"გირეკავენ და გეუბნებიან, ნაპოვნია ცხედარიო. გულის კანკალით შედიხარ... ამას მტერს არ ვუსურვებ"
06-07-2015
"გირეკავენ და გეუბნებიან, ნაპოვნია ცხედარიო. გულის კანკალით შედიხარ... ამას მტერს არ ვუსურვებ"
"იქ ჩემნაირ მდგო­მარეობაში მყოფ ტატოს ვხვდები,­ ისიც თავის ძმას, სერგი კაპანაძეს ეძებს... გემუდარებით, დაკარგულების ძებნა არ შეწყვიტოთ!"

ისევ უშედეგოდ ეძებენ 13 ივნის­ის ტრაგედიის დროს დაკარგულ 3 კაცს...


"გამარჯობა, მე გახლავართ ლაშა ბუთურიშვილი, ბექას ძმა, დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის და ჩვენი გამხნევებისთვის... თხოვნა მაქვს, თუ ვინმეს მიგიწვდებათ ხელი მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოებზე, ვგულისხმობ იმ ვიდეოებს, რომელსაც ხალხი იღებდა კორპ­უსებიდან ან რაიმე ადგილებიდან, დადეთ ლინკები კომენტარის სახით. შეიძლება ყველაფერი დაგვეხმაროს ბექას პოვნაში.
წინასწარ გიხდით მადლობას", - წერს სოციალურ ქსელში 33 წლის ბექა ბუთურიშვილის ძმა.


ბექა ერთ-ერთ გადამზიდავ კომპანიაში მენეჯერად მუშაობდა­. ტრაგედიიდან მეორე დილით სოციალურ ქსელში ბექას დედის, ნინო ჩიქოვანის სტატუსი გაჩნდა: "ჩემი ბექა მანქანიანად არ ჩანს", მან შვილის ფოტოც დადო იმ იმედით, რომ ვინმე საიმედო ინფორმაციას მიაწვდიდა.

ლაშა ბუთურიშვილი:
- ჩემი ძმა საბურთალოდან სოლოლ­აკში მიდიოდა. ბოლოს 00 საათსა და 28 წუთზე მეგობარს ესაუბრა,­ ვაჟა-ფშაველაზე ვარ და 15 წუთში შენთან ვიქნებიო. მეგობარმა 10 წუთში ისევ დაურეკა, მაგრამ ტელეფონი უკვე გათიშული იყო... ბექას ჯერ საავადმყოფოებში ვეძებდით, მერე შემთხვევის ადგილებში.

15 ივნისს, დილის 6-ის ნახ­ევარზე, ვერეს კალაპოტში ჩემი ძმის მანქანა რომ დავ­ინახე, გამწარებულს ყვირ­ილი აღმომხდა. ოჯახის წე­ვრები, 4 მამაკაცი ვიყავით, გაგიჟებულები ვცდილობდით მანქანის ამოყვანას. ტექნიკის­ მოსვლას ვერ დაველოდებოდით, მანქანა ჩვენ ამოვათრიეთ. შიგნით ბექა არ აღმოჩნდა. ავტომობილის საჭე და ჭერი მიჭე­ჭყილია, ეტყობა, საფრთხე იგრძნო და გადმოხტა... ვერც მტკვარში იპოვეს ჩემი ძმა. პროზექტურაში ყველა შესვლა სიკვდილის ტოლფასია. გირეკავენ და გეუბნებიან, ნაპოვნია ცხედარიო. გულის კანკალით შედიხარ, ფეხები უკან გრჩება,­ მტერს არ ვუსურვებ ამის განცდას. შედ­იხარ და სხვა არის... არ იცი, ეს უნდა გაგიხარდეს თუ გეწყინოს. გათენდება თუ არა, მის საძებნელად მივდივარ. იქ ჩემნაირ მდგო­მარეობაში მყოფ ტატოს ვხვდები,­ სულ ერთად ვართ, ისიც თავის ძმას, სერგი კაპანაძეს ეძებს. ექსკავატორის ნიჩბის ყოველ მოძრაობაზე გული მისკდება. მითხრეს, ტექნიკა ფრთხილად მუშაობს, მძღოლის გვერდით ზის ადამიანი­ და ისიც აკვირდებაო. ჩემი მშობლებისთვის სანუგეშო­ სიტყვების თქმაც მიჭირს. ძნელია რეალობასთან შეგუება, მაგრამ უკვე სასიკეთოს არაფერს ველოდებით, ერთადერთი, რაც გვინდა, არ შეწყდეს სამძებრო სამუშაოები, სანამ სამივე დაკარგულს არ იპოვიან. არ შეიძლება ადამიანები ასე გაქრნენ.­ ვთხოვთ­ ყველას, ასჯერ ნანახი კიდევ ერთხელ ნახონ, შეიძლება რაღაც გაგვეპარა. არ მაქვს ილუზია, რომ იქ ადამიანები გადა­რჩებოდნენ, მაგრამ ისინი აუცილებლად უნდა ვიპოვოთ.

თეა ხურცილავა

iveri chixladze
12 ივლისი 2015 17:38
Gmerts vevedrebi rom es moqalaqeebi ipovnon da vwuxvar am ojaxis tragediit ufals vebarebodet
ნონო
09 ივლისი 2015 12:15
უფალმა გაგაძლებინოთ
kusa
09 ივლისი 2015 11:56
ღმერთო, როგორ ძალიან მტკივა გული ... რა სიმწარეა.. რატომ ღმერთო???

რედაქტორის რჩევით