06-07-2015
1-ლი ივლისიდან საქართველოს მასშტაბით ციფრულ მაუწყებლობაზე ეტაპობრივად გადასვლის პროცესი დაიწყო. თუმცა, ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე ამას მოუმზადებელი შეხვდა და ტელევიზორი გაეთიშა. მათთვის კიდევ ერთხელ განვმარტავთ - უტელევიზოროდ რომ არ დარჩეთ, "სეთ-თოფ-ბოქსი" უნდა შეიძინოთ. ტელევიზორების შეცვლა კი მხოლოდ იმ მომხმარებლებს მოუწევთ, რომელთა ტელევიზორებს RCA ტიპის კაბელი არ უერთდება. ამ ეტაპზე საცალო ვაჭრობის ბაზარზე უმეტესად ორი ტიპის "სეთ-თოფ-ბოქსია" შემოტანილი - Eurostar-ი და TV Star-ი. მისი ფასი, დაახლოებით, 55-65 ლარამდე მერყეობს. ბაზარზე ასევე წარმოდგენილია ხმისა და გამოსახულების გაუმჯობესების გარდა, ციფრული მაუწყებლობის საშუალებით, მაყურებელს მეტი ქართული არხის ყურების შესაძლებლობა ექნება. თუ აქამდე მოქალაქეები საკაბელო თუ ე.წ. სახლის ანტენების საშუალებით მხოლოდ რამდენიმე ქართულ არხს უყურებდნენ, ამიერიდან სპექტრი ფართოვდება - ციფრული მაუწყებლობის მთავარი უპირატესობა სწორედ მაყურებლისთვის მეტი არჩევანის შეთავაზებაა. ტელევიზიების ჩამონათვალი, რომლებიც უკვე ვრცელდება ციფრული მაუწყებლობის საშუალებით, ასეთია: "იმედი", "რუსთავი 2", "პალიტრა ტვ", "პირველი არხი", GDS, "ტაბულა", "არტარეა", "კომედი ტვ", "თრიალეთი" და სხვა.
რუსუდან შელია