მოსიარულე ძეგლები - ახალი სეზონი გაიხსნა?!
06-07-2015
მოსიარულე ძეგლები - ახალი სეზონი გაიხსნა?!
ტყუილად არ ხუმრობს ხალხი, დავითის ცხენს სიცოცხლეში არ უვლია იმდენი,  რამდენსაც ძეგლად მყოფს დაატარებენო...

მერაბ ბერძენიშვილის ცნობილი ქანდაკება, ცხენზე აღმართული დავით აღმაშენებელი, ჯერ სასტუმრო "ივერიის" წინ იდგა, მერე დიღომში, ავტოსატრანსპ­ო­რტო მაგისტრალის გზაგასაყა­რზე გადაიტანეს, ახლა თურმე ისევ ქალაქის ცენტრში უპირებენ­ შემობრძანებას, თუმცა არა პირვანდელ ადგილზე, არამედ, შესაძლოა, მარჯანიშვილის მოედანზე, ან დავით აღმაშენებლის პროსპექტის თავში ან ბოლოში.


ბოლო დროს ტყუილად არ ხუმრობს­ ხალხი, დავითის ცხენს სიცოცხლეში არ უვლია იმდენი, რამდენსაც ძეგლად მყოფს
დაატა­რებენო. მეფის ცხენიან ძეგლს­ არა მხოლოდ თბილისში,­ ქუთაისშიც დაუკარგეს მოსვენება.„
"ნაციონალური მოძრაობა" დავითის ხსოვნას თითქოს თაყ­ვ­ანს სცემდა, მაგრამ მეფის ძეგლი აშკარად აითვალწუნეს­ და ცენტრი
დან მიაბრძანეს.  მეფ­ეს,­ რომელმაც "გალობანი სინანულისანი"“დაწერა და ანდე­რძად დაიბარა, "ფეხი დამადგით გულზე ყოველმანო", რომ წამოა­ხედა და აჩვენა, რაზე ხარჯავს დროს საქართველოს მთავრობა და პარლამენტი, ალბათ, კარგი არაფერი დაემართებოდა. 

ჯერ არაფერი თქმულა "ქუთათური" ძეგლის შესაძლო გადაადგილებაზე, თუმცა გამორიცხული არაფერია, მით უფრო, რომ ერთ-ორ პოლიტიკურ ფიგურას შეუნიშნავს, დავითის ძეგლი ქუთაისში, სადღაც რკინიგზის სადგურთან კი არა, პარლამენტის წინ უნდა იდგესო. დავუშვათ, გადაიტანეს პარლამენტის­ წინ, პარლამენტის "შიგთავსი" კი, როგორც დიდი ხანია აპირებენ, გადმოიტანეს თბილისში, ამ შემთხვევაში, ქუთაისელების თქმით, პარლამენტის შენობას უზარმაზარ ორანჟერეად გადააკეთებენ, მერე სად მიჰყავთ დავითი, ვითომ დიდ მეყვავილესავით დგომა შეეფერება?

თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იდეა საქმედ იქცა და ძეგლების­ გადატან-გადმოტანა გახურდა, გამოცხადდეს საქართველოში ძეგლების მოძრაობის წელიწადი და ერთ დილასაც არავის გაუკვირდება, თუ არა მხოლოდ დავით აღმაშენებლის ძეგლს, არამედ ოდესღაც კლდესთან ატუზულ პრომეთეს ბორჯომიდან ისევ დააბრუნებენ, ბათუმში კი მემედ აბაშიძის ჩიხიდან გამოყვანილ ძეგლს კიდევ ერთხელ შეუცვლიან ადგილს; ან იმავე ბათუმში, ილია ჭავჭავაძის­ ძეგლს დააბრუნებენ ძველი "დისლო­კაციის" ადგილას, საიდანაც ოდესღაც ნეპტუნის ქანდაკების დასადგმელად გააძევეს. შესაძლოა, გორის ციხესთან დაბანაკებული, ოდესღაც ვაკის პარკიდან გორში "დესანტირებ­ული" ცხრა ძმა ხერხეულიძეც დააბრუნონ...

