რამდენს უხდიან საქართველოში იმ საქმიანობისთვის, რასაც ქართველები საბერძნეთში აკეთებენ
27-07-2015
რამდენს უხდიან საქართველოში იმ საქმიანობისთვის,  რასაც ქართველები საბერძნეთში აკეთებენ
ქართველები უცხოეთში, ძირითადად, სამუშაოდ მიდიან და იქ ნაშოვნი ფულით საქართველოში დარჩენილ ოჯახებს არჩენენ. უმეტესობა სხვა ქვეყანაში არალეგალურად მუშაობს, მეტწილად მომსახურების სფეროში - მოხუცის მომვლელად, ძიძად, შინამოსამსახურედ.

ემიგრაციაში მყოფი ქართველების უმეტესობა ქალია, ძირითადად, 30-50 წლის ასაკის. უცხოეთში მამაკაცისთვის სამსახურის შოვნა უფრო რთულია, მშენებლობაზეც კი კვალიფიციურ მუშახელს ითხოვენ.
იმის გამო, რომ ქართული ემიგრაციის ერთი ნაწილი უცხოეთში დღესაც ყოველგვარი დოკუმენტის გარეშე ცხოვრობს და მუშაობს, არ არსებობს დაზუსტებული მონაცემები მისი რიცხოვნობის შესახებ. არაოფიციალურად კი,
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების რაოდენობა დაახლოებით 1,5 მილიონია.

საქართველოში უცხოეთიდან გადმორიცხული თანხებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველაზე მეტი ემიგრანტი რუსეთსა და საბერძნეთში ცხოვრობს. მაგალითად, 2015 წლის ივნისში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით გადმორიცხული 100 მილიონიდან დაახლოებით 42 მილიონი რუსეთიდან იყო, ხოლო თითქმის 14 მილიონი ლარი
კი საბერძნეთიდან.

ქართველების მიგრაცია საბერძნეთში ჯერ კიდევ იმ დროს დაიწყო, როცა საქართველოში ე. წ. ბნელი 90-იანი წლები იდგა. სამსახურის შოვნის იმედით ადამიანები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი არალეგალურად მიემგზავრებოდნენ უცხოეთში. სხვადასხვა მონაცემით, დღეს საბერძნეთში დაახლოებით 300 ათასი ქართველი ცხოვრობს. მათ შორის ისეთებიც არიან, ვინც წლებია, ვერ ახერხებენ საქართველოში ახლობლების სანახავად ჩამოსვლას იმის შიშით, რომ უკან ვეღარ დაბრუნდებიან. ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, რა ჯამაგირს უხდიან "საოცნებო" სამსახურისთვის საბერძნეთში ქართველებს და რას სთავაზობენ იმავე პოზიციაზე საქართველოში?
ლია წიქარიშვილი, საბერძნეთში მცხოვრები ქართველი: "არა აქვს მნიშვნელობა, მოხუცს მოუვლი თუ ბავშვს, ჯამაგირის ოდენობა მაინც დამქირავებელზეა დამოკიდებული, მის კეთილ ნებასა და მატერიალურ შესაძლებლობებზე. მაგალითად, არიან ემიგრანტები, ვისაც მოხუცის მოვლისთვის უფრო მეტს უხდიან, ვიდრე ძიძობისთვის და პირიქით. მაგალითად, ჩემი მეგობარი ტყუპს ჩვილობიდანვე უვლის და მისი ანაზღაურება ამჟამად 800 ევროა. ასეთივე ანაზღაურება შეიძლება ჰქონდეს აქ მყოფ ქართველს მოხუცის მოვლაში, უფრო ხშირად კი მსგავსი მომსახურებისთვის თვეში 700 ევროს ან ნაკლებს უხდიან. ახლა, კრიზისის ფონზე, სულ უფრო ხშირად შეხვდებით საბერძნეთში ქართველებს, ვისაც ჯამაგირი მსგავსი სამსახურისთვის 400 ევრომდე შეუმცირეს. ჩემს მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, მე 87 წლის ლოგინად ჩავარდნილ მოხუცს ვუვლი და ჩემი ხელფასი თვეში 650 ევროა. მოხუცების მოვლა-პატრონობის გარდა, ჩემს მოვალეობაში შედის სახლის დალაგება და საჭმლის მომზადება. შინ მხოლოდ მე და მოხუცი ვართ.

