"სახელმწიფოა თუ ბაზარი?!"
09-07-2015
"სახელმწიფოა თუ ბაზარი?!"
ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი ნინო ბურჯანაძის მორიგ მოსკოვურ ვიზიტს გამოეხმაურა...

- რომ გავიძახით, ნინო ბურჯანაძე მოღალატეაო, ისედაც ყველამ ვიცით, ვინც არის!.. რა მოხდა ახალი, არ მესმის. ხუთი წლის წინაც გახლდათ ეს ქალბატონი მოსკოვში. მაშინაც იძახდნენ, მორალატეაო, მაგრამ რაიმე სამართლებრივი საკითხი დადგა? არც წინა ხელისუფლების დროს დადგარა და არც ახლა.

რატომ? თუ ადამიანი დამნაშავეა, კანონის წინაშე პასუხიც უნდა აგოს! ხუთი-ექვსი წლის წინ მეც და სხვებიც ვამბობდით, რომ რუსეთიდან საფრთხეები იყო და ძალიან
კრიტიკულები ვიყავით, მაგრამ ჩვენი საუბარი დარჩა "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა". ისე გამოდის, საზოგადოება ყეფს, სახელმწიფო სტრუქტურები დუმან! წინა მთავრობაც ისე წავიდა, არავის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. ან ისეთებს იჭერდნენ, რომლებიც დაბალი რგოლის ნაწილი იყვნენ და ლიდერებს არ ეხებოდნენ. 26 მაისს უამრავი ადამიანი დააპატიმრეს, მათ
შორის ბევრი პატივსაცემი პიროვნება და ჯოხი მათზე გადატყდა. ნინო ბურჯანაძეზე  კი საქმეც არ აღძრულა! ყოველთვის ისჯებოდა უბრალო ხალხი და ე.წ. პოლიტიკოსები უვნებლად რჩებოდნენ პოლიტიკაში.

მე, თქვენ, პეტრე, პავლე, სავლე პროკურორები ვართ?! ააგორებენ რაღაც თემას, ერთმანეთი რომ დავჭამოთ. სამართლებრივ შეფასებას სახელმწიფო უნდა ახდენდეს, მაგრამ დღეს ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, შემოგვეფშვნა ხელში! თამაშია ეს ყველაფერი! ჩვენს ლაპარაკს აზრი არ აქვს! მე არავის დაპატიმრება არ მსურს, მაგრამ ყველაფერს შეფასება უნდა მიეცეს. მოღალატეებს ვეძახით მათ, ვიზეც მოგვეპრიანება. არადა, სასამართლომ უნდა დაასკვნას - ვინ ვინ არის!   გამოვედი, ვაგინე ვიღაცას და მერე რა? - ეს ხომ სისულელეა! სახელმწიფოა თუ ბაზარი? თუ დასასჯელია, უნდა დაისაჯოს! ექსერტების და საზოგადოების რიგითი წარმოადგენლების პინგ-პონგი არ არის სახელმწიფო...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)
madona
12 ივლისი 2015 17:24
ვეთანხმები 100%-ით. რა სტატუსით დარბის რუსეთში 500 ქართველის გრუ_ს ხელის მკვლელობის მოსურნე? ვინაა დღეს ბურჯანაძე? იმ მამის შვილი, რომელმაც ნახევარი საქართველო კიბოთი დააავადა? იმ კაციხ ქმარი, რომელიდ შეკრებებს ატარებდა, იარაღით როგორ უნდა დაემხოთ ხელისუფლება და იმ კაცის დედა, რომელმაც სამოქალაქო ომი და 500 ქართველის სიკვდილი შესთავაზა და ამ სამივეს მომხრეა იმ ბოროტების პერიოდში. ის თანახმა იყო ხალხის დაავადებაზეც, სამოქალაქო ომზეც და 500 ქართველის მკვლელობაზეს, ოღონდ ფული ეშოვნა და სკამი დაეთრია...დღეს ვინც მას იცავს ისეთივე მკვლელია, როგორც ბურჯანჯაძე, რომელმაც მანქანით გადაუარა პოლიციელს და მოკლა, 91% აცხადებს, რომ რელიგიურია და ამ მკვლელს იცავს, ვინაიდან მკვლელობის სურვილიც კი მკვლელობად ითვლება ეკლესიისა და მღვდელმთავრების მიერ. დიახ, მე ვიცი რომ 91%-დან 70% ფარისეველი, მკვლელი, ქურდი და მოღალატეა, რომელიც მართლმადიდებლობას ამოფარვია და კლავს, ქურდობს, აუთოებს, აწამებს და სამშობლოს ყიდის. ნორმალურ სახელმწიფოში ამას ვერცერთი მოღალატე ვერ გაბედავს და მტერს, მთავრობის გვერდის ავლით ვერ შეხვდება და თუ შეხვდება, ციხეშიც აღმოჩნდება, მაგრამ ეს მოღალატე ქართველობას საშუალება და დაფინანსება რომ ქონდეს, პუტინის კართავ რიგებს დააყენებდა...
..........
12 ივლისი 2015 15:39
სვიმონ,შენ და შენისთანებმა იმდენი მოახერხეთ,რომ ქართველობას ამერიკა და დასავლეთი შეაზიზღეთ. ყალბი დემოკრატია,გაიძვერობა და უზნეობა,სხვა ათასი უბედურება თქვენი წახალისებულია და იქამდე მიხვედით,რომ ერთსქესიანთა ქორწინების აპოლოგეტ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე დებთ თავს.რუსმა რომ დაგვარტყა,ეგეც თქვენი ბრალია,თქვენი "ექსპერტობის",უტვინობის და ღალატის.
რუსეთმა რაც დაგვმართა,მაგაზე მწარედ აგებს პასუხს და დადგება ეგ დროც,მაგრამ რასაც ეს უზნეო დასავლეთი მეგობრობის სახელით გვიკეთებს,ათასჯერ უარესია.შეიგნეთ,ჩვენ გარშემო მეგობარი არ გვყავს და არც გვყოლია.ის ამერიკა იქნება,ვაჟების გათხოვებას რომ მოგთხოვთ და როგორი ვაჟკაცები ხართ,მაშინ გამოჩნდება.ნუ გგონიათ,სადმე დაემალებით,პირველად თქვენ მოგთხოვენ ერთსქესიანთა დაკანონების პრაქ
gocha putin xuilo panculaia
12 ივლისი 2015 15:37
burjanadze guli mereva shen rom gikureb,axla chkvianebma ar mitxrat mere nu ukurebo. sakartvelos ,, gadarchenas,, gaanebos tavi da agar shevxedav. supraze vart magrebi, samcuxarod. naglad galatobs da chven kidev chumad vart.im bichebis sisxlis codva ar moasvenebs mogalateebs, vinc tavi shescira samshoblos. rac sheexeba rusebtan molaparakebas, ruseti tviton tu ar sheicvala ras moelaparakebi?? es molaparakeba tavis motkuebaa da meti araperi.ratom vart amdenad gaunatleblebi da miamitebi?? ivanishvilis gakvetili ar gekot?? ra dapirebebs idzleoda dagavickdat?? da rusi dagvindobs da gjerat burjanadzesi??? me ar mjera.

რედაქტორის რჩევით