პოლიტპოდიუმი - დიზაინერი პოლიტიკოს ქალთა "გადასარჩენად"
20-07-2015
პოლიტპოდიუმი - დიზაინერი პოლიტიკოს ქალთა "გადასარჩენად"
მარიამ მათურელი: "ვნახოთ, რა გამოგვივიდა. ქართველიპოლიტიკოსი ქალბატონებისთვის სამოსი ჩემი კოლექციიდან შევარჩიე"

ჩვენს ექსპერიმენტს, პოლიტიკოსი ქალბატონები დიზაინერს ვირტუალურად შეემოსა, ბევრი აღტაცებით არ შეხვედრია. ზოგი დიზაინერი პირდაპირ ამბობდა უარს ამ შეთავაზებაზე, ზოგიც დელიკატურად მიშორებდა თავიდან. ჯერ გამაკვირვა მათმა ამგვარმა პოზიციამ. მერე გამახსენდა, რომ ქვეყანაში,­ სადაც სუსტი სქესის "პოლიტფეისმა­" იმის გამო გაუყარა ჩანგალი "არტილერიაში" მეორეს, რომ იგი უგემოვნოდ ჩაცმულად დაასახელა, ასეთი სიფრთხილე აღარ გამკვირვებია. თუმცა, ერთი დიზაინერის ექსპერიმენტში ჩაბმა მაინც მოვახერხე...
მარიამ მათურელის,
როგორც დიზაინერის კარიერა მოსკოვში დაიწყო. დღეს მარიამი 22 წლის არის და მისი ბრენდის - MATURELLI  სამოსს მოსკოვში ელიტურ წვეულებებზე ცნობილი ვარსკვლავები იცვამენ. მარიამი არც ისე კარგად იცნობს ქართველ პოლიტიკოსებს და მიაჩნია, რომ ეს კარგიც არის, რადგან მათი შემოსვისას პოლიტიკური სიმპათიებითა და ანტიპათიებით არ იხელმძღვანელებს... ჩვენ
კი ცნობილი ფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა" უკვდავი ფრაზები გამოვიყენეთ და სტატია სასარგებლო რჩევებთან ერთად სახალისოც კი გამოვიდა.


მარიამ მათურელი: - მიუხედავად­ იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 4 წელია, რაც ამ სფეროში ვტრიალებ, ძალიან ბევრი­ ცნობილი ადამიანის ჩაცმულობაზე­ ვზრუნავ,­ ვარგებ სტილს. ჩემს კაბებს თითქმის ყველა სტილის ქალბატონი იცვამს. როგორც ექსპერიმენტების მოყვარული, სიამოვნებით დავთანხმდი თქვენს შემოთავაზებას, თუმცა, ეს დავალება არცთუ იოლი გამოდგა. სირთულე კი იმაში მდგომარეობდა, რომ, როგორც დავაკვირდი, ქართველ მანდილოსნებს მაინცდამაინც არ უყვართ ფერადი, ქალური, დახვეწილი სამოსი და არ მიდიან თამამ ექსპერიმენტებზე. თუმცა­ ვნახოთ, რა გამოგვივიდა. მათთვის სამოსი ჩემი კოლექციიდან შევარჩიე.

"დააკვირდით, რა კარგია, თავისუფლად სახმარი, რა ლამაზი საყელო აქვს, როგორ შვენის მაქმანი"


ეკა ბესელიას ჩემი კოლექციიდან ჩავაცმევდი კაბას, რომელსაც აქვს დახურული ყელი, გამოკვეთილი წელი, ფარავს მუხლებს და არ არის ძალიან გრძელი. კაბის სიგრძე და სილუეტი ფეხს ლამაზად აჩენს და უხდება კლასიკური, ქუსლიანი ფეხსაცმელი. Kკაბა შეკერილია ქსოვილისგან, რომელიც ნაზია, მაგრამ იმავდროულად, ცოტა მკაცრი და მოკრძალებული, რაც ქალბატონი ეკას იმიჯს მოუხდება და მისი ხასიათის სხვა, უფრო ნაზ, ქალურ მხარეებს წარმოაჩენს.







