არ გამოგრჩეთ! ჟურნალ ”შინის” პირველი ნომერი და საჩუქარი - წიგნის თარო იღბლიანი მკითხველებისთვის! - კვირის პალიტრა

არ გამოგრჩეთ! ჟურნალ ”შინის” პირველი ნომერი და საჩუქარი - წიგნის თარო იღბლიანი მკითხველებისთვის!

როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, 15 ივლისიდან გამოდის ჟურნალი "შინ", თქვენი სახლის ჟურნალი. ჟურნალი თქვენი სახლისთვის - ყველაფერი სახლზე, პრაქტიკული რჩევები ბინის, ეზოს, აგარაკის მოსაწყობად და მოსავლელად, ექსკლუზიური ფოტორეპორტაჟები ცნობილი ადამიანების სახლებიდან, მასტერკლასები საოჯახო ნივთების შინ დასამზადებლად, ქართული ტრადიციული ხელსაქმე, სამკურნალო ბალახეული, საინტერესო ამბები ქართული სოფლებიდან, დიასახლისებისთვის საჭირო რჩევები და კიდევ ბევრი სხვა რამ. და კიდევ, რაც ყველაზე საინტერესოა, ჟურნალის პირველ ნომერში იქნება გრანდიოზული საჩუქარი მკითხველებისთვის. 10 იღბლიანი მკითხველი ჟურნალში იპოვის სასაჩუქრე ვაუჩერს - 10 ცალი წიგნის თაროს მისაღებად. სულ ტირაჟში 10 ცალი ვაუჩერია. იღბლიანი მკითხველი ვაუჩერის გასანაღდებლად თბილისში, იოსებიძის 49-ში უნდა მივიდეს და მიიღებს საჩუქრად წიგნის თაროს. ეს თაროები "ბიბლუსის" ქსელში 119 ლარად იყიდება.

ეს წიგნის თაროები საგანგებოდ არის შექმნილი, კარგი დიზაინით და ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით. წმსჰობლებიიგნებით სავსე თარო ხომ არა მხოლოდ უნდა მიესადაგებოდეს სივრცის დიზაინს, არამედ წიგნის წაკითხვის სურვილსაც უნდა აღვიძებდეს და თაროზე დალაგებული საგანძური გარშემო მყოფთა ინტერესს უნდა იწვევდეს. წიგნის თაროს უპირველესი დანიშნულება წიგნის დაზიანებისგან დაცვაა. ამისთვის წიგნებს შორის სივრცე უნდა იყოს, რაც ყდას პირვანდელ პეწს შეუნარჩუნებს.

ამ საუკეთესო დიზაინის წიგნის თაროს, დადგმა შესაძლებელი იქნება როგორც კედელთან, ისე - ოთახის გადასატიხრად. ის დაამშვენებს ნებისმიერ ინტერიერს. მათი ჩემი წიგნის თარო” გამომცემლობა ”პალიტრა L”-ის ინოვაციური პროექტია, რომელიც მომხმარებლის თხოვნით შეიქმნა.

თაროს დიზაინის შესაქმნელად რამდენიმე წლის წინ ”პალიტრა L”-მა კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა დიზაინერმა. კონკურსის მიზანი იყო პრაქტიკული, ამასთანავე, მოხდენილი თაროების შექმნა. ჟიურიმ ოთხი საუკეთესო ნამუშევარი შეარჩია, რომლის მიხედვით დამზადდა წიგნის თაროები.

მაშ ასე, შეიძინეთ ჟურნალი "შინ", რომელიც ბევრ საინტერესო სიახლესა და რჩევასთან ერთად, 10 იღბლიან მკითხველს წიგნების თაროებითაც დააჯილდოვებს.