რატომ ჰქონდა დეპრესია გიორგი ნაკაშიძეს
27-07-2015
რატომ ჰქონდა დეპრესია გიორგი ნაკაშიძეს
"ახლა დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემი ცხოვრება თავიდან ბოლომდე მუსიკასთან იქნება დაკავშირებული"

პროექტ "X-ფაქტორში" წლევანდელი გამარჯვებული გამოვლინდა: ის 19 წლის ბათუმელი გიორგი ნაკაშიძეა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. აჭარელმა ჯარისკაცმა მაყურებლის მოწონება პროექტის დასაწყისიდანვე დაიმსახურა, დასკვნით კონცერტში კი 96 681 ხმა მოიპოვა და გაიმარჯვა კიდეც. ჩვენ მას გამარჯვება მივულოცეთ და ინტერვიუს ჩაწერას შევუდექით. ჩვენი რესპონდენტი მეტისმეტად სიტყვაძუნწი გამოდგა, ვუსაყვედურე კიდეც (რა თქმა უნდა, ხუმრობით), კი-ს, არა-სა და დო, რე, მი, ფა,
სოლ, ლა, სი-ს გარდა, კიდევ რას მეტყვი-მეთქი. ის მართლა გადაიღალა. ამბობს, რომ საწუწუნო არაფერი აქვს, წარმატება ამ ყველაფრად ღირდა.


გიორგი ნაკაშიძე:
- სიმართლე გით­ხ­რათ, არ ველოდი გამარჯვებას. მეგონა, ნინი ბრეგვაძე გაიმარჯვებდა. როცა გამარჯვებულად მე დამასახელეს, გავოგნდი, ის წუთები ყველაზე ბედნიერი იყო ჩემს ცხოვრებაში.
მოსკოვში დავიბადე.
მამაჩემი იქ სწავლობდა. საქართველოში რომ ჩამომიყვანეს,­ 9 თვის ვიყავი. მას შემდეგ ბათუმში ვიზ­რდებოდი. მამა გეოგრაფია, თუმცა ყოველ­თვის უყვარდა მუსიკა, განსაკუთრებით, როკი. მეც ხშირად მასმენინებდა. მყავს 13 წლის და. დედაჩემი დიასახლისია.

ბავშვობაში ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი. მოგვიანებით ცეკვამ გამიტაცა, მაგრამ როდესაც მამამ მუსიკალურ ცენტრში შემიყვანა, მას შემდეგ ყველგან ვმღეროდი.  
"X-ფაქტორამდე" ჯარისკაცის ცხოვრებით ვცხოვრობდი, ერთწლიანი კონტრაქტი მაქვს. აჭარის უმაღლესი საბჭოს დაცვაში ვმსახურობ. ჯარში არ იცოდნენ ჩემი მუსიკალურობის ამბავი და გაუკვირდათ, როცა გაიგეს, კონკურსში ვმონაწილ­ეობდი. ჩემი სიმღერები მათაც გავაცანი და გამათავისუფლეს. კონკურსის მიმდინარეობისას ხშირად მეხმიანებოდნენ, მგულშემატკივრობდნენ.

- შეყვარებული თუ გყავს?
- მყავდა, მაგრამ დავშორდით. პირველ ხანებში დეპრესია მქონდა, მაგრამ გად­ავიტანე. დღეს ჩემი გული თავისუფალია. მომწონს თავშეკავებული და ჭკვიანი გოგოები. მიმაჩნია, რომ ცისფერთვალება გოგონები ყველაზე ლამაზები არიან.

- ამბობენ, გიორგიმ პროექტში პოპულარობის პარალელურად ნინი ბრეგვაძის სახით­ სიყვარულიც იპოვაო...
- მე და ნინი საუკეთესო მეგობრები ვართ. ეს არის და ეს.
ამ კონკურსმა შემმატა თავდაჯერება, ბევრი რამ ვისწავლე. ახლა დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემი ცხოვრება თავიდან ბოლომდე მუსიკასთან იქნება დაკავშირებული.

- ამჟამად რაიმე შემოთავაზებები გაქვს?

- შემოთავაზება ბევრი მაქვს, მაგრამ ჯერჯერობით საქართველოდან წასვლას არ ვაპირებ. ბათუმში წავალ, დავისვენებ.

- ჟიურის შეფასებებს თუ ითვალისწინებდი?­

- შეფასება ბევრი იყო, კარგიც და ცუდიც. მე მაინც იმას ვაკეთებდი და ისე, როგორც მიმაჩნდა სწორად. ჯიუტი ვარ...

- ვის შეუძლია აზრი შეგაცვლევინოს?
- მამაჩემს.

- ჩანს, მამას ძალიან ენდობი.
- ასეა...
ამჟამად ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ვმღერი და ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის კონსერვატორიის თერთმეტწლედშიც ვსწავლობ.

- სად ოპერა და სად როკი?

- როკს 2 წელია ვმღერი, როკოპერაც მიმღერია არაერთხელ...
კონკურსამდე უხეში და სულ სხვანაირი ადამიანი მეგონა გიორგი გაბუნია. როდესაც გავიცანი, სხვა ადამიანი აღმოჩნდა: მეგობრული, ძმაკაცური, დიდთან დიდი და პატარასთან - პატარა. ისე დავმეგობრდით, თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობ.

- ალბათ, გოგონებში პოპულარული­ გახდი.

- საკმაოდ. ქუჩაში, ინტერნეტით ბევრს აქვს ჩემი გაცნობის სურვილი. სელფის გადაღებასაც მთხოვენ.
ჯერჯერობით, დაოჯახებას არ ვაპირებ. 19 წლის ვარ, არ ვჩქარობ.

ეკა სალაღაია
ნათო
27 ივლისი 2015 14:31
გიორგი ნამდვილად კარგი მომღერალი ხარ,ხშირად გაძლევდი ხმას, მაგრამ ნინი უკეთესი და მრავალფეროვანია.გისურვებ წინსვლას და წარმატებას,ბევრი უნდა ისწავლო კიდევ

რედაქტორის რჩევით