"ჩუმი, უთქმელი ზურაბ მუზაშვილი თავის სათქმელს საქმით ამბობდა"
22-06-2015
"ჩუმი, უთქმელი ზურაბ მუზაშვილი თავის სათქმელს საქმით ამბობდა"
"საშინელი ღამე იყო, სტიქია მძვინვარებდა, სიკვდილს თვალებში ვუყურებდით. ირგვლივ სიბნელე იდგა, წვიმამ ფარნები გაგვი­ფ­უჭა, აღარ ანათებდა. ყველა მხრიდან განწირული ადამიანების ხმები გვესმოდა... წყალი ელვის უსწრაფესად მოდიოდა, თან ასწლოვანი, 10-15-მეტრიანი ხეები, ტალახი, ქვა-ღორღი მოჰქონდა, რომელიც ფეხებში გვედებოდა და მუშაობას ართულებდა.­ ზურა ფიზიკურად ძალიან ძლიერი­ იყო, ჩვენ თვალწინ ოთხი კაცი გადაარჩინა, ის-ის იყო, კიდევ ერთი უნდა გამოეყვანა, რომ მთელი სისწრაფით მომავალი ხე ფეხში­ მოხვდა, გულ­აღმა დაეცა და წყალმა წაიღო. ყველაფერი წამებში მოხდა,
მიშველებაც ვერ მოვასწარით. ვფიქრობთ, დაცემისას თავი დაა­რტყა და გონება დაკარგა­. აღარ ამოუყვინთავს", - ასე იხსენებენ დაღუპულ მაშველს, 37 წლის ზურაბ­ მუზაშვილს მეგობრები...

ზურა მოჭიდავე იყო. ტრავმის გამო სპორტისთვის თავი დაუნებებია. სამაშველო სამსახურში რვა წელი იმუშავა. ის კასპის რაიონის სოფელ აღაიანიდან იყო. ზურას დედ-მამა და და
დარჩა.
ჰამრაზ ჟამერაშვილი,  ვა­კე-საბურთალოს რაიონის საგანგებო სი­ტუაციების­ სამსახურის უფროსი: - საოცარი ადამიანი იყო. ძალ­იან კეთილი. სულ თვალებში­ გიყურებდა, ოღონდ რამე დაგევ­ალებინა და იმწუთას მზად იყო შესასრულებლად. მასზე ცუდის მთქმელ ერთ კაცსაც ვერ იპოვით.

მიხეილ აბესაძე, მაშველი:­ - თავსხმა წვიმა მოდიოდა, დენი გაითიშა, წვიმაში ფარნებიც­ გაგვი­ფუჭდა, ირგვლივ სიბნელე იდგა, ხმების მიხედვით ვხვდებო­დით, დახმარებას ვინ ითხოვდა­. ზოგი ძალით გამოვიყვანეთ, სახ­ლებს არ ტოვებდნენ. ზურა ჩემგან ათ მეტრში იდგა, ვხედავდი,­ როგორ ეხმარებოდა ხალხს. ოთხი კაცი გადაარჩინა­. სანამ ეს ტრაგედია დატრიალდებოდა, კიდევ ერთის გადარჩენა მოასწრო - მამაკაცი ბორდიურზე აიყვანა­ და თვითონაც ის-ის იყო ასვლას­ აპირებდა, რომ უცებ წყალმა დიდი სიჩქარით უშველებელი ხე წამოიღო, ზურას ფეხებში მოხვდა და გულაღმა გადააგდო...

- მითხრეს, რომ ზურა იმ ადამიანის გადარჩენას შეეწირა,­ რომე­ლიც მანქანას არ ტოვებდა..
.
დავით ობგაიძე, მაშველი: - სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევებიც გვქონდა. მამაკაცები მანქ­ანას არ ტოვებდნენ, არ ეგონათ, რომ ასეთ­ი დიდი წყალი მოვარდ­ებოდა. ეს არც ჩვენ გვეგონა... ზოგი მანქანასთან მიდიოდა, შიგ საფულე ან მობილური ეგულებ­ოდა. ასეთი შემთხვევები დროს გვაკარგვინებდა, რადგან მათი ძალით გამოყვანა გვიხდებოდა...
ზურას 7 წელია, ვიცნობ. მოჭი­დავე იყო, ნაკრებში ერთად ვიყავით. შემდეგ აქ დავიწყეთ მუშაობა. ოღონდაც ვინმეს დახმარ­ება ეთხოვა, იმ წუთში მასთან გაჩნდებოდა. ჩუმი, უთქმელი თავის სათქმელს საქმით ამბობდა...
ზურა ორი დღის შემდეგ იპოვეს­. ის მშობლიურ სოფელში დაკრძალეს.

სალომე გოგოხია

Nuca
14 ივნისი 2016 07:31
Gmiri
რუსუდანი
26 ივნისი 2015 12:20
ეს ახალგაზრდა კაცი გმირია! დაილოცოს მისი მშობელ გამზრდელი და და მისი ოჯახი!
iveri
23 ივნისი 2015 20:46
Gmertma daumkvidros cata sasufevelli

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები