"არც ინდონეზიაში მინდა­ ცხოვრება, არც - გერმანიაში, აქ მსურს ყოფნა" - დედოფალი დევი საქართველომ გადარია
27-07-2015
"არც ინდონეზიაში მინდა­ ცხოვრება, არც - გერმანიაში, აქ მსურს ყოფნა" - დედოფალი დევი საქართველომ გადარია
"ამ ხალ­ხმა გული გამითბო და შემითვისა, ოთხი წელია, აქ ვარ და არსად წასვლას აღარ ვაპირებ"

"მე ძალიან, ძალიან გიკვარს საკარტველო, გიკვარს ტუშეტი, ხევსურეტი," - გაბრწყინებული თვალებით ამბობს დევი ასმადირეჯა - ქალი, რომელიც წარმოშობით ინდონეზიელია, მაგრამ გერმანიაში დაიბადა და გაიზარდა. მაშინ ვერც წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ საქა­რთველოში ჩამოვიდოდა და აქ თავის მეორე სამშობლოს იპოვიდა.
სახელი დევი ქართულად უცნაურად ჟღერს, ინდონეზიაში კი ეს სიტყვა "დედოფალს" ნიშნავს. დევი გატაცებით იღებს ფოტოებს საქართველოს მთებში
და ცდილობს, ეს სილამაზე უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსაც გააცნოს.


- გვარი ასმადირეჯა ინდონეზიაში ისეთივე ცნობილი და პოპულარულია, როგორიც საქართველოში - ჭავჭავაძე ან ორბელიანი.
ხუთი სახელი მაქვს, მაგრამ ქართულ პირადობის მოწმობას რომ მაძლევდნენ, ადგილი არ ეყო, მეც საკუთარ სახელებს­ შორის ერთ-ერთი ამოვარჩიე და ახლა უკვე დევი ასმადირეჯა
ვარ.
მამა ინდონეზიელია, დედა კი გერმანელი მყავდა. ბერლინთან ახლოს, პატარა სოფელში დავიბადე და გავიზარდე. მაშინ­ ვერც ვიფიქრებდი, თუ ოდესმე საქართველოში ვიცხოვრებდი. ინდონეზიაში ნათესავებისა და მამის სანახავად ჩავდივარ ხოლმე, მაგრამ მხოლოდ 1-2 თვით მაძლევენ ვიზას. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი ინდონეზიელია, ჩემს სამშობლოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიღება შეზღუდულია.

- ინდონეზიაში დარჩენაზე არ გიფიქრია?

- ახლა უკვე არც ინდონეზიაში მინდა­ ცხოვრება და არც - გერმანიაში, საქართველოში ყოფნა მსურს. ახმეტის რაიონის სოფელ ბირკიანში ვცხოვრობ და აქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, როგორც ქისტები, ასევე - ქართველები. გერმანიაში­ კი უცხოდ ვგრძნობ თავს. იქ სხვებთან შედარებით მუქი ფერის კანი მაქვს. აქაც მუქი ვარ, მაგრამ მაინც ყველა კარგად მექცევა, იქ კი, რაც დედა გარდაიცვალა, აღარავინ მყავს.
მიუხედავად იმისა, რომ აქ მატერიალურად უჭირთ, საოცრად გულიანი, თბილი ხალხი ცხოვრობს. აქ რომ ჩამოვედი, არც ენა ვიცოდი, არც ხალხს ვიცნობდი, ახლა კი უამრავი მეგობარი მყავს, ამ ხალ­ხმა გული გამითბო და შემითვისა, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ოთხი წელია, აქ ვარ, 2011 წელს ჩამოვედი და არსად წასვლას აღარ ვაპირებ.

- დევი, ადრე თუ იცოდი, რომ ასეთი ქვეყანა არსებობდა?
- საქართველოზე ბავშვობაში არაფერი ვიცოდი. ჩემი აქ ჩამოსვლა ოჯახურ კონფლიქტსა და მეუღლესთან განშორებას დაემთხვა - დავშორდი ადამიანს, რომელთანაც თერთმეტი წელი ვიცხოვრე. საქართველოში ყოფნამ ეს ტკივილიც შემიმსუბუქა.

