თინა ხიდაშელი: "ასე ძალიან რატომ გვახალისებს ადამიანის დაცინვა, ქილიკი, ჩაქოლვა"
03-07-2015
თინა ხიდაშელი: "ასე ძალიან რატომ გვახალისებს ადამიანის დაცინვა, ქილიკი, ჩაქოლვა"
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქვეყანაში მიმდინარე  ეროვნულ გამოცდებს  გამოეხმაურა და "ფეისბუკის" გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

"fb-ზე ჩამოვიქროლე. ძალიან, ძალიან ბევრი დამცინავი პოსტი ვნახე გამოცდებზე, შვილებზე შიგნით და მშობლებზე გარეთ. ეს რა გვჭირს, ვერ ვხვდები, ასე ძალიან რატომ გვახალისებს ადამიანის დაცინვა, ქილიკი, ჩაქოლვა...
იქნებ მივცეთ ერთმანეთს იმის უფლება, ემოცია ისე გამოვხატოთ, დარდი ისე დავძლიოთ, სასიხარულო ისე ვიზეიმოთ, რომ სრულიად ქვეყანამ ქოქოლა არ მივაყოლოთ ერთმანეთს.

რა თქმა უნდა, მაშინვე ის გამახსენდა, მე რომ გამოცდას
ვაბარებდი. მახსოვს, ავუკრძალე ჩემს მშობლებს იქ მოსვლა, მეგონა იმის განცდა რომ გარეთ იდგებოდნენ, ინერვიულებდნენ და სიცხისა თუ ემოციისგან გულწასულები დამხვდებოდნე, მე შიგნით ბოლოს მომიღებდა და მხოლოდ ამაზე ვიფიქრებდი, ამიტომ ვთხოვე არ მოსულიყვნენ.
მაგრამ ბევრი ჩემი მეგობრის დედა გარეთ იდგა იმიტომ, რომ მათ ეს ამხნევებდათ და
აძლიერებდათ და თუ რამე ისე არ წავიდოდა შიგნით, იცოდნენ, გარეთ გამოსული საკუთარ ემოციას თავშესაფარს უცებ უპოვნიდნენ, დედას ჩაეხუტებოდნენ და დარდს მოერეოდნენ.

მგონია, ეს ამბები გვაქცევს ადამიანად.
დაცინვა და ქილიკი კი სრულიად უადგილოა.

რა ჩემი საქმეა, მაგრამ თავი ვერ შევიკავე“

meri
05 ივლისი 2015 21:15
ცინიზმი და ქილიკი გაუკვირდა ქ-ნ თინას? ყალბ ღიმილს რომ გადაიკრავს სახეზე და წავიდააააა...,სასწრაფოდ ვრთავ,ვეღარ ვუსმენ.
luxo
04 ივლისი 2015 12:55
gvinda, Tu ara, Cven erTi xis foTlebsa vgavarT,
sadac ar viyoT, am erTi xis, varT binadari,
mxolod eg aris, is totebi, romlebzec vdgavarT,
mudam arian simaRleSi- sxvadasxvagvari.
. . . . radgan Svilebi, Tavis mSoblebs ver airCeven.
rtos simaRlesac, Sens miRwevad, nu daiCemeb.
რა, არა?
04 ივლისი 2015 11:17
იცი რა ქალბატონო თინიკო? საკუთარი თავიდან დაგეწყო. თუ ვინმე გამახსნდება თავისი პოლიტიკური მოწინაამღდეგის მიმართ და არა მარტო: ჟურნალისტის, ექსპერტის, თქვენთვის მიუღებელი აზრის მქონე ნებისმიერი ადამიანის მიმართ ქილიკით და სარკაზმით პირველი თქვენ ბრძანდებით. მაშ ჩემო ქალბატონო, ხალხს მშვენიერი მეხსიერება აქვს თქვენგან განსხვავებით.

რედაქტორის რჩევით