ბერიაშვილების ოჯახის ტრაგედია
ბერიაშვილების ოჯახის ტრაგედია
"დედის დაღუპვამდე საშინელი სიზმარი ვნახე"

ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ერთი პატარა სახლი დგას. ოჯახის ყველაზე პატარა წევრი 11 წლის საბაა. უკვე ერთი წელია მასზე მშობლების ნაცვლად 70 წლამდე გულით ავადმყოფი პაპა და 16 წლის ძმა ზრუნავენ...
ბერიაშვილების ტრაგედია ექვსი­ წლის წინ დაიწყო, როცა უკრაინაში სამუშაოდ წასული ბიჭების მამა მოულოდნელად გარდაიცვალა. შვილის გარდაცვალებას გადაჰყვა  ბავშვების ბებიაც. ზუსტად ერთი წლის წინ კი დასავლეთში­ ავტომობილით მიმავალ­ ბიჭების დედას თურქული ტრაილერი შეეჯახა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა...
 
ბერიაშვილების ოჯახს რამდენიმე დღის წინ ვსტუმრობდი. სამზარეულოში საბა და უმცროსი ნოდარი წიგნს კითხულობდნენ... გაყვითლებულ წიგნებზე შემოდებული თმის სამაგრი შევნიშნე. მაშინვე მივხვდი, რომ ბავშვებმა დედის ნაქონ ნივთს განსაკუთრებული ადგილი მიუჩინეს... საბამ დიდი და სევდიანი თვალებით ამომხედა. ვიგრძენი, ამ პატარა ბიჭს ბევრი ჰქონდა ჩემთვის სათქმელი, მაგრამ
როგორც ჩანს, უცხო ადამიანთან გულის გადაშლას ერიდებოდა...


ნოდარ ბერიაშვილი, ბავშვების პაპა
: - გურჯაანის რაიონის სოფელ მუკუზანში დავიბადე. 25 წლის წინ ოჯახთან ერთად თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად. მთელი ცხოვრება დიდ სატვირთოზე ვმუშ­აობდი და სულ თბილისი-მოსკოვის გზაზე­ ვიყავი. მეუღლე და ორი შვილი მყავდა. ეს ოჯახური იდილია ექვსი წლის წინ თავდაყირა დადგა... რამდენიმე წლის წინ უფროსი ბიჭი უკრაინაში წავიდა სამუშაოდ. იქიდან ავტომობილებს გზავნიდა და აქ ყიდდა. ჯანმრთელი იყო, მაგრამ მოულოდნ­ელად, გულის შეტევით გარდა­იცვალა. ნერვიულობისგან გულის პრობლემები შემექმნა, ჩემს მეუღლეს­ კი სიმსივნე გაუჩნდა და გიას გარდაცვალებიდან სამ წელში ისიც გამომეცალა ხელიდან. მეორე ბიჭთან კარგი ურთიერთობა არ მაქვს, ამაზე ლაპარაკი არ მინდა...
პაპის მოსახელე 16 წლის ნოდარს მამის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ცუდი წინათგრძნობა ჰქონია, დედის დაღუპვამდე კი საშინელი სიზმარი უნახავს...

ნოდარი, შვილიშვილი: - სკოლაში ვიყავი, მეგობრები მოვიდნენ და მითხრეს, სახლში უნდა წახვიდეო... არ ვიცი რატომ, მაგრამ მაშინვე­ მივხვდი, რომ მამა ცოცხალი­ აღარ იყო. მამას გარდაცვალების შემდეგ­ დედა ცდილობდა ჩვენთვის არაფერი მოეკლო.­ დინამოსთან პატარა მაღაზია იქირავა­ და იქ ტელეფონის აქსესუარებს ყიდდა. ზუსტად ერთი წლის წინ, 2 ივლისს, დედა მეგობართან ერთად დასავლეთში ნათესავებთან მიდიოდა. ავტომობილს თურქ­ული ტრაილერი შეეჯახა. დედა ადგილზე­ გარდაიცვალა, მისი მეგობარი გადარჩა... რამდენიმე დღით ადრე ცუდი სიზმარი ვნახე, ვუთხარი კიდეც დედას, მაგრამ დამამშვიდა,­ არაფერი მომივაო. ზუსტად იმ დღეებში დეიდაჩემმაც ცუდი სიზმარი ნახა...

დედა ჩანაწერებს აკეთებდა. ყოველი დღე ფურცელზე გადაჰქონდა.­ მისი დღიური ასე მთავრდება: რაღაც რომ გამოგივიდეს, ჯერ უნდა ჩაიწერო და მერე განახორციელო... მე მინდა ვიცოცხლო 50 წელი, ჩემმა შვილებმა - 80 წელს ზემოთ. რატ­ომღაც 50 წელი გადახაზული აქვს და 40 წელი მიუწერია...  არ ვიცი, რატომ დაწერა ეს, მაგრამ როგორც ჩანს, მასაც რაღაც წინათგრძნობა ჰქონდა... შარშან, 2 ივლისს გამოცდაზე ვიყავი, ვიცოდი, დედა დასავლეთში მიდიოდა... რომ არ დამირეკა­, გამიკვირდა. ჩემი მეგობარი მოვიდა და მითხრა, დედაშენი ავარიაში მოყვა და ცუდად არისო. თუ ცოცხალი აღარ არის, პირდაპირ მითხარი, ვიდრე ცოცხალი მეგონოს და მისი გადარჩენის მჯეროდეს-მეთქი, ვუთხარი... ხმა აღარ ამოუღია. მივხვდი, დედაც აღარ იყო... ძნელია ცხოვრება მათ გარეშე.

