კატასტროფის მოლოდინში
27-07-2015
ქვეყანაში უმძიმესი ეკოლოგიური ვითარებაა. სპეციალისტების პროგნოზი შემაშფოთებელია: თუ ეკოლოგიას სასწრაფოდ არ მივხედეთ, 50 წლის შემდეგ საქართველოს მოსახლეობა მილიონზე ნაკლები დარჩება, გადარჩენილთაგან ნახევარი კი მძიმე სენით იქნება დაავადებული!

ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში, გრანდიოზული მეგაპოლისის ფილტვებში,­ ჯანსაღი ნარგავები არასოდეს გაუჩეხავთ. ამერიკელებმა იციან, რომ ამ მწვანე საფრის ხარჯზე მშენებლობა დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მიწის ყველაზე მაღალი ფასი სწორედ ნიუ-იორკშია.თბილისის ვაკის პარკი კი დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი რეკრეაციული ზონაა­ და უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში მისი
ფართობი 40%-ით შემცირდა! იქ, სადაც ჯერ კიდევ  XXI საუკუნის დამდეგს მრავალწლოვანი ხეები ხარობდა, დღეს საცხოვრებელი სახლები, რესტორნები და დაწესებულებებია. ვაკის პარკის მსგავსად ვანდალურად გაიჩეხა თბილისის ფაქტობრივად ყველა რეკრეაციული ზონა. ხეებს და მწვანე­ ნარგავებს, რომელიც ჰაერში არსებული მავნე ნივთიერებებისგან ყველაზე მეტად გვიცავს, საქართველოში ნამდვილი ომი გამ­ოუცხადეს.
მათ ხარჯზე კი კოლოსალური თანხები "იჭრება".
ადამიანი დღე-ღამეში დაახლოებით 15 კილოგრამ ჰაერს ჩაისუნთქავს. მკვლევართა­ შეფასებით კი, თბილისში ჰაერი კატასტროფულად დაბინძურებულია - მტვრის საშუალო კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას 5-ჯერ აღემატება. ჯერ კიდევ 2000 წელს თბილისი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად აღიარეს. მას შემდეგ­ 15 წელი გავიდა და ვითარება გაცილებით გაუარესდა. ყოველწლიურად ატმოსფეროში 300 ათას ტონამდე მავნე ნივთიერება ხვდება. აქედან 83% ავტოტრანსპორტზე მოდის.

2004 წლიდან ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება გაუქმდა. ამით ხელისუფლებამ მძღოლების გული მოიგო,­ მაგრამ მოსახლეობის ჯანმრთელობა მკვეთრად შეარყია. ავტოპარკის თითქმის 80% 15-20-წლიან და კიდევ უფრო ძველ მანქანებზე მოდის. არადა, ძველი მანქანა, ახალთან შედარებით, 15-ჯერ მეტ მავნე ნივ­თიერებას აფრქვევს. იმ ქვეყნებში, სადაც ასეთ მანქანებს ვყიდულობთ, კანონი ადამ­იანის ჯანმ­რთელობას მკაცრად იცავს. ძველ ავტომობილებს ტკეპნიან და ჯართში აბარებენ. საქართველოში კი გაუმა­რთავი მანქანების პრობლემას საწვავის საეჭვო ხარისხიც ემატება. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა  ექსპერიმენტი ჩაატარა - აღმოჩნდა, რომ ბენზინში ტყვიის შემცველობის გადაჭარბებული რაოდენობის გამო საქართველოში წელიწადში ათიათასობით ადამიანი ავადდება.

ვანდალურად გაიჩეხა თბილისის ფაქტობრივად ყველა რეკრეაციული ზონა. ხეებს და მწვანე ნარგავებს, რომელიც ჰაერში არსებული მავნე ნივთიერებებისგან ყველაზე მეტად გვიცავს, საქართველოში ნამდვილი ომი გამოუცხადეს. მათ ხარჯზე კი კოლოსალური თანხები "იჭრება"
ბინძური ჰაერი დამღუპველად მოქმე­დ­ებს­­­ ყველაზე: მინისტრსა და უმუშევარზე­, მდიდარსა თუ ღატაკზე, ასაკოვანსა თუ ახალგაზრდაზე, ყველაზე მეტად კი ბავ­შვებზე.­ მავნე­ ნივთიერებების განსაკუთრებული კონცენტრირება მიწის ზედაპირიდან 1 მეტრ სიმ­აღლეზე ხდება. ამდენად, ბავშვის ორგანიზმში­ გაცილებით მეტი მავნე ნივ­თიერება ხვდება, ვიდრე ზრდასრულისაში. საქართველოში საგანგაშოდ იმატა გულ-სისხლძარღვთა და სიმსივნურმა დაავადებებმა. დაბინძურებული ჰაერი ერთ-ერთი მიზეზია საქართველოში შობადობის­ კატასტროფული კლებისა. ამ თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. შესაბამისია ქვეყნის მდგომარეობა­ მოს­ახ­ლეობის მატების ტემპით - 232 სახელმწიფოს შორის საქართველო 217-ე­ საფეხურზეა. მკვეთრად გაიზარდა სიკვდილიანობის პროცენტიც, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკობრივ ჯგუფში.

