გივი ბერიკაშვილი: "ქართველ ხალხს ვურჩევ, კიდევ ერთხელ კარგად წაიკითხონ "ნაცარქექია"! "
14-07-2015
გივი ბერიკაშვილი: "ქართველ ხალხს ვურჩევ, კიდევ ერთხელ კარგად წაიკითხონ "ნაცარქექია"! "
"ვინც იმ ახალგაზრდობას ძრახავს, - ბილეთების რიგში რატომ დგანანო, ჩემს ხელს ვაჩვენებ, თუ როგორ მაქვს ჩამოხეული სტადიონზე გადაძრომისას!"... ცნობილი მსახიობი, გივი ბერიკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მკაცრ შეფასებებს აკეთებს...

- ცოტა ხნის წინ თბილისში დატრიალებულ სტიქიაზე გკითხავთ... თქვენ ვერაზე გაიზარდეთ და ალბათ, სხვა ასეთი შემთხვევების მომსწრეც ხართ...
- "ბუნება მბრძანებელია"  - კარგად წავიკითხოთ ვაჟა-ფშაველას ეს უკვდავი ლექსი. ადამიანი ბუნებას არ უნდა  შეეწინააღმდეგო, ჩვენს უგუნურებას კი საზღვარი არ აქვს. მე
ვერაზე ვარ გაზრდილი და ვინ მოთვლის, რამდენ სტიქიას მოვესწარი. ეს ხალხი კი მდინარის ნაპირას აშენებს სახლს. ხომ შეიძლება, ღამით მოვარდეს ღვარცოფი და წაგიღოს მძინარე. ეგ არის ჩვენი უჭკუობა.

- ხალხს რატომ მისცეს ნებართვა სახლები იქ აშენებულიყო?

- ვინ მისცა უფლება, შვილო? იმდენს იზამენ, ახლა მაგასაც
ბიძინას დააბრალებენ. მანდ დავიბადე და გავიზარდე, კაცო, ვერაზე! ჩემი ბავშვობიდან მახსოვს ზოოპარკი და იქაურობა ორჯერ რომ წაიღო წყალმა და  დაახრჩო ცხოველები, ესენი კიდევ მიდიან და სახლებს მაინც იქ აშენებენ. მახსოვს, ზოოპარკიდან ერთხელ დათვი გამოიქცა, ერთხელაც - ლომი. ლომი რომ ვოლიერიდან გამოვარდა, პირდაპირ დირექტორის კაბინეტში შევარდა... დაიჭირეს და მოკლეს. ყველაფერი მახსოვს და ნურავის დავაბრალებთ, ყველაფერი ჩვენი ბრალია, თავიდან ბოლომდე. არ დაადგა საშველი ზოოპარკის გადატანას. ასეთი უბედურება დატრიალდა და ახლა უნდათ, ყველაფერი დღევანდელ ხელისუფლებას დააბრალონ! ეგრე არ არის, გენაცვალე! ყველამ თავის თავში ჩაიხედოს და თავისი დანაშაული დაინახოს - დიდმა და პატარამ, ჩემი თამადობით! სტიქია რომ მოხდა, უნდა მიეხედა ხელისუფლებასო, სტიქიას ვინ რას უზამდა?! სტიქია ეგ არის, ვეღარც მაშველი და პატრული გიშველის და ვეღარც პატრონი! ვახუშტი ბატონიშვილი წერს, მდინარე ვერე 45 კილომეტრია, მტკვარს ერთვის და ერთი მონაკვეთი ფრიად სახიფათო არისო. ვახუშტი ბატონიშვილი წერს და გაითვალისწინე რა, ნუ ჩასახლდები ზედ მდინარეში! ყველაფერი ჩვენი დაუდევრობისა და უტვინობის ბრალია!  დაზარალებულებს ისე მიხედეს, მეტი რომ არ შეიძლება. აი, ცოტა ადრე რომ მომხდარიყო, ფეხებზე დაიკიდებდნენ. ახლა ამდენი რამ გაკეთდა, მაგრამ მაინც უკმაყოფილოები არიან. ჩვენი ქართული ჯიში ეგა ყოფილა, რა, უნამუსოები ვართ და არ ვიცით მადლობის თქმა!

- ქეყნის სხვა პრობლემებზეც ვისაუბროთ: ახლახან საზღვარი ისევ გადმოსწიეს. ამას არ განიცდით?
- ქართული ანდაზაა: "დათვი რომ მოგერიოს, ბაბაია დაუძახეო". ვის ეჭიდავები, კაცო, თეთრ დათვს? ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ შემრიგებლური პოლიტიკა გავატაროთ. მეზობლურად უნდა ესაუბრო, - როგორ ხარ, ჩემო ბატონო, მობრძანდი, შენი ჭირიმე, მეზობლები ვართ და ასე შემდეგ...

- კიდევ რომ წაიღონ ტერიტორიები, მაინც ეგრე უნდა გავაგრძელოთ?

- რა გინდა, შენი ჭირიმე?! გითხარი, დათვი, რომ მოგერევა, "ბაბაია" უნდა დაუძახო, ჭიდაობა კი არ უნდა დაუწყო-მეთქი... დღემდე ასე მოვედით ქართველები, თორემ ამდენი ერი გადაშენდა და გაწყდა. ჩვენ ჭკუამ გადაგვარჩინა. ვისაც "ნაცარქექია" წაკითხული აქვს, ძალიან კარგად იცის, როგორ მოიქცეს! ზოგიერთებმა კიდევ კარგად გადაიკითხონ, ვურჩევ! ცოტა ადრეც რომ გადაეკითხათ, კარგი იქნებოდა, მაგრამ ჭიდაობა ამჯობინეს! ჭიდაობა არ უნდა დაგვეწყო და გათახსირებულები არ უნდა გვეძახა მათთვის! ხომ ხედავთ, სომხები როგორ იქცევიან... ჩვენ ვეცით პირში, ვითომ მომრევები ვიყავით.

