ბარსა, ბილეთი და... ბებო
13-07-2015
ბარსა, ბილეთი და... ბებო
73 წლის ბებო კახეთიდან სპეციალურად სუპერთასის ბილეთების რიგში ჩასადგომად ჩამოვიდა! შვილიშვილებმა ბილეთის აღება მთხოვეს, იქნება ვკვდები და ერთი სურვილი არ შევუსრულოო?!

არის თუ არა ეს ბილეთი? არც biletebi.ge?
არა, ეს ვაკის პარკია. წინათ ატრაქციონები იყო გაშლილი. ჭადრაკისა და ნარდის დაფებიც.
ახლა - კარვებისა და ჰამაკების დრო მოვიდა... ღია ცის ქვეშ ღამის გასათევად ორივე გამოდგება (იმედია, არ იწვიმებს), ღამეს კი იმიტომ ათევ ღია ცის ქვეშ, რიგი რომ არ დაკარგო. არადა, ბილეტები.გე-ს
მომხმარებელი (ყოფილი) ხარ და კარგად იცი, რას ნიშნავს რიგის დაკარგვა...

ყველაფერი შეიძლება დაკარგო, მაგრამ რიგის დაკარგვის უფლება არ გაქვს, ამიტომ, სანამ დასაძინებლად ჰამაკს, კარავს ან ბალახზე გაშლილ "ადიელას" მიაშურებ, კარგად შეამოწმე შენი თავი რიგის რვეულში (ამდენჯერ არჩევნების დროსაც კი არ შეგიმოწმებია თავი სიაში)...


11 აგვისტოს
თბილისში უეფას სუპერთასია - "ბარსელონა"-"სევილია". მესი?! ან ჩამოვა, ან - არა. თუ არადა, ნეიმარი ხომ მაინც იქნება?! სუარესი, ინიესტა, ლუის ენრიკე... მერე რა, რომ "მანჩესტერ სიტის" ფანი ხარ?! არა, "ბარსელონა"-"სევილიას" გაცდენა არ შეიძლება...

- ხაშურელი ხარ? - ვეკითხები ახალგაზრდას, რომელიც ჰამაკში თვლემს და თან რიგის ნომერს ბუტბუტებს. თქვენ წარმოიდგინეთ, არ არის ხაშურელი. სამაგიეროდ, 2117-ეა რიგში და იმედი აქვს, რომ დილით გასაყიდად გამოტანილი 22 000 ბილეთიდან მასაც შეხვდება რამდენიმე.
რომ შეიძლებოდეს, 11 აგვისტოსაც მეორე იარუსის ტრიბუნებზე გაბმული ჰამაკიდან უყურებდა თამაშს, მაგრამ... არა უშავს, 90 წუთს როგორმე პლასტმასის სკამზეც გაძლებს კაცი!    

თბილისი ჯერ კიდევ ჰიპნოზის ტყვეობაშია. ჰიპნოზს 2015 წლის სუპერთასი ჰქვია. 11 აგვისტოს გასამართი მატჩის ბილეთების გაყიდვა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სპეციალურად მოწყობილ სალაროებში 12 ივლისს დაიწყო, მაგრამ ქომაგთა ნაწილმა ვაკის პარკში შეკრება პარასკევს(?!) დაიწყო და გვარებით სავსე რიგის რვეულებიც მალევე გაჩნდა.

აქამდე ბებია-შვილიშვილები სასეირნოდ მიდიოდნენ ვაკის პარკში, ახლა კი მოხუცსაც და ახალგაზრდასაც მხოლოდ სანუკვარი ბილეთი აერთიანებს. ბებია სულაც არ გვიხსენებია შემთხვევით - 73 წლის ბებო კახეთიდან სპეციალურად სუპერთასის ბილეთების რიგში ჩასადგომად ჩამოვიდა! შვილიშვილებმა ბილეთის აღება მთხოვეს, იქნება ვკვდები და ერთი სურვილი არ შევუსრულოო?! - ამბობს მოხუცი ქალბატონი. ბებია შვილიშვილებისთვის ყველაფერს რომ აკეთებს, არ გვიკვირს, მაგრამ იმათ ასე როგორ გაიმეტეს?!

აი, რას ნიშნავს, როცა "კბენია" სუარესი "უკბილო" ბებოზე მეტად გიყვარს!
ხუმრობა კარგია, მაგრამ ჰამაკებისა და რიგის რვეულების შემხედვარეებს მთლად სახუმაროდაც რომ არ გვაქვს საქმე, აშკარაა.

სუპერ თასს სუპერფასი აქვს.
თანაც, ეს თბილისია - ქალაქი, სადაც უფლება არ გაქვს, "ბარსელონას" მატჩს არ დაესწრო. მერე რა, რომ აქამდე სტადიონზე მხოლოდ ავეჯის მაღაზიაში სტუმრობისას ხარ ნამყოფი?! სხვა რომ არაფერი, პრესტიჟის საქმეა - ნებისმიერი გზით უნდა მოხვდე ბედნიერ ბილეთიანებს შორის. 11 აგვისტოს კი აუცილებლად "დაჩეკინდე" "დინამო არენაზე"...

პენსიით ნაყიდ და მით უმეტეს - ბებიის მოტანილ ბილეთს კი განსაკუთრებული "გემო" აქვს...
n.k.
21 ივლისი 2015 20:11
მაგ ბებოსთან კახეთში რო ჩახვიდე გეტყვის პენსია წამლის ფულად არ მყოფნისო.
ir ina
14 ივლისი 2015 22:24
ხამები.მანდ ნახევარზე მეტი გადამყიდველები დგანან ბებოს თამადობით.
marina
13 ივლისი 2015 22:43
რაგირს ბილეტი არავინ ცერს.ამდენი უმუსევარია DA ბილეტის პული კიაკვტ,?

რედაქტორის რჩევით