უკანასკნელ წლებში ქვეყანაში ათასობით ჭადარი მოჭრეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ ფაქტს ზარ-ზეიმით შეხვდა, რადგან  ხეების მოჭრის მიზეზად ალერგია სახელდებოდა. არადა, ირკვევა, რომ ურბანულ მცენარეთა შორის ჭადარი ყველაზე­ ნაკლებად იწვევს ალერგიას და ყველა ნარგავს შორის გამორჩეულია მავნე ნივთიერებების მოცულობის შთანთქმით...

ქვეყანა გარდაუვალი კატასტროფის წინაშე დგას! ვინ არის დამნაშავე? - ალბათ, ყველა: მთავრობაც და პარლამენტიც, ბიზნესიც და სამოქალაქო სექტორიც, მედიაც და, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი.

მიხეილ ჩერქეზია
თეკლა
14 აგვისტო 2015 11:23
აქ ყველა გულს იოხებს მერიის თუ სხვა პიროვნებების ლანძღვა გინებით.რომელს წაგართვეს ხელიდან ან ნერგი ან ბარი რომ არ დარგო მცენარეო.თუ ყველაფერი სხვამ უნდა აკეთოს,თქვენ ბატონებს როგორ გეკადრებათ.არ გცალიათ ძაღლები და კატები გყავთ მოსავლელი და მათი ფეკალიებით ქუჩები დასაბინძურებელი.რაც შეეხება ჭადრის ხეებს.ისინი მართლაც იწვევენ ალერგიას და მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს დისკომფორტს უქმნიან,ასეთი მცენარეები უნდა შეიცვალოს სასარგებლო მცენარეების ნარგავებით.მადლობა ღმერთს მათი ფართო არჩევანია.მთავარი ჩვენი მოწადინება და გულისხმიერებაა.
davit67-s
07 აგვისტო 2015 16:21
დიდი ვერაგი ვიღაც ბრძანდები.ვერ გრძნობ,რომ ხალხი ნელ-ნელა ოკოლოგიური დაავდების მსხვერპლი ხდება?საავადმყოფოები გადავსებულია მუცლის ონკოლოგიური დაავადებით.შენ ალბათ სადღაც ჯუნგლებში ცხოვრობ და ყრუ ხარ.50 წელში კიარა,20 წელი საკმარისია,რომ მუცლის კიბოთი ქვეყანაში ნახევარი დაიღუპოს.გაიარე მაინც საავადმყოფოებში,დამჯდარხარ კომპიუტერთან და მეჭორავები.
david67
02 აგვისტო 2015 23:03
მაგარი ტყუილები წერია ამ სტატიაში! ავტორი დაშინების პოლიტიკას ატარებს ნებსით თუ უნებლიედ.50 წლის შემდეგ რა იქნება ეს არავინ არ იცის, მაგრამ ვინ თქვა რომ ონკოლოგიური დაავადებები ცუდი ეკოლოგიის გამო ჩნდება? მთელი მსოფლიო მუშაობს ამაზე თუ რატომ ავადდება ამ სენით ადამიანი და ჯერ ვერავინ დაადგინა , თავისთავად თუ ამის დადგენა მოხდა წამალიც გამოიგონება, აქ კიდევ უკვე დიაგნოზი დაუსვეს.კი ბატონო აუცილებელია ხეების დარგვაც ბუნების მოვლაც, მაგრამ ტყუილებს რატომ წერთ, რომ თითქოს 50 წელიწადში მილიონი დავრჩებით და ისიც ნახევარი დაავადებული.
ვისაც მანქანა ყავდა ტექდათვალირება "ჩესნად" ვინმეს გაუვლია?, იქნებ დაწეროთ.

რედაქტორის რჩევით