრი აქვთ,ძალიან ძლიერი,მართალი,პატიოსანი.მთავრობა და ოპოზიცია კი,ხრამში გადასაყრელები არიან.აბა რა უნდა იფიქრო,ტურა ვერ დაიჭირეს და მკვდრად გამოაცხადეს.

რედაქტორის რჩევით