საქართველოში არსებულ ყველა ძეგლს ბორბლები გავუკეთოთ! ქვეყნის ან ქალაქის ხელისუფლებაში მოსული პირები თუ წინამორბედების მიერ დადგმული ძეგლების ადგილსამყოფელს ან თავად ძეგლებს დაიწუნებენ, ან კიდევ ნაძეგლარებზე სევდა მოაწვებათ და განდევნილთა უკან დაბრუნებას განიზრახავენ, სკულპტურის დემონტაჟ-მონტაჟში აღარ დახარჯავენ ფულს, რომელიც შეიძლება სხვა უამრავ სასიკეთო საქმეს მოხმარდეს. მარტო ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, აღმაშენებლის ძეგლის დემონტაჟი, მგონი, 60.000 ლარი დაჯდა!
მოკლედ, ბორბლებიან ძეგლს ერთი ადგილიდან მეორეზე იოლად­ გადავაგორებთ. სულაც არ მეხუმრება! იქნებ დავასრულოთ ძეგლების აჩრდილებივით ქალაქ-ქალაქ, ქუჩა-ქუჩა და გზა-გზა ბოდიალის ეპოქა. დავაყენოთ დავით აღმაშენებელი იქ, სადაც დგას და მხოლოდ თბილისში კი არა, მთელ ქვეყანაში, დავითს რომ გაუხარდებოდა, ისეთი საქმეებით დავუდგათ მის ხსოვნას ძეგლი.
მაია
10 ივლისი 2015 17:30
იქნებ ძეგლებს დავანებოთ თავი და ცოცხალ ადამიანებზე ვიზრუნოთ ყველამ,რა იქნება?თორემ ჩვენ რომ დავიხოცებით ძეგლს კი არ დაგვიდგამენ და საფლავიდან ამოგვთხრიან და კლდეზე გადაგვაგდებენ ალბათ.
qariman
10 ივლისი 2015 16:28
ამ საკითხის გადაწყვეტას ასე ვუყურებ: ერთ ადგილზე მახათის გაყრა რომ უნდა მავანსა და მავანს, მაშინვე აიწევა ძეგლების და სხვა მსგავსი საკითხები, პარლამენტშიდაც სხვათაშორის (მახათების უქონლობის გამო).აქედან გამომდინარე, ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში დაურიგდეს ყველას, მათ 365 ცალი მახათი რომ ყოველდღე დაკავებული იყვნენ. ეს არის და ეს, მოიხსნება ყველა პრობლემა.
AKA
09 ივლისი 2015 11:01
საკვირველია, რატომ წამოწიეს ეს საკითხი?! დიღმის გზაგასაყარი თბილისი არ არის?. ძეგლიდან შორ მანძილზეა გაშენებული დიდი დიღმის დასახლება და დიდი ინდივიდუალური დასახლება მარჯვენა მხარეს. თბილისი იწყება ,,კარფურიდან“ დავით აღმაშენებლის ხეივნით. ხეივანი იწყება ამ ძეგლიდან, რომლის მზერა სიმბოლურად მიმართულია ევროპისაკენ.
ამ ადგილის უპირატესობაა ის, რომ დასავლეთიდან მომავალი უამრავ ქართველს, უცხოელ სტუმარს და ტრანზიტით მიმავალ მგზავრებს, დიდი მეფე პირველი ეგებება.
მარჯანიშვილზე ან რუსთაველზე მის სანახავად სპეციალურად უნდა მივიდეს
მნახველი, რაც მოუხერხებელია ცენტრის ავტომობილებით გადატვირთვის გამო.
ერთი სიტყვით,. ძეგლის ხელის ხლება არ შეიძლება. მისი დემონტაჟი და ღდგენა დიდ ტექნიკურ სინძნელეებთან და დიდ ფინანსებთანაც არის დაკავშირებული. ქამარ შემოჭერილ ქვეყნისთვის.

რედაქტორის რჩევით