ლოგინად ჩავარდნილი მოხუცის მოვლა ბევრად იოლია, ვიდრე იმის, ვისაც გადაადგილება შეუძლია. კვირაში ერთხელ ჩვენთან მისი შვილი მოდის და მიტოვებს 60 ევროს - საკვების ფულს, რომელიც პარასკევიდან პარასკევამდე უნდა ვიმყოფინო. ადრე კვირაში 50 ევროს მიტოვებდა და არ გვყოფნიდა. მხოლოდ პამპერსი და ჰიგიენური ზეწარი რომ ვუყიდო მოხუცს, კვირაში 17 ევრო მჭირდება, დარჩენილი თანხით საჭმელს ვყიდულობ.

- დამსაქმებლები როგორ არჩევენ დასაქმებულებს? არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა, ან იქნებ სამედიცინო ცოდნას ითხოვენ?

- არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ, საიდან ხარ. მთავარია, მოხუცს მიხედო. სხვათა შორის, სხვებთან შედარებით ქართველები საბერძნეთში უფრო მაღალ ანაზღაურებას ითხოვენ. მაგალითად, ალბანელები ყველანაირ პირობაზე თანახმა არიან".

ქეთი ჯიბლაძე, საბერძნეთში მცხოვრები ქართველი: "სანამ საბერძნეთში კრიზისი დაიწყებოდა, ბანკები დაიკეტებოდა, ხელფასები დაახლოებით ასეთი იყო:
მოხუცი თუ ლოგინად არ იყო ჩავარდნილი, მისი მოვლისთვის თვეში 500-800 ევროს იხდიდნენ; ლოგინად  ჩავარდნილი მოხუცის მოვლისთვის - 700-800 ევროს; ბავშვის ძიძას, ძირითადად, თვეში 600 ევროს და მეტსაც უხდიდნენ.

ოჯახის შეძლებას გააჩნია, ზოგი კარგად იხდის და ზედმეტ გადატვირთვასაც არ ითხოვს, ზოგი კი, პირიქით, ერთი საქმისთვის აჰყავთ და მერე უამრავ საქმეს აკეთებინებენ. მაგალითად, აჰყავთ ქალი მოხუცის მოსავლელად და ამ დროს უზარმაზარი სახლი ხვდება დასალაგებელი ან ბავშვები მოსავლელი. თუმცა ისეთი შემთხვევებიც არის, და არცთუ იშვიათად, როცა საბერძნეთში ქართველ ქალებს საქმის კეთება ენატრებათ. მაგალითად, უვლიან ერთ მოხუცს, რომელიც მშვენივრად გრძნობს თავს და ერთადერთი, რასაც მომვლელისგან ითხოვს, დალაპარაკებაა.
რაც შეეხება ოჯახში დამხმარეს, დამლაგებელს მეტწილად საათობრივად ქირაობენ და საათში 5-7 ევროს იხდიან.
ისე კი ძალიან რთულია ნებისმიერი ქართველისთვის საზღვარგარეთ მუშაობა. მაგალითად, დიდი პასუხისმგებლობაა ბავშვების მოვლა. დღეს ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ სამსახურის შოვნა საბერძნეთში, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა".

ნათია პაიჭაძე, დასაქმების სააგენტოს მენეჯერი: "რამდენიმე წელია, რაც თბილისში მეგობრებთან ერთად დასაქმების სააგენტო შევქმენი და, ერთი მხრივ, სამსახურის მაძიებლებს, ხოლო, მეორე მხრივ, დამსაქმებელს ვეხმარებით სასურველი კადრის მოძიებაში. დამსაქმებელი ქუჩიდან მისულ ადამიანს ნაკლებად ენდობა. თუ გაუმართლათ და ვინმეს ახლობელმა გაუწია რეკომენდაცია, ხომ კარგი, თუ არა და დასაქმების სააგენტოს უფრო ენდობიან, რადგან ჩვენ ვსწავლობთ იმ ადამიანებს, ვინც ბაზაში გვყავს.

დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ საქართველოში ძიძას უფრო მეტს უხდიან, ვიდრე მოხუცის მომვლელს, უცხოეთში კი პირიქით არის, ხშირ შემთხვევაში, მოხუცის მომვლელს უფრო მეტი ანაზღაურება აქვს, ვიდრე ძიძას. ჩვენთან ანაზღაურება დამოკიდებულია სამუშაო საათების რაოდენობაზე, მის სიმძიმესა და სხვა ფაქტორებზე. მაგალითად,
თუ ძიძის მომსახურებით სარგებლობთ ყოველდღე, კვირის სამუშაო დღეებსა და დღის განმავლობაში დაახლოებით 7-8 საათი, მისი ანაზღაურება 400 ლარიდან იწყება და 600 ლარს აღწევს. მოხუცის მომვლელს, იმავე სამუშაო გრაფიკის შემთხვევაში, დაახლოებით 250 ლარს უხდიან.

