ბევრი საინტერესო რამ თქვა თემურმა...
04-07-2015
ბევრი საინტერესო რამ თქვა თემურმა...
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ექსხელმძღვანელი თემურ ქეცბაია კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა: გადაცემაში „რეაქცია“ დასმულმა კითხვამ, - რატომ ვერ გაყიდა biletebi.ge-მ ბილეთებიო,  ცოტა არ იყოს გამაკვირვა.  თემური რომ მესებს ვერ ბადებს, ყველასთვის ცნობილია,  ვეჭვობ,  ეს კაცი ვერც IT სპეციალისტების მშობელი იქნება და შესაბამისად, საიდან უნდა იცოდეს, რატომ გაჭედა საიტმა?! ისე, თემურმა ერთი საინეტერსო რამ თქვა, ამ შეფერხების გამო ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და მით უფრო დაჭერა, სირცხვილიაო. არადა, ცალსახაა, თუ ვალდებულებას
იღებ, უნდა შეასრულო, ხოლო თუ ვერ ასრულებ, უნდა დაისაჯო კიდეც. ყველაფერს ისიც ემატება, რომ სალაროებში ბილეთების გაყდვით გადამყიდველები აუცილებლად მოითბობენ ხელს, ეს კი აძლიერებს ეჭვს, რომ მხოლოდ ბილეტები.გე არ არის  დამნაშავე, ამიტომაც უნდა ჩაერიონ შესაბამისი სტრუქტურები ამ საქმეში.

სამწუხარო რამე შეგვახსენა ქეცბაიამ, ნაკრების თამაშზე არ
მინახავს ბილეთების საყიდლად ასეთი თავ-პირის მტვრევა აგეტეხოთო, სწორედ ამიტომაც არის ჩვენი ფეხბურთი ჭაობში, რომ ქვეყნის მთავარ გუნდზე მეტად „ბარსა“ გაინტერესებთო. რთულია არ დაეთანხმო. ბევრი იტყვის, დადოს შედეგი ნაკრებმა და გულშემატკივარიც იქნებაო, მაგრამ ეროვნული ნაკრები გაცილებით მეტია, ვიდრე შედეგი, თანაც, თუ საქმე შედეგშია, რაგბის ეროვნულ ნაკრებს ვერავინ დაუწუნებს შედგს, მაგრამ რუსეთთან თამაშის გარდა, ვერასოდეს სანახევროდაც ვერ ივსება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.

ბევრი საინტერესო რამ თქვა თემურმა, მათ შორის ის, რის თქმასაც ბევრი ერიდება:  „ვზივარ და ვფიქრობ, რომ ქართულ ფეხბურთს მომავალი არ აქვს“.  სამწუხაროა, მაგრამ დღეს არსებული სურათით თუ ვიმსჯელებთ, თემური მართალია. თუნდაც ერთი წამით წაროვიდგინოთ, რომ ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდა და ჯგუფში რომელიმე გრანდს შეხვდა, ბილეთებზე ზუსტად იგივე მოხდება. ამის მერე, რომელ მომავალზე შეიძლება ფიქრი?! ქვეყანას რომელიც  საფეხბურთო მატჩის ბილეთებს ვერ ყიდის, რთულია მომავალზე ჰქონდეს პრეტენზია.
ქეცბაიამ იმაზეც გამოთქვა უკმაყოფილება, რომ სახელმწიფომ „შახმატს“  150 მილიონი მისცა დაფინასება და ფეხბურთს გაცილებით ნაკლები, მაგრამ რატომღაც იმის აღნიშვნა დაავიწყდა (ან შეიძლება არც უწყის), რომ ჭადრკის ეს დაფინასება რამდენიმე წელიწადზეა გათვლილი, თანაც მოჭადრაკეებს გაცილებით მაღალი შედეგები აქვთ. ისე, ცოდვა გამხელილი ჯობს და... წლების განმავლობაში, რაც ფეხბურთს დაფინასება ჰქონდა, რეალურად, შეგვიძლია წყალში გადაყრილი  ვუწოდოთ.

ყველაზე დასამახსოვრებელი კი, ქეცბაიას საუბრიდან ცხინვალის „ცხინვალის“ გამარჯვების აღნიშვნა და იმის ხაზგასმა იყო, რომ ცხინვალელებმა მსოფლიოს აჩვენეს, თუ რომელი ქვეყნის დროშით უნდა ითამაშოს ცხინვალმა, ანალოგიური ცოტა ხნის წინ „გაგრამაც“ გააკეთა. სასიამოვნოა, როცა ეს გუნდები ევროპულ სარბიელზე გადიან და იქაც წარმატებას აღწევენ.

ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი ალბათ ყველაზე მომთხოვნთა კატეგორიას განეკუთვნება და სწორედ ამიტომ იყო, რომ ქეცბაიასგან ხშირად იმაზე მეტს ვითხოვდით, ვიდრე მისი ფორმაციის ნაკრებს შეეძლო, არადა, ეს კაცი ხშირად მართალს ამბობდა. მართალი იყო, როდესაც გადაცემაშიც  თქვა: „დღევანდელი ფეხბურთი არის ბიზნესი, ფული გაქვს? - არის ფეხბურთი, აბა, სხვა რა გგონიათ?! მოედანზე უჭმელი და უსმელი ბავშვები დარბიან, ამბობენ პატრიოტიზმით უნდა გავიდეთ ფონსო, მაგრამ ეს პატრიოტიზმიც აღარ არის“. საქართველოში ყველაზე პატარა მოთამაშესაც რომ ვკითხოთ, ერთადერთი მიზანი, რისთვისაც ის ფეხბურთის თამაშს იწყებს, ფულის შოვნა და ევროპის რომელიმე გრანდში თამაშია, მეეჭვება, უმეტესობამ იცოდეს, თუ რა არის პატრიოტიზმი, ჰოდა, ამ ყველაფრის მერე იბადება კითხვა:  რაღატომ ვიტყუებთ თავს?!

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)
aleks
06 ივლისი 2015 11:02
ნუ გაატრაკეთ საქმე ა მრაგბით რა.კი ვენაცვალე იმ ბიჭებს ვინც ასეთ შედეგს იძლევა ,მარა საქართველოში ფეხბურთი უფრო უყვართ ვიდრე რაგბი. ეს უდაოა და ასეც იქნება ალბათ მუდამ.იმიტომააასეთი სუსტი ნაკრების თამაშზეც სტადიონი მუდამ სავსეა და გულშემატკივარი ელოდება ერთხელ, ერთხელ მაინც მოხდეს ის სასწაული რომ ევრო ან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში თუნდაც მეორე ადგილისთვის ვიბრ|ძოლოთ. ეჰ......
Qartveli!
05 ივლისი 2015 19:04
ყველაზე მაგარი კაცია თემო !!! სულ ფაისაღს ბაზრობს ! ))
qutaiseli
05 ივლისი 2015 18:50
ფეხბურთში 40 მილიონზე მეტი იდება ყოველწლიურად მაგრამ შედეგი ჩემი ფეხები ასე რო ქეცბაია რასიტყვის იმას კიარაქ მნიშვნელობა რას აკეთებდა იმას ნაკრებში რო მილონები გაიხარჯა მოიგო რამე ფეხბურთმა ამით არა ხოდაეს მილიონები ბავშვთა ფეხბურთს რო მოხმარდება დაარა ბიუჯეტის ვირთხცებს მაშვინ ეშველება ფეხბურთს მანამდე კიდე ყველა კარგად იყოს სანამ რამე არ გაკეთდეს ქართულ ფეხბურთში ჭადრაკს რაც შეეხება ბევრი უკლია ფეხბურთს ჭადრაკამდე გინდ ტრადიციებით და გინ შედეგებით არაფერს ვამბობ კალათბურთზე ეხლაარ დამიწყოსაქ ვინმემ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულია დაესაოდაისაო პოპულარული კი ბატონო და კორუმპირებულიც ალბათ იყიდებიან თავის ნიფხვებიანად უეფადან დაწყებული ფიფათი დამთავრებული ყველა.და ბოლოს ფეხბურთი ბიზნესი თუა შე დალოცვილო და იცი რო დიდი ფული უნდა რო მიძვრები ამ ფედერაციის სათავეში გაააქ ეს ფული ან გყავს დამფინანსებელი წყარო ვინმე აიესარის მთავარი.მიდიხარ რო მაყუთი იშოვო და მორჩა გრანტები ისედაც მოდის უეფადან დაწავიდა ბაირამობა აი ესარის რაც იზიდავს ფეხბურთის ფედერაციაში ათასი რჯულის აფირისტს.

რედაქტორის რჩევით