ბენზინის ქართულ ბაზარზე კარტელური გარიგება დადასტურდა?!
ბენზინის ქართულ ბაზარზე კარტელური გარიგება დადასტურდა?!
როგორც kvirispalitra.ge-სთვის გახდა ცნობილი, რამდენიმე ნავთობიმპორტიორს  სოლიდური ჯარიმა დაეკისრება.


უახლოეს დღეებში კონკურენციის სააგენტო ნავთობპროდუქტების ბაზრის მოკვლევაზე დასკვნას წარადგენს. როგორც kvirispalitra.ge-სთვის გახდა ცნობილი, რამდენიმე ნავთობიმპორტიორს  სოლიდური ჯარიმა დაეკისრება.
კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევა გასული წლის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაიწყო.

იანვარში, მთავრობის სხდომაზე, ნავთობის ფასებთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში საზოგადოებაში დიდ ინტერესს და კითხვებს იწვევდა საქართველოში საწვავზე არსებული ფასები.
„შესაბამისად, საქართველოს კონკურენციის სააგენტო აწარმოებს ნავთობპროდუქტების ბაზრის
მოკვლევას. დაახლოებით ერთი თვის წინ გავაკეთე ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება მთავრობის სხდომაზე. ჩემი დავალების საფუძველზე ისინი მუშაობენ",-აღნიშნა პრემიერმა.

სააგენტო ამ დრომდე არ ასაჯაროებდა კვლევის შედეგებს.  როგორც კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ბარაბაძემ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, კვლევის ფარგლებში უნდა განსაზღვრულიყო შესაბამისი სასაქონლო ბაზრის დროით ჩარჩო და
დაკვირვების პერიოდი, ასევე ბაზრის მოცულობა, ბაზრის მოქმედი ეკონომიკური აგენტები, ბაზრის სტრუქტურა, ფასების დონე და დინამიკა.

„ თუ მოკვლეულ ბაზარზე ადგილი ექნება დემპინგური ან მონოპოლიურად მაღალი (ან დაბალი) ფასების გამოყენებას, რასაც სერიოზული დასაბუთება სჭირდება, ასევე, კონკურენციის შემზღუდავ შერწყმებს, შეთანხმებებს (კარტელებს), დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას ,  მსგავსი უკანონო ქმედებები უნდა აღიკვეთოს კონკურენციის სააგენტოს მიერ”, -აღნიშნა გიორგი ბარაბაძემ რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხდებაში.


.
16 ივლისი 2015 19:15
არაფერიწმინდა ამათთვის არ არსებბს?ამისგამოკვლევას ამდენი დრო რაში სჭირდებოდა.ალბათ არაფეირ შეიცვლება? ხალხო ხვთის რისხვის გეშინოდეთ.
BOLOS DA BOLOS REVOLUCIA GINDAT?
15 ივლისი 2015 20:17
რა მნიშვნელობა აქვს ამ გარიგების გამოაშკარავებას,ხალხს რა შეღავათი?ბატონმა ბარაბაძემ განაცხადა ფასების რეგულირებაში ვერ ჩავერევითო და რა გამოდის?
ეხლა ამ ჯარიმებს გადაიხდიან და ორმაგი ენერგიით შეუდგებიან მოსახლეობის გაღლეტვას.ფრთხილად იყავით ბოლოსდაბოლოს გამოიყვანთ ხალხს მოთმინებიდან და ოხრად არ დაგრჩეთ ყველაფერი,ანალოგიური სიტუაციებია ყველა სფეროში
ggg
15 ივლისი 2015 11:11
როდის დაადგება საშველი... როდიიის?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები