"2010 წელს ივლიტამ და დათომ ჯვარი დაიწერეს. მათი ქორწილის დღესაც თავსხმა­ წვიმა იყო..."
22-06-2015
"2010 წელს ივლიტამ და დათომ ჯვარი დაიწერეს. მათი ქორწილის დღესაც თავსხმა­ წვიმა იყო..."
"ახლა ჩვენთან აუტანელი სიჩუმეა"

ამ ადამიანების მომავალი, ოცნება და ფიქრები 13 ივნისის საბედისწერო ღამემ წალეკა, ადიდებულმა ვერემ დედას - შვილები, შვილებს - დედა, ქმარს - ცოლი, ძმას - დები წაართვა, მაგრამ მათი სახელები სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში - ივლიტამ, ლიზამ, ინდირამ, სერგიმ, ზურამ, ჟანამ, სვეტამ... მთელი ქვეყნის გაერთიანება შეძლეს!

რამდენიმე წუთი ებღაუჭებოდა საყვარელი ადამიანის სიცოცხლეს, უკანასკნელი ძალით ებრძოდა სტიქიას... დიდხანს არ გაუშვეს ერთმანეთს ხელი, თუმცა... ადიდებულმა ვერემ ივლიტა გაიტაცა, მისი
ცხედარი მესამე დღეს, "მზიურის" ტერიტორიაზე იპოვეს... დათო გადარჩა...

სტიქიის ღამეს ივლიტა მეგ­ო­­ბარ მარიამ ქუთელიასთან ერთად­ გამოცდისთვის ემზადებოდა,­ ორი უნიჭიერესი გოგო უნივერსიტეტს ამთავრებდა - პრეზიდენტის სტიპენდიანტები ნათელი მომავლისთვის იბრძოდნენ. მარიამს სწავ­ლის გასაგრძელებლად ჩეხეთში უნდოდა წასვლა. ივლიტაც გახარებული­ იყო, მალე სამსახურს იწყებდა, თანაც მთავრდებოდა რემონტი­ ახალ სახლში,
სადაც საყვარელ მეუღლ­ესთან ერთად უნდა გადასულიყო...

უეცრად განგაში ატყდა, ადიდ­ებული მდინარე ვერე ხეობას წალეკვით ემუქრებოდა... ივლიტა, მარიამი და დათო სტიქიის წინაშე­ მარტო აღმოჩნდნენ -  ვერც ჭიშკარი გააღეს, რომელიც შლამმა ჩახერგა, ვერც სახლის უკან კლდ­ეზე აძვრნენ. მერე სახურავს შეეფარნენ და 45 წუთი სიბნელესა­ და კოკისპირულ წვიმაში­ დახმა­რებას ამაოდ ელოდ­ნენ. ივლიტა საოცრად მშვიდად ყოფილა. სასოწარკვეთას არ მისც­ემია, იდგა სახლის სახურავზე და ლოცულობდა. მშვიდად იყო კიდ­ევ ერთი მიზეზის გამო, გვერდით დათო ჰყავდა. მერე რა, რომ ცურვა არ იცოდა. დათო მისი გულისთვის მთებს გადადგამდა, გამოსავალს იპოვიდა, შეუძლებელს შეძლებდა. თუმცა რამდენიმე წუთში მოვარდნილმა ღვარცოფმა ყველაფერი წალეკა და წყალმა სამ­ივე გაიტაცა. დიდხანს ებრძოდნ­ენ სტიქიას, დათომ და ივლიტამ­ დიდხანს არ გაუშვეს ერთმანეთს ხელი.

ივლიტა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან იყო, ის მთაწმინდის ტაძრის წინამძღვრის, მამა გიორგის ქალიშვილია. ამ არაჩვეულებრივი გოგონას შესახებ "გურიან­იუსის" ჟურნალისტი ნატო გოგე­ლია გვიყვება: "2010 წელს ივლიტამ და დათომ ჯვარი დაიწერეს. მისი ქორწილის დღესაც თავსხმა­ წვიმა იყო... მაშინ ივლიტა 18 წლის გახლდათ. ისე უყვარდათ ერთმან­ეთი, მათზე ჩოხატაურში ლეგენდებს ჰყვებ­ოდნენ... ახლა ჩვენთან აუტანელი სიჩუმეა. ამ დრომდე­ თვალებით ვეკითხებოდით­ ერთმანეთს: ახალი არაფერია? იმედს ვებღაუჭებ­ოდით, თუმცა­ ეს იმედი სტიქიამ საბოლოოდ წაგვართვა. ახლა ყველა ცრემლიანი თვალებით დადის­. არც შეკითხვები,­ არც ჩვეული ჟრი­ამული. ჩვენი ოფისის წინ ივლიტას სახლია, რედაქციის კედელზე კი წარწერაა მისი ხელით­ დაწერილი: "ივლიტა ჯიბუტი". ივლიტას მთელი ჩოხატაური ელოდა,­ ბოლო წუთამდე".

24 წლის ივლიტა ჯიბუტს უკანასკნელ გზაზე მთელმა საქართველომ მიაგო პატივი. მისმა მეუღლემ კი ყველას ასეთი თხოვნით მიმართა: "გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიეთ ივლიტას წმინდა სული".
მაშველებმა სტიქიის მეორე დღეს მარიამ ქუთელიას ცხედარიც იპოვეს...  

რუსუდან შელია

მარიამი
13 ივნისი 2017 14:31
2 წლის წინ როცა ეს ამბავი მოხდა ამას არავინ ელოდა, მაგრამ უცებ ასეთი ტრაგედია მოხდა. ყველა ოჯახს ვუსამძიმრებ ვინც ამ საშინელ ღამეს ოჯახის წევრი დაკარგეს
nino
25 ივნისი 2015 17:23
ვიტანჯები და ვკვდები ამ ბავშვების ცოდვით, ღმერთო გააძლიერე ამათი მშობლები.
Mariami
25 ივნისი 2015 14:17
გული საშინლად მტკივა ამ ტრაგედიის გამო!

რედაქტორის რჩევით