"იბიარდში" არ უნდა წახვიდე, გაერო-ში უნდა გაიარო, ეუთო-თი კი უნდა გააუთოო" - კვირის პალიტრა

"იბიარდში" არ უნდა წახვიდე, გაერო-ში უნდა გაიარო, ეუთო-თი კი უნდა გააუთოო"

"ქალბატონ ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე იბიარდზე ვერასოდეს ვერ ვიქნები - მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ "იბიარდზე" 10 წლის განმავლობაში. ეს "იბიარდობა" ეტყობა ქვეყანას. ამიტომ ნაიბიარდები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა სესიაზე. რითაც კარგად გამოჩნდა, რომ ჯაჭვლიანს წარმოდგენა არ აქვს რა არის EBRD-ი, რომელის მასტაბური ფორუმი ამ ცოტა ხის წინ გაიმართა საქართველოში. მოკლედ, ჯაჭვლინის მოხსენებას, რომელიც წერილობით ჰქონდა მომზადებული, "ფეისბუქში" დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

ლევან კალანდადძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში:

"EBRD - მერვე მომაკვდინებელი ცოდვა...

პ.ს. გაგრძელება სავარაუდოდ კიდევ იქნება."

ეკატერინე ლომიძე, გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი:

ვიკიპედია: სოსო ჯაჭვლიანი, პარლამენტარი, რომელიც არ დადის იბიარდში, მეტიც, არ ესმის იბიარდის მნიშვნელობა. გამუდმებით უკბილოდ ხუმრობს იმ კუთხის ხალხზე, რომელსაც წარმოადგენს. "ატრიზავებს" თავის ნათესავებს, სვანებს. მათ შესახებ გადაიღო საშინელი ფილმები, ფსევდოკომიკურ და ულტრატრაგიკულდეგრადირებულ ჟანრებში. უყვარს კისერზე ჯაჭვჩამოკიდებული სიარული. თუ საპროტესტო აქციებში არ მონაწილეობს ჯაჭვი არის ოქროსი და შედარებით პატარა ზომის, ვიდრე ის რკინის ჯაჭვი, რომელსაც ატარებდა ხელისუფლებაში მოსვლამდე "ნიკოფსიიდან დარუბანდამდე" წარმოსახვითი მანძილის გავლისას.

პ.ს. უბედურო საქართველოვ ოდეს ეღირსოს შენს პარლამენტს გამოღვიძება რჩეულთა დასით?!

ბუკა პეტრიაშვილი, პოლიტიკოსი: - "ნოდარ ხადურს, გიორგი კვირიკაშვილს და ნოდარ ჯავახიშვილს ვეკითხები: თქვენც იტყვით, რო არ ყოფილხართ იბიარდზე? დათო უსუფაშვილმა საერთოდ პარლამენტის შენობა დაუთმო იბიარდს! ქვეყანაა თუ იბიარდი, იბიარდომაწ..."

გოგა ხაჩიძე, პარლამენტარი:

"ბაღში ვარდები, შემიყვარდები,

აღარ მექნება - იბიარდები.

(ხალხური)"

დაჩი გრძელიშვილი, ჟურნალისტი:

"მე არავის იბიარდში არ ვერევი რაა, ძმაო... ყველას თავის იბიარდში გაუმარჯოს!"

მერაბ მეტრეველი, "პალიტრატვ-ს" წამყვანი:

"მოკლედ, "იბიარდში" არ უნდა წახვიდე, გაერო-ში უნდა გაიარო, ეუთო-თი კი უნდა გააუთოო და შეხვდე ნატო-ს! ხანდახან შეგიძლია ნატალიაც დაუძახო!"