- ბოლო დროის აქტუალური თემაა ბილეთების სკანდალი...
- ვინც იმ ახალგაზრდობას ძრახავს, ბილეთების რიგში რატომ დგანანო, ჩემს ხელს ვაჩვენებ, როგორ მაქვს ჩამოხეული სტადიონზე გადაძრომისას! ახალგაზრდებს უნდათ ცნობილი ფეხბურთელების ნახვა, ბურთის თამაში და მაგასაც სჭირდებოდა ორგანიზება...
მეშვიდე კლასში პოლიციელს სახეში გავარტყი, ბილეთი რომ დამიხია და მაშინ კიღამ "ჩამაყუდეს"... ასეა ახალგაზრდობა, შენ გენაცვალე...

- ზოგი ახალგაზრდებს კიცხავს, ბილეთების რიგში ღამეებს ათევენ, მაშინ როცა საზღვართან უნდა იდგნენ თავიანთი მიწის დასაცავადო...
- სტიქია რომ მოხდა, ვნახეთ როგორ გამოვიდა ახალგაზრდობა და რა კარგად მოიქცენ! ეს თაობა რომ მოვა, სულ სხვანაირად წავა ქვეყნის საქმე, იმდენად კარგები არიან! Aრავის დაუვალებია და თავი გადადეს. გოგოები მორებს ათრევდნენ! არ გადავჯიშდებით ისეთი ახალგაზრდობა გვყავს! მტერთან კიდევ ჭკუა უნდა იხმარო! ზოგი გადმოაგდებს ენას და რუსეთს ემუქრება! აგერ არის და ერთი ხელი რომ წამოგარტყას, მეტი აღარც გინდა. ჭკუა უნდა გამოიჩინო, კაცმა და მაშინ გვეშველება რაღაც!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)
monebs
18 ივლისი 2015 16:31
თქვე უბედურო მონებო, მაგისთვის ხართ დაბადებული რომ იყოთ მონა და მოკვდეთ მონათ. მონების ხროვავ ბერიკაშვილი არის თქვენი ,,სარდალი,, ეწვიეთ პუტინს და ულოკეთ ერთი ადგილი. თქვენთვის ისევ ბრეჟნევის დროა და ჩარჩენილენი ხართ წინა საუკუნეში, წადით პუტინთან მოშორდით ამ ქვეყნიდან, აქ თქვენი ადგილი არ არის.
PENSİONERİ
18 ივლისი 2015 15:36
დათო დევდარიანო-შენმა გაზრდელმა იხაროს.რა საღად აზროვებ.ხშირად შეეხმიანე და დაწერე იმათ გასაგონად ვისაც ტვინი არ უმუშავებს და ისვრის უაზრო სიტყვებს. რომლებიც ერთი რუსის ჯარისკაცის დანახვაზე დედის ტ----ი შეძვრებიან.ან იმ ქალების გამკვირვებია რომლებიც სახლში ზიან მუშაობა და ყოველგვარი საქმე ეზარებათ და ბევრს ტლიკინებენ და აფრქვევენ უაზრო აზრებს.ქალბატონებო თუ ბრძოლის ველზე ყოფნა გსურთ წაბრძანდით დაუმშვენეთ გვერდი --დოდო გუგეშაშვილს. მე არ ვაპირებ ამ უაზრო დაპირისპირებაში ჩემი შვილები დავხოცო. წადით უკრაინაში და მერე ნახავთ ვინ და რა არის -დიდი დათვი-მერე ჩაიწყვიტამთ მაგ ენებს.უაზრო--უსაქმურთა კასტა.
QALİ
18 ივლისი 2015 13:42
რომ კაკანებთ კვერცხმადებელი ქათმებივით რომელი ხართ რუსეთთან მებრძოლი და გულადი. უკვე მოდის რუსი და .აბა გამოდით და დაუხვდით უნიფხვო რაიმდებო. მაინცდამაინც ტანკების შემოსვლას ელოდებით თუ ვინმეს დაცვას სად არის ევროპა და ამერიკა.შემოიყვანოს ნატოს ჯარი და შეაჩეროს ანექსია.რისი თავი გაქვთ. ერთხელ ხომ იწვნიეთ სისხლის გემო. იგივეს გამეორებას აპირებთ ალბათ. მივმართავ იმ ემიგრანტს შორიდან რომ იძლევა განკარგულებებს*---ჩამობრძანდი სამშობლოში და ებრძოლე რუსეთს თუ კარგი კაცი ხარ. თქვენ რისი იმედი გაქვთ როცა უკრაინამ ვერ მოუგო ომი რუსეთს გინდა ჩვენი შვილები შევწიროთ რუსებს და შენ მანდ იჯეჯილო. მე არ ვაპირებ ჩემი შვილები უაზროდ დავხოცო. ვისაც გულით გინდათ რუსეთთან გაჯიბრება -წადით უკრაინაში- ჭკვიანო ხალხო- ჩვენ უპატრონო ქვეყანა ვართ. არც არავი გვიპატრონებს რუსეთის შიშით. ამიტომ გივის ვეთანხმები**- დათვი რომ მოგერევა ბაბა დავუძახოთ.**- გამომივიდნენ აქ- მაია წყნეთელები- და აღმაშენებლები.ყავის სმის და სიგარეტის წევა გონიათ რუსეთთან ბრძოლა. ერთ საათში მიწასთან გაგვასწორებს. იფიქრეთ ამაზე.

რედაქტორის რჩევით