დემურ გიორხელიძე: "ელექტროენერგიის გადასახადის გაზრდა გარდაუვალი იქნება!"
04-07-2015
დემურ გიორხელიძე: "ელექტროენერგიის გადასახადის გაზრდა გარდაუვალი იქნება!"
"გაძვირებული ტარიფის გემოს მაშინ გავიგებთ, როცა პირში ჩალას ვიგრძნობთ!"

"ქართველი საზოგადოების დაბოლება ყოველთვის შეიძლება და ახლაც აბოლებენ..."


სავარაუდოდ, ჩვენი ისედაც გახვრეტილი ჯიბეები სულ მალე კიდევ ერთხელ გაიხვრიტება. ამჯერად ამ "ნახვრეტიდან" ელექტოენერგიის მომატებული გადასახადის თანხა გავა. თუ იმ თვისებას გავითვალიწინებთ, რომ ასეთი სოციალური პრობლემის გამო ქუჩაში იშვიათად გამოვდივართ, ამ თემაზე ნერვიულობამაც მალე უნდა გაგვიაროს. ამის მიუხედავად, ალბათ, საინტერესოა ვიცოდეთ, დამოუკიდებელი ეკონომიკის ექსპერტების აზრით, რამდენად სასიცოცხლოა სახელმწიფოსთვის ელექტროენერგიის გადასახადის ტარიფის გაზრდა, ანუ
ჩვენი გაყვლეფა!


დემურ გიორხელიძე; ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: - ტარიფის გაზრდა არანაირ საფუძველს არ ემყარება, მაგრამ ვინაიდან ენერგომამებს მთავრობაში გავლენიანი ლობი ჰყავთ, ელექტროენერგიის გადასახადის გაზრდა გარდაუვალი იქნება! ეს იმას ნიშნავს, რომ საშუალო და წვრილ ბიზნესსაც წაეჭირება ყულფი ყელში, უბრალო ადამიანებზე ხომ საუბარიც ზედმეტია, - ხალხის ჯიბეში
ხელის ფათური ჩვენში ყოველთვის ნებადართულია!

- ელექტროკომპანიები ამტკიცებენ, რომ ლარის კურსის ვარდნის გამო სერიოზულად დაზარალდნენ, რაც პროცესებს უმართავს გახდის და ამის გამო სთხოვენ სემეკს ტარიფების კორექტირებას.

- რამდენი რაღაც მოხდება, თურმე ხალხის ჯიბეს უნდა მიადგნენ. რა ენაღვლებათ, არავინ უშლით, მიჩვეულები არიან და იმიტომ! რაც შეეხება სემეკს, ეგ არანაირი დამოუკიდებელი კომპანია არ არის და ფასების მოკლება-მომატებაზე არანაირი ინიციატივის უფლება არ აქვს; სემეკი იმაზეა მიბმული, ვინც ფულს მართავს. აბა, გადავხედოთ ვინ მუშაობს მაგ კომპანიაში და ვის ვისზე აქვს კუდები გადამბული, შევარდნაძის ეპოქიდან დაწყებული დღეის ჩათვლით, რა ხალხი ზის და მერე მივხვდებით, რომ ეს ორგანიზაცია შირმაა. მაგათი პრინციპული მიდგომა რომ არსებობდეს, არანაირი ფასების მომატება არ იქნება!

- რას გულისხმობთ?
- უბრალო რამეს! გამოვიდეს სემეკი რომელიმე ტელევიზიით, ბოლოს და ბოლოს საზოგადოებრივი არხით, ჩამოკიდოს ელექტრონერგიის ხარჯების ციფრების აბრა და ვნახოთ, რა არგუმენტებს წამოაყენებენ და როგორ დაასაბუთებენ, თუ ელექტროენერგიის გადასახადი არ გავზარდეთ, დავიღუპებით და დავიქცევითო! ვერაფერსაც ვერ წამოაყენებენ, რადგან ეს ციფრები გადასახადების გაზრდის საჭიროებას ულაპარაკოდ გამორიცხავენ! ეს ყველა ექსპერტმა იცის, მაგრამ სემეკი ამას არ გააკეთებს!

- ანუ ჩვენი ჯიბეების დაცარიელების გზა სემეკზე გადის?
- სემეკს თავი დავანებოთ, იმაზე გადის, რომ სხვებთან შედარებით, ქართველი საზოგადოების დაბოლება ყოველთვის შეიძლება და ახლაც აბოლებენ...

- "სხვაში" სომხეთს გულისხმობთ?
- ვგულიხმობ, აბა, რას ვშვრები! გადაირია ეს ხალხი, როცა ჯიბეში ხელი ჩაუყვეს და აყვირდა, შეგვეშვით, ნუ გვქურდავთო! ამ აქციებით სომხეთის მთავრობა სერიოზულად არის შეშინებული და უკვე დათმობებზე მიდის. ჩვენ კი რაღაც სხვა ყაიდის ხალხი ვართ, - საქმე ჩვენს ფსიქოლოგიაშია, ყველაფერზე შეგვიძლია აყვირება, გარდა იმისა, რომ გვქურდავენ. ბევრი გვქონია გამოსვლები სოციალურ საკითხებზე?! ამას გვირჩევნია ჩუმად ვიყოთ და  მორჩილად დაველოდოთ ბელადს, პატრონს და ბროლის კოშკების აშენებას. ამ ვითარებაში, გარანტიას ვიძლევი, რომ ჩვენი ბროლის კოშკები კარგა ხნით გადავადდება!

- კონკრეტულად თუ შეგვიძლია ვივარაუდოთ, ჩვენს ბიუჯეტს რამდენი მოაკლდება?
- მაგას მაშინ გავიგებთ, როცა პირში ჩალას ვიგრძნობთ!

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის!)
ბიკა
05 ივლისი 2015 19:09
გიორხე;ლიდზე,აღარ შეეშვები ხალხის გაბიაბურებას,მოგვეშვი რა, შენს გარეშენც მოგვარდება მოსაგვარებელი საკმე.შეიდზლება სულ ყვავივიტ ედაგვცხაოდე? მოსაბეზრებელი გახდი უკვე,ნუტუ დადებიტი არაფერი არ ხდება ,რომ ხანდისხან იმაზე ილაპარაკო.
maka
05 ივლისი 2015 18:03
იმედი მაქვს რომ მთვრობა და კერძოდ კალაძე ყველაფერს გაკეთბს რომ გადასახადმა არ მოიმატოს
nika
05 ივლისი 2015 18:03
იქიდან გამომდინარე რომ ქვეყანში რამდენინემ თვის განმავლობაში ლარი გაუფასურებული იყო და ეხლა კრიზისა ქვეყანში შეიძლება მართლაც მოიმატოს

რედაქტორის რჩევით