- თქვენი შემოსავლის წყარო რა არის?

- პაპას 150-ლარიანი პენსია და ჩემი და ჩემი ძმის დახმარება, თვეში 350 ლარი გამოდის.

ნოდარ ბერიაშვილი:
- ბავშვებს დეიდები ჰყავთ და ისინი თუ დაეხმარებიან ხოლმე. ნათე­სავებს ყველას თავისი გასაჭირი აქვს... ჩემს შვილიშვილებს ახლა უნდოდათ დედაც და მამაც, მაგრამ ორივე ხელიდან გამოეცალათ­. ბავშვებს ყველაფერი აკლიათ...
ჩემი შვილის სულს ვფიცავ, არის ისეთი დღეები­, როცა პურის ფულიც არ გვაქვს. გუშინაც ნოდარმა ,,შლანგი" ჩააბარა და პური იმით ვიყიდეთ...
ნონას გარდაცვალების შემდეგ გაირკვა, რომ ბავშვების დედას ბინა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 4 ათას დოლარად ჰქონდა ჩადებული.

ნოდარი:
- დედა რომ გარდაიცვალა,­ მერე გავიგეთ, ბინა ჩადებული იყო. ერთი წელი თვეში 270 დოლარს ვიხდიდით.

- როგორ?

- ახლა ვეღარ ვიხდით. ჩვენი ყოველთვიური შემოსავალი, 350 ლარი, არ იყო საკმარისი პროცენტის გადასახდელად, რადგან ეს თანხა ჩვენი საარსებო წყაროც იყო. ამიტომ, ყველაფერი გავყიდე - კომპიუტერი, ტელევიზორი, ცენტრი, დივიდი, საწოლი... ამ თანხით ვიხდიდი პროცენტს. ახლა 1 800 დოლარია დარჩენილი. დავრეკე და ვუთხარი, რომ არაფრის საშუალება აღარ გვაქვს, ვერაფერს გადავიხდით-მეთქი. მეუბნებიან, გიჩივლებთო. ეს ერთი სახლი დაგვრჩა მე და ჩემს ძმას, ესეც რომ წაგვართვან, სად წავიდეთ?! მივმართეთ საკრებულოს, განიხილეს ჩვენი საქმე და არ ვიცი, რა იქნება. ამას წინათ, ძლიერი წვიმების დროს, წყალი ჩამოვიდა და ჭერი ჩამოინგრა. ახლა მეზობელი გვეხმარება საშენი­ მასალებით... ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად იქნება. მე-11 კლასში გადავედი, ძიუდოში ვვარჯიშობ, შარშან საქართველოს ნაკრებში ვიყავი. უცებ მოვიმატე წონაში და ჯერჯერობით ნაკრებში აღარ ვარ. ბევრი წარმატება მქონდა, ჩემპიონიც ვიყავი. აქამდე სკოლაში­ ცუდად ვსწავლობდი, მაგრამ ახლა გამიჩნდა სურვილი და მინდა, უმაღლესშიც გავაგრძელო სწავლა...

საბა:
- როცა დედა ან მამა მენატრება, ვცდილობ, სხვა რამეზე გადავიტანო ყურადღება... ჩემი ოცნებაა მსახიობი გავხდე.  ყველაზე მეტად კი მინდა, რომ ჩემს ოჯახთან ერთად კარგად ვიცხოვრო...
უდედმამოდ დარჩენილი ბიჭების დილა ასე იწყება - ოჯახის უფროსი, ნოდარი პაპა, ბავშვებისთვის საუზმეს ამზადებს და მთელი დღე მათ მოვლა-პატრონობაშია.­ ბოლო დროს მისი ჯანმრთელობის მდგო­მარეობა გაუარესდა... სასწრაფოდ საჭიროებს ოპერაციას, თუმცა ოჯახს თანხა არ გააჩნია...

ნოდარ ბერიაშვილი:
- ჭურჭელს ვრეცხავ, საჭმელს ვაკეთებ, რაც შემიძლია ავადმყოფ კაცს, ბავშვებს ყველაფერს ვუკეთებ. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ეს ბავშვები მყავდნენ კარგად. მინდა, რომ ისწავლონ და საკუთარი ცხოვრება შექმნან. მე ერთი გულით ავადმყოფი კაცი ვარ, შუნტირება და გულის სარქვლების გამოცვლა მესაჭიროება, მაგრამ... მინდა, დიდხანს ვიცოცხლო და დიდხანს არ დავტოვო ბიჭები მარტო.

