"გუგუშვ­ილმა მარგველანს სედუქსენის აბები დაალევინა და დააძინა"
20-07-2015
"გუგუშვ­ილმა მარგველანს სედუქსენის აბები დაალევინა და დააძინა"
"ზვიადი გეგმის მიხედვით, ნაბიჯ-ნაბიჯ მოსაკლავად მიჰყავდათ"

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიების ამ ეტაპზე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური ექსპერტიზები და დაიკითხნენ მოწმეებიც. გამოძიების დეტალებზე პირველი პრეზიდენტის ვაჟს, კონსტანტინე გამსახურდიას ვესაუბრეთ.

- 1994 წლიდან მოყოლებ­ული, 2004 წლის ჩათვლით, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიება მხოლოდ პროცესის იმიტირებისა და რეალობის მიჩქმალვის მცდელობა გახლდათ. ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელმა კომისიამ
საქმეში 70-ზე მეტი წინააღმდეგობა აღმოაჩინა - მოწმეები პრეზიდენტის გადაადგილების მარშრუტს, საწოლში მის მდგომარეობასა თუ სხვა დეტალებს აბსოლუტურად განსხვავებულად აღწერდნენ.

- შევარდნაძის ხელისუფლების­ ცვლილების შემდეგ გამოძიება­ რატომ­ არ განახლ
და?

- როდესაც 2011 წელს პროკ­უ­­რატურაში კომისიის დოკუმენტ­ა­­­ცია გადავგზავნეთ, საბუთების­ ნაწილი დაიკარგა, საქმეში კი აფხაზ­ეთის ომის დაწყების თემა და თბილისში მშვიდობიანი აქ­ც­ი­­­ის დარბევა "ჩააკერეს". ბუნებრი­ვია, ვერავინ აგვიხსნა, ეს ორი ფაქტი ზვიად გამსახურდიას გარდა­ცვალებასთან რა კავშირში იყო. ფაქტია, რეალობის დადგენა არც წინა ხელისუფლების ინტერესებში­ იყო, ამ პროცესს კონკრეტულად ირაკლი ოქრუაშვილი და ზურაბ­ ადეიშვილი უშლიდნენ ხელს. ოქრუაშვილი სისხლხორცეულად­ იყო დაინტერესებული, საქმის გამოძიება არ განახლებულიყო, რა­დგან მისი მამა პროკურატურაში მუშაობდა. მას შემდეგ კი, რაც მან "ნაცმოძრაობის" რიგები დატ­ოვა, საქმეს ადეიშვილი ბლოკავდა. გამსახურდიას თემა მათ მხოლ­ოდ პიარის ნაწილად გამოიყენეს, სიმართლის დადგენა კი არ აწყობდათ.

მთავარი მოწმეები, რომლებიც­ ზვიადის გარდაცვალების ღამეს იქ იყვნენ, დღეს საქართველოში არ არიან. ბესარიონ გუგუშვილი (ყოფილი პრემიერი) ფინეთშია, გამსახურდიას დაცვის უფროსმა რობინზონ მარგველანმა­ 2011 წელს ავსტრიაში პოლიტიკ­უ­რი თავშესაფარი მოითხოვა, ბაჩ­უკი გვანცელაძე (გამსახურდიას დაცვის წევრი) უკრაინაშია. ჩემი ინფორმაციით, მკვლელობის ღამეს ბესარიონ გუგუშვ­ილმა მარგველანს სედუქსენის აბები დაალევინა და დააძინა. სამწუხაროდ, მარგველანის დაკითხვა კომისიამ ვერ მოახერხა. სხვათა შორის, ავთანდილ იოსელიანმა გვითხრა, პრეზიდენტის გარემ­ოცვას სრულად ვაკონტროლებდითო. ამით ბევრი რამ არის ნათქვამი. ეს სამი კაცი სიმართლეს მალავს. საქართველოში იმყ­ო­ფებიან მოწმეები, რომლებსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ.

გამსახურდიას ფეხდაფეხ ორი ჯგუფი მიჰყვებოდა - შსს, შოთა კვირაიასა და გია გულუას ხელმ­ძ­ღვანელობით და უშიშროების სა­მსახური. მოკლეს გია გულუა, ბადრი ზარანდიაც (ხიბულაში გამსახურდიას მასპინძელი), რომელსაც მნიშ­ვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდა. უშიშროების კომიტეტის ყოფ­ილი თავმჯდომარე თამაზ ნინუა კი 2009 წლის 11 ნოემბერს, ჩვენი­ კომისიის პირველი სხდომის მეორე დღეს მოკლეს. შსს-მ ამ საქმ­ეზე მოქალაქე თამაზ გოგია დაა­კ­ავა - თითქოს ნინუას ვალი ჰქონდა და ამიტომ მოკლა. ნინუა და მისი მეუღლე სპეციალური ტყვიით, შP-4-ით დახოცეს. არადა, ეს ტყვია შეიარაღებაში აქვთ მხოლოდ სპეცსამსახურებს, იშვიათად - კილერებს­. ტყვიას ისვრიან განსაკუთრებული­ იარაღით და ვარდება თითქმის უხმოდ, არ გამოისვრის გაზებს და არც დენთის კვალს ტოვებს. ამიტომაც უაზრობაა საუბარი დენთ­ის კვალზე, რომელიც თითქოსდა გოგიას ხელებზე აღმოაჩინეს. გოგიას ალიბიც ჰქონდა, მოწმეებიც ჰყავდა, მაგრამ სასამართლომ მკვლელად მაინც ცნო. ამ მკვლელობის ჩადენა კი მხოლოდ რუსულ სპეცსამსახურებს­ შეეძლოთ...

