"მე მესროლონ რუსებმა!"
27-07-2015
"მე მესროლონ რუსებმა!"
ცნობილ მომღერალსა და ქართველებისთვის საამაყო ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე სასაუბროდ დავუკავშირდით. მოზღვავებული ემოციების გამო ჩვენი საუბარი არაერთხელ შეფერხდა...

- ძალიან დიდ განცდებში ვარ და ძალიან გაბრაზებული! ვგიჟდები პირდაპირ! ახლაც რომ გესაუბრებით, სულ ჟრუანტელი მივლის. არანორმალურად შეყვარებული ვარ ჩემს ქვეყანაზე! ჩემი ქალაქი მიყ­ვარს უზომოდ! თუმცა, ბოლო დროს მგონია, ჩემს თბილისში კი არა, სხვა ქალაქში­ ვცხოვრობ! როცა ახალ მშენებლობებს ვხედავ, ცუდად ვხდები. თითქოს ხომ აშენებ­ენ, მაგრამ ეს ქალაქის დანგრევაა. ისედაც
პატარა ადგილი უჭირავს, და ამ ქალაქის მთებზე რომ წამომიყუდებ ამხელა სახლებს,­ როგორ შეიძლება, გული არ გამისკდეს?! აბაშიძის ქუჩაზე ისეთი სახლები შენდება, შეიძლება თავი მოიკლა ადამიანმა! მე მთაწმინდაზე დავიბადე და ცოტა ხნის წინ ეკას ვუთხარი, ძალიან მენატრება, დედიკო, იქაურობა, ამიყვანე კოტე მესხის ქუჩაზე, გეხვე­წები-თქო... მინდოდა ის
ძველი­ თბილისი­ მენახა, ძველი შენობებით... ამიყვანა ეკამ და ახლაც გულამოსკვნილს მეტირება, რადგან მიყვარს ჩემი ქალაქი და მინდა ვიამაყო მისით. ბავშვობიდან თბილისი კარგად­ მახსოვს: პატარა ქალაქი ერთი ოჯახივით იყო, ცოტა მანქანა დადიოდა. რა თქმა უნდა, ცხოვრების ტემპს უნდა აჰყვე, დროს მოაქვს სიახლეები და ახლის მიღება­ თავის დროზე პარიზშიც გაუჭირდათ - ეიფელის კოშკი რომ დადგეს, ჭკუიდან გადადგა ხალხი, თუმცა, ახლა სიმბოლოა ქალაქის, მაგრამ თბილისში რაღაც საშინელება შენდება. მაპატიონ მათ, ვისაც მშენ­ებლობა ეხება, მაგრამ ხმამაღლა ვაცხადებ: ამ ხალხს ძალიან არ უყვარს ქალაქი, მხოლოდ ფული უნდათ! ვინმე თუ იტყვის ჩემზე, რა მკაცრად გამოდისო, ვეტყვი, რომ მე ჩემი ქალაქის სიყვარული მალაპარაკებს! ჩემი სამშობლო, ჩემი ქალაქი და ჩემი ოჯახი - ეს სამი რამ მასულდგმულებს!

არ მინდა­ ისე ჩანდეს, თითქოს მხოლოდ  მე მიყვა­რს­ ჩემი ქვეყანა და სხვას - არა. ყველა პატრიოტია თავისი ქვეყნის და ვინც უცხოეთშია წასული, მეტად უყვართ და ენატრებათ თავიანთი მიწა-წყალი...

- ახლახან თბილისს სტიქია რომ დაატყდა თავს, ალბათ, ძალიან განიცადეთ...
- იმ დროს დაღესტანში სცენაზე ვიდექი, კონცერტი მქონდა და არაფერი გამიგია. მეორე დღეს გავიგე და ვინც კი ჩემ გვერდით იყო, ყველა ჩემს დაწყნარებას მოუნდა.­ მემუდარებოდნენ, ნუ ტირი, ყველაფერი კარგად იქნებაო. გავგიჟდი და ახლაც ვერ­აფრით ვიკავებ თავს, რომ არ ვიტირო... 

თავად წვერში მაქვს აგარაკი. 25 წლის წინ შევიძინე და ვგიჟდები იქაურობაზე, ენით აუწერელი სილამაზეა. სულ ვეხვეწებო­დით რაიკომის მდივნებს, გზა გაეკეთებინათ, რადგან ნაპრალებიან გზებზე დავდიოდით. იქ არც წყალია, არც გაზი, არც მაღაზიები,­ მაგრამ თავისი სილამაზით უზომოდ გიზიდავს. სულ ხელოვანები ისვენებდნენ, რომლებსაც ფული არ ჰქონდათ, თორემ ვინმე მილიონერი რომ ყოფილიყო, გზასაც გააკეთებდა... იქნებ მოხერხდეს და გზა გაკეთდეს, სხვაგან წასასვლელი არსად მაქვს. წყალიც არ არის, მაგრამ სულ იქ მინდა­ ყოფნა, ვეთიშები ყველაფერს. ოთხივე მხრიდან მთაა, არაჩვეულებრივი ჰაერია და სამკურნალო მდინარე ვერე. ამ მდინარეში ვბანაობდით სულ...

- ქვეყნის დიდი ტკივილია ისიც, რომ ისევ გრძელდება მცოცავი ოკუპაცია...
- დიახ, ვერ წარმოიდგენთ, როგორი გამწარებული ვარ. ჩემი შუათანა შვილი­შვილი რაღაც საზოგადოებაშია, სულ იქ დადის და ეხმარება მოსახლეობას. საჭმელი­ მიაქვთ, მოხუცები თბილისში ჩამოჰყავთ... ეს ახალგაზრდები­ კიდევ უფრო გამწარებული არიან, გიჟებს ჰგვანან, რადგან ყველაფერს თავისი თვალით ხედავენ. მეც წავიდოდი იქ, მაგრამ არავინ წამიყვანს...

