“ძირს იყო დავარდნილი, სისხლისგან იცლებოდა” – რატომ დაჭრეს 20 წლამდე გოგონა ბათუმის პარკში - კვირის პალიტრა

“ძირს იყო დავარდნილი, სისხლისგან იცლებოდა” – რატომ დაჭრეს 20 წლამდე გოგონა ბათუმის პარკში

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გოგონას თან ახლდა ძმა და მამა,  დაჭრის მომენტში ის მეგობარ ბიჭთან საუბრობდა

ბათუმში, 6 მაისის პარკთან 20 წლამდე გოგონა დაჭრეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია და გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის მცხოვრებმა თემურ ვანიძემ განუცხადა, იგი დაჭრის ფაქტს არ შესწრებია, თუმცა დაჭრილი გოგონა დაინახა.

"დავინახე, რომ ძირს იყო დავარდნილი და სისხლისგან იცლებოდა. ჩემი ძმაკაცი და თანამშრომლები მიეხმარნენ. მეტი არაფერი დამინახავს. დაჭრილი იყო გულ-მკერდის არეში. მერე სასწრაფო მოვიდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს", - განაცხადა ვანიძემ.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გოგონას თან ახლდა ძმა და მამა, თუმცა დაჭრის მომენტში გოგონა მეგობარ ბიჭთან მათგან შორიახლოს საუბრობდა.

ერთ-ერთი ვერსიით, გოგონა მეგობარმა ბიჭმა დაჭრა.