- როგორ აპირებ ცხოვრების გაგრძელებას?­

- ვიცი ინგლისური, გერმანული და ინდონეზიური ენები, რუსულადაც ვლაპარ­აკობ, ფრანგულიც მესმის, ასევე მესმის­ ქართული და ქისტური. მთაში ყველა ბილ­იკი­ ზეპირად ვიცი და თარჯიმნობა ჩემთვის ზედგამოჭრილი პროფესიაა. ვცდილობ, საქართველო გავაცნო ჩემს ნაცნ­ობებს ინდონეზიასა და გერმანიაში.

- ყველაზე მეტად საქართველოს რომელ მხარეს გამოარჩევდი?
- თუშეთი და ფშავ-ხევსურეთი განსაკუთრებით მიყვარს. გერმანიაში, სადაც ვცხოვრობდი, მარტო ვაკე ადგილებია, ამიტომ პირველად მთებში რომ მოვხვდი, თითქოს სუნთქვა შემეკრა, გაოგნებული დავრჩი და იქიდან წამოსვლა აღარ მინდოდა, ისეთი თავისუფლება ვიგრძენი. დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი თუშეთში ან ფშავ-ხევსურეთში, მაგრამ თუ იქაური მეუღლე არ გყავს, მთაში ვერ დასახლდები. ამიტომ, რომელიმე სოფელში მინდა დამკვიდრება. ქართულად კითხვაც ვიცი და წერაც. ახლა ჩემი მთავარი პრობლემა სახლია, რომელსაც ვერ ვყიდულობ იმიტომ, რომ მთელი ჩემი ფული გერმანიაში, ადვოკატებთან მიდის - ქმართან განქორწინება მინდა.

- ე. ი. ქალაქში ცხოვრება არ მოგწონს?

- ქალაქი არ მინდა. ბევრი ხალხი და საცობები ძალიან მაწუხებს, ძალიან ცხელა და უჰაერობაა. ნამყოფი ვარ ლაგოდეხში, სიღნაღში, ქუთაისში, მაგრამ ქალაქში ცხოვრება ჩემი საქმე არ არის. ვიცი, რომ სოფელში უნდა ვიცხოვრო, მთაში ან მთასთან ახლოს. ერთ წელიწადში მოქალაქეობას მომცემენ და შეიძლება, კახეთში დავსახლდე.

ხათუნა ჩიგოგიძე
ლელა
30 ივნისი 2018 00:24
ასეა,ყველა თავისას უფრთხილდება,ჩვენს გარდა. შორს რომ არ წავიდეთ,აბა ჩვენი მეზობელი სომხები ნახეთ? ცხვირს არავის აყოფინებენ თავიანთ ქვეყანაში,ებრაელები? ვინც ისრაელისთვის არ იღწვის,სადაც არ უნდა იყოს, ის ებრაელი არ არისო,იმიტომ რომ ისრაელი ჩვენი,ებრაელების სახლია, თავისი საკუთარი სახლის მოვლა და დაცვა პატრონის ვალიაო.ჩვენ კიპატრიოტიზმი სამარცხვინოდ გავიხადეთ, "ქართველობას გვართმევენ,-" დაგვცინიან
giorgi
11 აპრილი 2017 19:24
მალაიზიელი ქართველი რომ ყოფილიყო, 20 წელიწადშიც ვერ მიიღებდა მოქალაქეობას, როგორ გვიყვარს ბავშვივით, როცა გვაქებენ, ოღონდ შეგვაქონ და ყველაფრისთვის მზად ვართ, ნეტავი როდის გავიზრდებით?
Marone
11 აპრილი 2017 15:26
Mixaria rom saqartvelotia agprtovanebuli yvelasyvis kargi maspindzelia chveni qveyana,magram piradad me cinaagmdegi var mica sheidzinos da samushaod aq dasaxldes saqartvelo yvelas mogcons da es ar nishnavs imas, rom yvela ucxoeli visac ar ezareba yvela saqartvelos moqalaqe gaxdes

რედაქტორის რჩევით