ომი რომ იყო, 11 აგვისტოს ჩამოვფრინდი­ და როცა თქვეს, ქალაქში შემოდიანო, სინდისს გეფიცებით, თუ რამეს ვამატებდე, ვამბობდი,­ გავალ და პირველ ხაზზე დავდგები-მეთქი! მერე რა, მესროლონ, ხომ გამოჩნდება, მათ რა ჩაიდინეს-მეთქი! არაფრის არ მეშინია, რადგან შინაგანად ძალიან უშიშარი ვარ! ახლაც შემიძლია წავიდე­ და წინა ხაზზე დავდგე! მე ასე მწამს! არ მიყვარს ასეთი გამოსვლები, ჟანა დ,არკი ხომ არ ვარ, მაგრამ თუ რამ ეშველება ჩემს სამშობლოს, ყველაფრისთვის მზად ვარ! იქ დავდგები წინა ხაზზე, მაგრამ ქალების ქუჩაში გამოსვლებსა და მიტინგებს ვერ ვუძლებ...

- მიიჩნევთ, რომ არსებობს ორი რუსეთი?

- დიახ! რუსეთში არაჩვეულებრივი­ ხალხი ცხოვრობს, ისინი არაფერ შუაში არიან... ომის შემდეგ რუსეთის დიდ ქალაქებში - მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში და სხვაგან კონცერტი აღარ გამიმართავს.­ შინაგანად ვერაფრით გადავლახე... თუმცა, ეს არის ჩემი ლუკმაპური და არ შეიძლება­ გავჩერდე. ამიტომ დავბოდიალებ სადღაც, პატარა ქალაქებში... როდესაც "თბილისოს"­ ვმღერი, გეფიცებით, ყველგან ფეხზე დგებიან. ყველა კონცერტს ამ სიმღერით ვამ­თ­ავრებ. კივიან და არის ერთი ამბავი. სულ ვფიქრობ, ამ ხალხს რას ვერჩი, რომ არ ვიმღერო-მეთქი... პოლიტიკაში საერთოდ არ ვერევი, რადგან ძალიან ბევრ რამეზე­ წარმოდგენა არ მაქვს. ბევრი რამ კეთ­დება არასწორად და ვერ გავერევი ამ ჭუჭყში... საშინელება ხდება რუსეთშიც და უკრაინაშიც. უკრაინაში რაღაც კლუბია­ ჩემი სახელობის და იქ რომ ვეკითხები, მითხარით, რა ხდება-მეთქი, გაგიჟებული არიან, - ნანი, ვერც კი წარმოიდგენ, რა პროპაგანდა მიდის ჩვენს წინააღმდეგო. უკრაინაშიც არიან ისეთები, რუსეთს რომ ემხრობიან...

- რუსეთში ალბათ, ბევრი კარგი მეგ­ო­ბარი გყავთ...

- ყველგან არის კარგი, ცუდი და საუკეთესო. რუსეთში საოცრად კარგი ახალგაზრდობაა, პროგრესულად მოაზროვნე.­ მათთან შეხვედრა ძალიან მახარებს. არ შეიძლება ჩვენ ერთმანეთი შევიჯავროთ. სიძულვილით­ არსად არავის არაფერი უშენებია. სიკეთე ვაკეთოთ და ყველასთვის კარგი იქნება. ვერ მოილაპარაკეს მთავრობებმა და ხალხი იჭყლიტება. მეუბნებიან, ოპტიმისტი ხარო, მაგრამ ესეც თუ დავკარგეთ, მაშინ მოგვიკლავს თავი...

მანანა გაბრიჭიძე
სანო
30 ივლისი 2015 12:22
არაჩვეულებრივი ქალბატონი, რომელსაც არ შეხებია არავითარი ჭორი და სისაძაგლე. იამაყეთ ასეთი ქართველებით, რომლებიც მოღვაწეობენ რუსეთში. თამრიკო გვერწითელმა კრემლში ჰერიო ბიჭებო იმღერა,(არ გავახაროთ მტერიო) მეტი რა გინდათ.
sopo
30 ივლისი 2015 01:02
უნიჭიერესი და უსაყვარლესი ბრძანდებით რომ არა თქვენ ბუბა გვერდწითელი პავლიაშვილი წერეთელი და კიდევ ბევრი ნიჭიერი ქართველი რუსეთი ალბათ დააღებდა ხახას და გადაგვყლაპავდა სწორედ თქვენს გამო ერიდებათ და ანგარიშ გვიწევენ კიდევ!!!
^_^
30 ივლისი 2015 00:52
ზოგის კომენტარზე მიჩნდება აზრი რომ წარმოდგენა არ აქვთ საერთოდ რა ხდება და არც ლოგიკა გააჩნიათ.
რომ იძახით სად იყავი წინა მთავრობის დროსო, მიჩვენეთ სტატია სადაც ნანის მიმდინარე პროცესების შეფასებას ეკითხებიან. ეკითხათ და იტყოდა.
თქვენნაირი არამკითხე მოამბესავით რომ არ ლაპარაკობს ძალიანაც კარგია.

ქალბატონო ნანი ნეტა თქვენნაირი მომღერალი ბევრი გვყვავდეს საქართველოშიი, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ერთადერთი ხართ.

რედაქტორის რჩევით