"უნივერსალური სამაგიდო ათეულის" რიგით მესამე წიგნთან ერთად, პირველი და მეორე წიგნებიც სპეციალურ ფასად გაიყიდება
25-06-2015
"უნივერსალური სამაგიდო ათეულის" რიგით მესამე წიგნთან ერთად, პირველი და მეორე წიგნებიც სპეციალურ ფასად გაიყიდება
წიგნის მოყვარულებს გამომცემლობა "პალიტრა L" "უნივერსალური ათეულის" რიგით მესამე წიგნთან ერთად, პირველ და მეორე წიგნს სპეციალურ ფასად, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად შესთავაზებს.

"სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეულის" ფარგლებში უკვე გამოსულია ორი ტომი "სიბრძნის ენციკლოპედია" და "დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია", რომელთა შეძენაც მკითხველმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, სპეციალურ ფასად შეძლო. როგორც ჩანს, წიგნებმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს წიგნის მოყვარულთა მაგიდებსა თუ თაროებზე და კიდევ უფრო მეტი მკითხველი დააინტერესეს, რადგან "უნივერსალური ათეულის" წიგნებზე მოთხოვნა
უფრო და უფრო იზრდება.

წიგნების რეალიზატორები აღნიშნავენ, რომ "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეულის" ფარგლებში გამოსული წიგნების შესახებ უკვე წიგნის ბევრმა მოყვარულმა შეიტყო და ყველა ცდილობს, თავისი მაგიდა ამ პრაქტიკული წიგნებით შეავსოს. ამიტომ, ის მკითხველები, რომლებმაც სუბიექტური მიზეზების გამო წიგნების შეძენა ვერ მოასწრეს, "სიბრძნის ენციკლოპედიისა" და "დიდი
საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედიის" კიდევ ერთხელ გამოცემას მოითხოვენ. წიგნების ერთ-ერთი რეალიზატორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად მის მიერ სარეალიზაციოდ გატანილი წიგნების დიდი რაოდენობისა, მუდმივად უწევს წიგნების დამატება და საკმაოდ სოლიდურ რაოდენობას ყიდის: "მე ყოველთვის დიდი რაოდენობა გამომაქვს სარეალიზაციოდ და სულ იყიდება. ძალიან დიდი მოთხოვნაა. ბევრს ისევ პირველი ორი წიგნის შეძენა სურს და მეკითხებიან, გამოვა თუ არა კიდევ ერთხელ", - აღნიშნავს ნუგზარ მიშელაშვილი.

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გაითვალისწინა მკითხველის სურვილი და ამჯერად, "დიდი სამაგიდო უნივერსალური ათეულის" უკვე გამოსულ ორივე წიგნს და მესამე წიგნს - "ყველაფერი ყველაფერზე", სპეციალურ ფასად სთავაზობს, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრასთან ერთად" 29 ივნისიდან გაიყიდება. წიგნის სპეციალური ფასი 18,5 ლარია, შესაბამისად,  გაზეთთან ერთად მკითხველი წიგნს 20 ლარად შეიძენს.

მკითხველებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს "სიბრძნის ენციკლოპედიისა" და "დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედიის" შეძენა, კიდევ ერთი არაჩვეულებრივი შესაძლებლობა

ეძლევათ, ახლა უკვე საკუთარ მაგიდას არა ერთი, არამედ სამი უნიკალური წიგნი შემატონ.

"ყველაფერი ყველაფერზე" - ეს არის წიგნი, სადაც მართლაც ყველა თემაზე შეგიძლიათ სასურველი ინფორმაციის აღმოჩენა: იქნება ეს ცნობილი, საინტერესო პიროვნება, რომელიმე ქვეყანა, ტერმინი, ბუნება, მსოფლიოს საოცრებები, ლიტერატურა და არქიტექტურა, ცნობილი ფაქტი თუ მოვლენა, ყველაფრის მოკლე და საინტერესო განმარტებას ამ ტომში იპოვით.

"სიბრძნის ენციკლოპედია" - მსოფლიო მნიშვნელობის ბრძნულ გამონათქვამებსა და აზრებს მოიცავს, რომლებმაც, შესაძლოა, ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.

"დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია" - გინდათ იცოდეთ გავრცელებული დაავადებები და მათი თავიდან აცილების შესაძლებლობები? ეს არის წიგნი, რომლის შექმნაზეც 24 ცნობილი ქართველი პროფესორი და ექიმი მუშაობდა. ეს წიგნი სანდო, კომპეტენტური და მეტად საჭირო მეგზურია ნებისმიერი თქვენგანისთვის, ჯანმრთელობისკენ მიმავალ გზაზე.

თამარ კორკოტაშვილი
mari
21 აგვისტო 2015 00:19
მოგესალმებით.პირველი წიგნი შევიძინე,მეორე და მესამეც მინდა შევიძინო,მაინტერესებს არის თუ არა ამჯამად გაყიდვაში,შევძლებ თუ არა ორივეს შეძენას?ძალიან დიდი სურვილი მაქვს ათივე წიგნის შეგროვების.იმედია მიპასუხებთ მადლობთ წინასწარ

რედაქტორის რჩევით