P.S. რამდენიმე თვის წინ, ლაგოდეხელი პაპა-შვილიშვილის სევდიან ამბავზე ვწერდი. პატარა გოგონას, რომელიც დედამ მიატოვა, 80 წლამდე მოხუცი ზრდის... მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს იყო ყველაზე მძიმე ისტორია, რომელზეც აქამდე მიმუშავია. თურმე ვცდებოდი...

თორნიკე ყაჯრიშვილი

იხილეთ სიუჟეტი palitratv.ge-ზე

ბერიაშვილების ოჯახის დახმარების მსურველთათვის ვაქვეყნებთ ტელეფონის ნომერს : 597 031620

ანგარიშის #: 

საქართველოს ბანკი

GE76BG0000000591099400
მიმღები: ნოდარ ბერიაშვილი
მკითხველის კომენტარი (74)
saxeli
25 ივლისი 2016 10:17
am bavshvebs babuac daegupat :(
nino
26 ივლისი 2015 17:01
saba, chemi shvilis klaselia, ver tsarmoidgent ra nichieri bavshvia, rogori zrdilobiani,xatavs, tsekvavs, bevr bavsh ati potroni kavs da masetebi ar arian. namdvilad dzalian tsud dgeshi arian.
პაპას ოპერაცია
25 ივლისი 2015 13:14
ავადმყოფ მოხუცზე საყოველთაო დაზღვევა არ ვრცელდება? ოპერაციას არ უნაზღაურებენ?
რაღაც მიჩუმდიტ
23 ივლისი 2015 11:03
მე გადავრრიცხე 50 ლარი, ბოდიშიტ მცირედზე, ატასმაგად გაგიმრავლოთ უფალმა, იმედია სხვამაც შეზლებისმაგვარად გადარიცხეთ და გადარიცხავტ, დავეხმაროტ ამ კარგ ოჯახს.

უფალმა ყველა სიკეტე დააფერტხოს ამ ლამაზ ბაავშვებს და პაპას და სასახელონი გაზრდილიყავიტ!!ყველა ოცნება აგსრულებოდეტ!ამინ!
nino
17 ივლისი 2015 23:30
tornike,rodesac bavshvebs oribe mshobeli gaedacvlili jya s enidhneba 150 lari.asis magivrad.tu ar icin biche ma gaafrtxile gtxovividnen socialuri momsaxurebis saagentoshi.miitanon orive mshoblis gardacvalebis mowmoba da asi larit meti daenidhnebat
თათია
17 ივლისი 2015 20:41
გუშინ ვნახე ეს ბიჭი, საოცარი ადამიანია, საოცარი, გული დამეწვა ისეთი ტკივილი ამოვიკითხე მის თვალებში, ძალიან გთხოოვთ ყველას , გავერთიანდეთ და თითოეულმა თითო ლარიც რომ ჩავურიცხოთ ეს პრობლემაც მოგვარდება, ძალა ერთობაშია ხალხნოო, 1800$ არ არის ის თანხა რომ ვერ შეგროვდეს თუკი ყველა გავიღებთ,ნოდოს ეს დარდი მოეხსნება და ჩვენ კი უფალი შეგვიწირავს ამ სიკეთეს...ერთი რამ უნდა გვახსოვდეს ყველას,არავინავართ დაზღვეული იგივე ან უარესი ტრაგედიისაგან, ამიტომ გვახსოვდეს უფალი და ვაკეთოთ სიკეთე! გთხოვთ ყველას დავეხმაროთ ნოდოოს!
tea
17 ივლისი 2015 19:03
kargit ra vkitxulob komentarebs da yvela angarishs itxovt daido angarishic misamartic da teleponic magram didad marto komentarebs akveynebt daureket bavshvs da tviton shegxvdebat da agar ikneba amdeni saproblemo rogorc samcuxarod ertma orma gaaketa da ara bevrmaa
tea
17 ივლისი 2015 18:51
xalxno nodarikos ar konda angarishi teleponshi da pasuxs ver mogcert, 597 031620 es misi nomeria da vinc urekavs pasuxobs mititebulia misartic da bankis angarishic da ikneb davexmarot mgoni jobia piradad bavshvs daurekot da ase upro garkveuli ikneba titoeulisgan gaceuli daxmareba
გიორგი
16 ივლისი 2015 00:15
ხალხო, ძალიან გთხოვთ დავეხმაროთ ვისაც რა შეგვიძლია, ვნახე მე უფროსი ბიჭი ნოდარი ისეთი დადებითი და მგრძნობიარე ბავშვია მივხვდი თავს ძალიან უხერხუილად გრძნობს მაგრამ რას იზამს ჩვენი დახმარება მის ოჯახს ახლა ყველაზე მეტად ჭირდება. კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ დავეხმაროტ ვისაც რა შეგვიძლია
ადამიანი
14 ივლისი 2015 20:35
ვისაც ამ ოჯახის დახმარება გინდათ, ოლიმპიკის(საცურაო აუზი) ჩასახვევთან მეორე შესასვლელი, მესამე სახლი, ვიყავი გუშინ და ჯერ არავის თავი არ შეუწუხებია. ისე 99-ე სკოლამ თავი რომ შეიწუხოს კარგი იქნებოდა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?