"კოკა მხოლოდ სამშობლოს სიყვარულში კი არ იყო გმირი, მისგან მეგობრობის სწავლა შეიძლებოდა..."
03-07-2015
"კოკა მხოლოდ სამშობლოს სიყვარულში კი არ იყო გმირი, მისგან მეგობრობის სწავლა შეიძლებოდა..."
"სოხუმელი იყო და იქაურობა სიზმრად ჰქონდა ქცეული..."

"არც კი ვიცი, რა უნდა გელაპარაკოთ კოკაზე წარსულში... სიცოცხლით და სიკეთით სავსე ადამიანი იყო. დღე და ღამე თავის კუთხეზე ფიქრობდა და ოცნებობდა. ისე მენატრება სოხუმი, მესიზრებაო, ამბობდა. თვალცრემლიანი ათვალიერებდა აფხაზეთის ფოტოებს, ყველაფერი იცოდა იქაურობაზე, ცდილობდა, მუდმივი კავშირი ჰქონოდა მშობლიურ მხარესთან" - ამბობს  უკრაინაში დაღუპული ქართველი ოფიცრის, კონსტანტინე (კოკა) ლაშხიას მეგობარი.      

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში მებრძოლი კოკა ლაშხია ატოს ზონაში, აზოვის ზღვაში იპოვეს. ის მარიუპოლისს
იცავდა და ერთ-ერთი ვერსიით, უბედურ შემთხვევას შეეწირა - ზღვაში დაიხრჩო... კოკას მეგობარი ამბობს, რომ მიმდინარეობს სპეციალური ღონისძიებები კოკას კონფლიქტის ზონი
დან კიევში გადმოსასვენებლად.

- კოკა სულ რამდენიმე თვის წინ წავიდა უკრაინაში. იქ უამრავი მეგობარი ჰყავდა, როგორც უკრაინელები, ისე ქართველები და სხვა ეროვნების მებრძოლები, რომლებიც უკრაინის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ... სულ ვამბობდით, რომ ეს კაცი, ყველასთვის საიმედო და დასაყრდენი, მეგობრობისთვის იყო დაბადებული.

ერთხელ რაღაც გამიჭირდა, არც კოკას ჰქონდა ზედმეტი, მაგრამ ისე დამიდგა გვერდით, ზოგჯერ ძმასაც რომ არ შეუძლია. მხოლოდ სამშობლოს სიყვარულში კი არ იყო გმირი, მისგან მეგობრობის სწავლა შეიძლებოდა... სოხუმის ნახვის ნატვრაში იყო სულ და არ ეღირსა.

- რა ვითარებაში დაიღუპა?
- თქვეს, რომ ზღვაში დაიხრჩო. ზუსტად არ ვიცით...

- ერთი შვილი დარჩა, ხომ?

- დიახ, ბიჭი. მისი მეუღლე მეორეზეა ფეხმძიმედ. კოკა დედისერთა იყო და რადგან დედმამიშვილები არ ჰყავდა, მათ სიყვარულს მეგობრებით ავსებდა. არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს, საოცრად თბილი და კარგი ადმიანი, რომელიც ახლა უმძიმეს მდგომარეობაშია.   

უკრაინაში საბრძოლო მისიების შესრულებისას ასევე დაიღუპნენ ქართველი ოფიცრები: გიორგი ჯანელიძე, ალექსანდრე გრიგოლაშვილი, თამაზ სუხიაშვილი...
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, უკრაინის სხვადასხვა სამხედრო შენაერთში ასობით ქართველი მოხალისე მსახურობს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)
მახო
05 ივლისი 2015 22:25
ყველა ქართველმა უნდა იცოდეს რომ რუსეთი ჩვენი მტერია.და ბრძოლის გარეშე ვერ ვიქნებით თავისუფლები,მონობაში აყვავებული ქვეყანა კი მსოფლიოში არ არსებობს
თემო
05 ივლისი 2015 20:05
იმიტომ არა რომ კოკა ჩემი მეგობარი იყო. ამას ამიტომ არ ვამბობ, მისნაირი ადამიანი მეორე მხოლოდ წიგნში შემხვედრია, ახლა განსაკუთრებით ბევრ პარალელს ვავლებ როცა ვფიქრობ და სხვებისგანაც მესმის მისი იმ საქმეების შესახებ რაც არ ვიცოდი. ადვილია აქ ენის მოქნევა და აუგის თქმა ადამიანზე, მაგრამ ვირთხების წიკვინი არაფერს ცვლის დაე იწიკვინონ. იდეის გულისთვის, თავისუფლებისათვის ბრძოლაში დასახმარებლად წავიდა მაგრამ უნებურად ზოგიერთი ბინძური პოლიტიკანის პაიკად იქცა, ზედმეტმა სიწრფელემ იცის და უბოროტობამ რამაც საბოლოოდ აქამდე მიიყვანა. არც ამ უბედური შემთხვევისა მჯერა წესიერად რომ ვერც კი შეჯერებულან იმის სათქმელად თუ რა მოუვიდა მაგრამ რა გინდა რომ ქნა. ყველგან კონფლიქტი მოსდიოდა იმიტომ რომ არასდროს ეპუებოდა ვინმეს მიერ კაცობიდან ოდნავ გადახვევასაც კი და გულში არაფერს იტოვებდა. ასეთ ადამიანებს კი ვერ ითვისებს ეს ბოროტი სამყარო!
dato
05 ივლისი 2015 17:26
GACHUMDIT KVESHAPSIEBO RUSIS MONEBO TKVE TARAKNEBO SAERTOT NU LAPARAKOBT AM XALXZE TKVE LACHREBO DAJEKIT DA POKERI ITAMASHET ADJARAZE TKVE GAMOS... XALXO METI ARAPERI AR ICIT SIR...E...BO

რედაქტორის რჩევით