პროკურატურას 48 კაცის სია გადავეცი, რომლებიც საინტერესო დეტალებს ჰყვებიან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - ბადრი ზარანდია თავის დღიურში ახსენებს პოლკოვნიკ ბასიკაშვილს, რომელიც, მისი ინფორმაციით, სპეცდანიშნულების ბატალიონ "ალფას" მეთაურის მოადგილე იყო. მან, გამსახურდიას მკვლელ­ო­ბის სანაცვლოდ, მილიონი­ დო­ლ­არი და საზღვარგარეთ თავშესაფარი შემომთავაზაო. უშიშრო­ების სამსახურში ბასიკაშვილი კი არა, ბასიაშვილი და ბასილაშვილი მუშაობდნენ. დღეს პროკურატურას იოლად შეუძლია დაადგინოს, ვისზე საუბრობდა ზარანდია­. ზარანდია არ მალავს, რომ მკვლელობის შესრულებაზე უარი განაცხადა, თუმცა ოჯახზე ზეწოლის გამო, გარკვეულ ჯგუფებთან თანამშრომლობას დათანხმდა.

გამსახურდიას გარდ­ა­­ცვა­ლების გარემოებას 1994 წლიდან­ ჟურნალ­ისტი გიგლა გობეჩიაც იძიებს:
- მას შემდეგ, რაც პრეზიდე­ნ­­ტის მიერ გავლილი მარშრუტი­ თავადაც გავიარე, დავრწმუნდი,­ რომ ეს კარგად შენიღბული მკვლ­ელობა იყო - ზვიად გამსა­ხურდია გეგმის მიხედვით, ნაბიჯ-ნაბიჯ მოსაკლავად მიჰყავდათ. მაშინ მოპოვებული ბევრი ინფორმ­აცია დღემდე გამოუქვეყნებელი მაქვს­ - ჩემს ინფორმატორებს ვუფრთხილდები. მიმაჩნია, რომ გუგუშვილი, მარგველანი და გვანცელაძე სიმართლეს შეგნებულად მალავენ. ამ საქმის გახსნა შესაძლებელია. სარწმუნო წყაროს ცნობით, გარდაცვლილი პრეზიდენტი თბილისშიც ჩამოასვენეს - მაშინდელი ხელმძღვანელობა უნდა დარწმუნებულიყო, რომ მთავარი მეტოქე­ ხელს ვერასოდეს შეუშლიდა.

ჩვენ ფინეთში დავუკავშირდით­ სა­ქართველოს ექსპრემიერ-მი­ნისტრ­ ბესარიონ გუგუშვილს:
- პროკურატურის ქმედება მორიგი მატრაკვეცობაა და არ მაინტერესებს. ხომ ვერ მეტყვით, ეს მერამდენე "გამოძიებაა"? პროკურატურასთან თანამშრომლობა­ მეზარება, ეს პრობლემა ჩემი წიგნით მოვათავე - არ ვთვლი საჭიროდ მეტი დროის გაცდენას.

ბაჩუკი გვანცელაძე ამჯერად კიევშია. ის პროკურატურამ შარშან დაჰკითხა: - ამჟამინდელი­ მმართველი ძალა ხალხს მორიგ სანახაობას სთავაზობს. გარდაცვალ­ების ღამეს გამსახურდიასთან ერთად ოთახში არ ვყოფილვარ. როდესაც შევედი, თვითმკვლელობის კლასიკური სურათი დამხვდა. უბედურებაა, რომ ამ წლების განმავლობაში თვითმკვლელობაში ეჭვი არასოდეს შემპარვია. მე არსად გავრბივარ. ერთ თვეში ჩამოვალ და ყველა კითხვას ვუპასუხებ.

რუსუდან შელია
dati
25 დეკემბერი 2015 17:10
მოკლულია პაკტია .მონარკი რო ჯოპილიჯო ვერ გაუბედავდენ ცამოცჯებული საკმეების ცინ დადგომას.სოპლელმა სჰევერდნადზემ გამოიჯენა მისი პატრიოტიზმი სატავისოტ ასე რომ მონარკი იკნება პატრონი კვეჯნის და გვიგირს გაერტიანებული საკარტველოს პატრონი.დიდი არაპერი სჰენახვა მონარკის ბიგჰო.
მე
25 დეკემბერი 2015 17:05
ზვიადი მოკლეს პაკტია.მარა ზვიადი რომ ჯოპილიჯო ბაგრატიონი ხალხი გავიდოდა და გვერდსჰი დაუდგებოდა რუსტაველზე.დიდი პასუხისმგებლობა აიგო ტავის ტავზე არადა მონარკი არ იკო.პატრონი უნდა უსჰოვოტ კვეჯანას.რა დაგვიგდება მონარკის სჰენახვა?დიდი არაპერი.პატრონი ეჯოლება გაერტიანებულ საკარტველოსჰი ხალხნო.ერო.მოდიტ აზზე.
shoda
04 სექტემბერი 2015 10:39
ვინმე ბროლია წერს კოკოზე: რამხელა ცუდ ენერგიაში ამყოფებს და სიმშვიდეს უკარგავს ზვიადის სულსო!

თუ კარგად ჩავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ამ ბროლიამ ყველაფერი იცის და ზვიადის სულის სიმშვიდეზე ზრუნავს!
ეს ბროლიები რომ არ გვყავდეს რა გვეშვეებოდა, სიბრძნე დაკარგული ხომ ვიქნებოდით?
-საცოდავი ჩვენი ხალხი და ქვეყანა, ამ ბროლების ხელში!

რედაქტორის რჩევით