თუ დამლაგებლის მომსახურება მუდმივად არ გჭირდებათ და ერთი-ორი დღით ქირაობთ, დღეში დაახლოებით 30-40 ლარის გადახდა მოგიწევთ. თუმცა ბოლო დროს ფინანსური კრიზისი მომსახურების სფეროზეც აისახა. მკვეთრად გაიზარდა სამსახურის მაძიებელთა რიცხვი, დამსაქმებელი შეცოტავდა. კიდევ მეტი მოქალაქე გამოთქვამს უცხოეთში სამუშაოდ წასვლის სურვილს, თუმცა ახლა იქაც კრიზისია".


ოფიციალური სტატისტიკით:


2015 წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3 729,5 ათას კაცს შეადგენდა. ამ სტატისტიკით საქართველოს მოსახლეობა, მაგალითად, 2002 წელთან შედარებით 14,7%-ით არის შემცირებული. სიკვდილიანობასთან ერთად, თითქმის ყოველ წელს ქვეყნიდან მოქალაქეების მიგრაცია აღინიშნება. მაგალითად, ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 15 წლის განმავლობაში მიგრაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2000 წელს აღინიშნა, როცა ქვეყნიდან დაახლოებით 35 ათასი კაცი გავიდა. უფრო ახლო წარსულს თუ გადავხედავთ, 2012 წელს ქვეყნიდან ოფიციალურად 21,5 კაცი გადასახლდა. გამონაკლისია მხოლოდ რამდენიმე წელი, როცა, პირიქით, ქვეყნიდან წასულმა მოქალაქეებმა სამშობლოში დაბრუნება დაიწყეს. მათ შორის არის ის პერიოდი, როცა რუსეთიდან ქართველები გამოასახლეს.
ალექს
03 აგვისტო 2015 09:01
ყოველწლიურად 2 მილიარდიანი რესურსია ჩვენს ემიგრანტებში,შექმენით ამერიკული ოპიკის მსგავსი კერძო საპარტნიორო ფონდი (ოპეკ არა ,ოპიკ-ოვერსიის პრაივათ ინვესთმენთ ქორფორეიშნ)მოვა ინვესტიცია,სამამულო,გაიხსნება ფასიანი ქაღალდების ბაზარი,პირველადი,მეორადი,ადრეაო ?მკვდარი ფულები აქვთ დეპოზოტზე ხალხს,ბანკი კლავს იმპორტის იყიდე გაყიდეთი და თვითონაც მოკვდება ასეთი ბანკი,მარაზმია ბიზნესს არ დავაფინანსებო ,სტარტაპი არ გამაგონოთო-სულ სტარტაპში არ ვართ თქვენი გადამკიდე ?5 წელი გადაბმულად ერთი სისტემით გვამუშავეთ როოო...?!
გვიანია ,სოციალიზმის მარაზმატიკულ ფორმაში შევედით,რა გვიან,რა ადრე,რის გეშინიათ დაკარგავს ხალხი ქონებას?ახლა არ აქვთ დაკარგული ?თუ თქვენ დაკარგავთ ნაძარცვს?ჰოოო...გასაგებია ,დაკარგავთ,თანაც ვერც ახალს მიითვისებთ !!!!
ფულს საშოვნად მოტივაცია უნდა და გარემო,გარემოს არ ქმნით,ასე გგონიათ მარტო თქვენ უნდა იშოვნოთ,მოტივაცია მაინც მოიტათ,ყველაფრის წილში თან უფულოდ ან ჩვენი ფულით რატომ უნდა იყოთ?
რა თქვენი ყმები ვართ?
გაისად გნახავთ,თუ ამ შემოდგომას გაასწრებთ,ვინ რა თანამდებობაზე იქნებით.