"დარბაისელ მანდილოსანს დაამშვენებს ეს ფერი"

თინა ხიდაშელისთვის შევარჩიე რეტროსტილის ღია კაკაოსფერი კაბა-პალტო,­ რომელიც სატ­არებლად მოსახერხებელია. იმავდროულად­, კლასიკური და დახვეწილია, ლამაზად წარმოაჩენს ქალის მხრებს, Qქამარი კი ხაზს უსვამს წელს და ქმნის­ ნაზ სილუეტს. ეს კაბა-პალტო უხდ­ება ქალბატონს, რომელიც მუდმივად დაკავებულია, ხშირად უწევს საქმიან შეხვედრებზე­ სიარული და სურს თავისუფლად და კომფორტულად გრძნობდეს თავს.











"ასე უნდა გამოვჭრათ და მივაკეროთ სახელო, ასე უნდა დაილამბოს ქამარი და საყელო"


მანანა კობახიძეს შევურჩიე ლურჯი, კლასიკური ბოლოკაბა და ზედა - ყელზე ოქროსფერი, აღმოსავლური ელემენტით. ზედას მკლავის სიგრძე 3/4-ზეა, რაც შესაძლებლობას­ იძლევა, თამამად ატაროს საათი, ეს მის ჩაცმულობას კიდევ უფრო საქმიან იერს მიანიჭებს.­ ირიბად შეხსნილი ბოლოკაბა კი უფრო საინტერესოს, პიკანტურსა და დახვეწილს გახდის. რაც მთავარია, გადაჭრილი ზედა და კლასიკური ბოლოკაბა­ სხეულს უფრო დახვეწილ ფორმას აძლევს. ამ სამოსის ჩაცმა შესაძლებელია როგორც პარლამენტის სხდომაზე, ასევე საღამოს საქმიან შეხვედრაზე.






"თარგი ახალმოდურია, დააკვირდით სახელოს"


ირმა ნადირაშვილს მოვარგე მიდი შავი კაბა, ყვავილებიანი პრინტით, ნახევარი მკლავით, შიფონის ნაზი ქსოვი­ლისგან, რომელიც მთელი დღის განმავლობაში შეუქმნის კომფორტს.













"როგორ შვენის ამ კაბას ბაფთიანი საყელო"


ხათუნა გოგორიშვილს შევურჩიე შავი, სადა, კლასიკური კაბა 3/4 მკლავით. შავი კომფორტული ფერია,­ განსაკუთრებით ქართველებისთვის და ეს ფერი, ფორმა, ქსოვილის ხარისხი არ დაღლის და შეზღუდავს მას მთელი დღის განმავლობაში. კაბას აქვს განსხვავებული საყელო, რომბებით გაფორმებული და ის აუცილებლად მიიქ­ცევს ყურადღებას.













"სამამულო ქსოვილისგან ახალგაზრდა ქალისათვის, მოხდენილი ტანსაცმელი გასახარი თვალისათვის"

ჩიორა თაქთაქიშვილი, როგორც მივხვდი, საკმაოდ ექსპრესიული ადამიანია, თან ახალგაზრდა, ენერგიული და მის ხასიათს მოუხდება კაბა ბოლო კოლექციიდან. ფერადი და ნათელი პრინტი მის ახალგაზრდულ ხასიათს ხაზს გაუსვამს და უფრო ნაზს გახდის. ჩაიცვამს შეხვედრაზე, წვეულებაზე ან უბრალოდ მეგობრებთან ერთად კაფეში, ფინჯან ყავაზე საუბრისას...

ეკა სალაღაია
tttt
22 ივლისი 2015 12:06
თქვენ ჩაცმის გაგებასი არ ხართ, თუმცა არც იცინი ვისთვისაც შეარჩიეთ.
Ir ina
21 ივლისი 2015 22:31
ხათუნა გოგორიშვილის მაღალ ყელს ნამდვილად მოუხდება რომბებით გაფორმებული საყელო. ეს ახალგაზრდა ე.წ.დიზაინერი ჩემი აზრით გაგებაში არ არის რა არის მოდა,მოდა არის ინდივიდუალური,ვისაც რა უხდება ის უნდა ჩაიცვას თავისი გარეგნობის გათვალისწინებით.
379
20 ივლისი 2015 20:31
მაგ რისკზე ნუ წახვალ

რედაქტორის რჩევით