სულ სხვა ხელისუფლება მოვა,ახალგაზრდა,ჯანმრთელი,მოაზროვნე,კრეატიული,განათლებული,მშრომელი,დაღვინებული,სუფთა ხელებით, სუფთა წარსულით,კომუნისტურ სოციალისტური სტერეოტიპისგან თავისუფალი,ღირსების კოდექსის მატარებელი ,მოკვდება სამოხელეო ოლიგარქიული დიქტატურა,ნეპოტიზმი,კორუფცია ,ხალხის კისერზე ჯდომა,ტენდერომანია,ატკატობია,გაყალბები საარჩევნო სიის და არჩევნების........დაისადგურებს დემოკრატია,თანასწორობა,კეთილდღეობა შრომით და არა წართმევით,მოხელე აღარ იქნება ბატონი,სამართალი დადგება,ასეთ ხალხთან თქვენ ვის რაში დაჭირდებით !?
ალექს
03 აგვისტო 2015 08:12
1მილიონი ადამიანი უკვე 20 წელია ემიგრირებულია,თითოეული მათგანი მოიკლებდა 100 დოლარს თვეში,1200 დოლარს წელიწადში,ხოლო ყველა ერთად ყოველ წელს 1 მილიარდ დოლარს და 20 წელიწადში 20 მილიარდ დოლარს ეროვნულ ინვესტიციას მოუტანდა საქართველოს ,ჩვენს კორუმპირებულ და ერის გამყიდველ ხელისუფლებას ,(ვითომ რომ იცვლებიან და ამ დროს ერთხორც ართსისხლ არიან )რომ მოეხდინა ჩვენი პორტების რკინიგზის ჰიდროელექტროსადგურების და მსგავსი ინფრასტრუქტურული ობიექტების აქციონირება,ერთ ამდენს თუ მეტს არა აქ დარჩენილი ხალხი ჩადებდა ინვესტიციად,დიდი არითმეტიკა ამას არ უნდა ,რომ ჩვენი ხელისუფლება არათუ პარლამენტის და მთავრობის კანცელარიის შენობებში ,ვირის აბანოში უნდა იჯდეს ,რადგან ერის საუკეთესო ნაწილი ვიღაც გადამთიელების პირისფარეშად დასვეს,დახლიჩეს ოჯახებში და ქართველი მანდილოსნები ურჯულოთა კარზე მსახურებად აქციეს,ვინც აქ დარჩა ჭაპანი აჰკიდეს და უკადრებელს აკადრებინებენ.
უცხოური ინვესტიციის მოზიდვის მოტივით დაასხვისეს სტრატეგიული ობიექტები და/თუ მიითვისეს ,ფულად 5 თუ 7 მილიარდი,თუ 9 მილიარდი დოლარი,მეტი ვერა ,მოიზიდეს "უცხოური" ინვესტიცია ამის ნახევარი, ,სავარაუდოდ ისევ თავისი მოპარული ფულები, ორჯერ მეტი ვალი აიღეს,და მოქალაქეების ქონება ქარს გაატანეს: 150-200 მილიარდი დოლარი მარტო საშუალო სტატისტიკური ხელფასი დააკარგვინეს,ბანკებს შეაჭმევინეს იპოთეკებით მშრომელთა საცხოვრებელი და ბიზნესი,დაგვაკარგვინეს ქვეყნის ტერიტორიის მეოთხედი,აყარეს ქართველები და პირსისხლიან ველურებს შეატოვეს მათი მამაპაპის სახლკარი,კიდევ თავხედურად და უტიფრად კოჰაბიტაციის საფარქვეშ და უსაგნო "პოლიტგარჩევების" პიარსპექტაკლებით აგრძელებენ თავის შავ საქმეს,ახლა მიწებს გვიყიდიან,ქვეყანას აქცევენ ეს სატანის ნათლულები.
მაგრამ მაინც არჩევნების და სამრთლის გზით,ურევოლუციოდ და უბელადოდ ,სამოქალაქო აქტიურიობით ,გინდაც სამოქალაქო გმირობით,,შრომით და სწავლით,მამულიშვილობით შევქმნათ ახალი დემოკრატიული საქართველო,გავემიჯნოთ წარსულს სამართლებრივად,დავიწყოთ თავიდან,არც დრო გვაქვს და არც შეცდომების გამეორების უფლება !!!!!!!
ლელა
28 ივლისი 2015 18:40
600ლარი რომ გადაუხადონ ძიძას ალბათ 2-3ბავშვს უნდა უვლიდეს ძირითადად300-400ლარს არ აჭარბებს ძიძის ანაზღაურება და იმასაც ოჯახში თუ რამე შეიძლება ყველაფერს ავალებენ

რედაქტორის რჩევით