ვუდი ალენის მუზა - ყველაზე სექსუალური სკარლეტი
03-08-2015
ვუდი ალენის მუზა - ყველაზე სექსუალური სკარლეტი
სკარლეტ იოჰანსონი ჰოლივუდის ახალგაზრდა თაობის ყველაზე პოპულარული ქერათმიანი ლამაზმანია. ჟურნალ  FHM-ის ვერსიით, ის ყველაზე სექსუალური ქალი და ინტელექტუალური კინოს გურუს, ვუდი ალენის მუზაა. 25 წლის ვარსკვლავი რამდენჯერმე წარადგინეს "ოსკარზე". მშობლებმა მას სკარლეტი "ქარწაღებულნის" გმირის პატივსაცემად დაარქვეს. არავინ იცის, სახელის მაგიამ იმოქმედა თუ ბედისწერამ ინება, მაგრამ სკარლეტი ყოველთვის აღწევდა მიზანს...

ბუნებრივი ქერა თმის, დამატყვევებელი ცისფერი თვალების, მაღალი მკერდისა და სავსე ტუჩების მქონე მსახიობი კი სექსუალურობას "მალფუჭებად პროდუქტად" მიიჩნევს, თუმცა, მშვენივრად იცის,
რომ ლამაზია."სილამაზის რეცეპტი დედისგან მომყვა: ბევრი წყალი დალიე, არასოდეს ადგე მაღვიძარას ზარზე და არ მოსწიო", - ამბობს მსახიობი.

სკარლეტს არ უყვარს ხმაურიანი თავ­ყრილობები, თავს არ იქანცავს სპორტდარბაზში სიარულით, აღმერთებს პურფუნთუშეულს და არ ითვლის კალორიებს.­ "ძალიან მიყვარს პური. მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი, საცხობში ვიმუშავებდი", - ირწმ­უნება
მსახიობი.

ხელისა და გულის შეთავაზება პირველი ქმრისგან, კანადელი მსახიობის, რაიან რეინოლდსისგან სკარლეტმა სმს-ით მიიღო და ინანიებს, რომ სულელური კომედიის გმირი შტერი ქერა ქალივით მოიქცა, აღფრთოვანებისგან აჭყივლდა. "ბედნიერებით პირთამდე­ სავსე ვიყავი!" - აღიარებს სკარლეტი. რაიანთან მისი ქორწილი ვანკუვერის შორიახლოს, კურორტზე, 40-მდე უახლოესი მეგობრისა და ნათესავის გარემოცვაში მოკრძალებულად გაიმართა.
მსახიობს არასტანდარტული სიურპრიზები ჰყვარებია. მან რაიანს ერთ-ერთ დაბადების დღეზე­ წინადღეს ამოღებული სიბრძნის კბილი აჩუქა! იოჰანსონის ბობოქარი რომანები არაერთხელ დასრულებულა სკანდალით, თუმცა­ 2013 წელს ვარსკვლავმა თავისი გული "უბრალო" ფრანგ ბიჭს”აჩუქა. ნუთუ რომენ დორიაკმა შეძლო ის, რაც ვერც ერთმა მამაკაცმა ვერ მოახერხა - აიძულა მამაკაცების გულთამპყრობელი, დაშოშმინებულიყო.
სკარლეტი მიჩვეული­ იყო, რომ მამაკაცები მისთვის ჭკუას კარგავდნენ. 18 წლისამ კი უკვე აღაშფოთა ჰოლივუდი: მას ბენისიო დელ ტოროსთან სასიყვარულო თამაშებისას შეუსწრეს, თანაც სად, ვარსკვლავური სასტუმრო "შატო მორმონის" ლიფტში! ბენისიოც დიდ ფათერაკში გაეხვია–- უნდა აეხსნა, რა საქმე ჰქონდა მასზე 17 წლით უმცროს გოგონასთან.

ამ ამბის შემდეგ სკარლეტს კვალში ჩაუდგნენ პაპარაცები. ერთხელ ბრედლი კუპერთან ერთად ფოტოობიექტივში მოექცა, ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ბარში, საიდანაც ხელიხელგადახვეული მსახიობები სკარლეტის სახლისკენ გაეშურნენ, შუაღამისას კი ბრედლის პიცერიაში გაქცევამ მოუწია -  ლამაზმანს მოშივდა...
"მიმაჩნია, რომ ადამიანებს არ ახასიათებთ მონოგამია, - განაცხადა ერთხელ სკარლეტმა და მაშინვე დაეშურა თავის მართლებას, - ეს არ ნიშნავს, რომ არ მჯერა ნამდვილი სიყვარულის და სულების ნათესაობის".
ინფორმაციამ დორიაკისა და სკარლეტის რომანის შესახებ 2012 წლის ნოემბერში გაჟონა: რეპორტიორებმა სწრაფად გაარკვიეს, ვინ იყო ეს იდუმალი უცნობი: ჟურნალისტი, პარიზული ჟურნალ ჩლარკ-ის ყოფილი რედაქტორი, შემდგომ კი კრეატიული სააგენტოს მფლობელი. მოკლედ, "უბრალო" ფრანგი ბიჭი. ჰოლივუდის ვარსკვლავი­ მას საერთო ნაცნობმა, ტატუს ცნობილმა ოსტატმა  გააცნო, რომელმაც თავის დროზე სკარლეტს სვირინგი გაუკეთა: ნალის გამოსახულება წარწერით – Lucky You.

სკარლეტისა და დორიაკის რომანი თავდაპირველად სერიოზულად არავინ აღიქვა­,  თუმცა, 2013 წლის სექტემბერში სკარლეტმა რომენის საჩუქრის - ნიშნობის ბეჭდის დემონსტრირება მოახდინა, ვარსკვლავის წარმომადგენელმა კი დაადასტურა, რომ შეყვარებულები დაქორწინებას აპირებდნენ.
მალე ჟურნალ People-სთვის მიცემულ ინტერვიუში სკარლეტმა თითქოს ყოყმანი­ დაიწყო: "ძალიან შეყვარებული ვარ და რომენის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობ, თუმცა დაქორწინებას არ ვჩქარობ, თანაც ბავშვების გაჩენას ჯერ არ ვაპირებ".

სკარლეტმა ერთხელ ხომ უკვე მოასწრო გათხოვება - 2008 წელს რაიან რეინოლდსთან  იქორწინა. მაშინ ვარსკვლავი 21 წლის იყო. ქორწინებამ ორ წელს გასტანა. ვარაუდობდნენ, რომ განშორების მიზეზად სკარლეტის უარი იქცა შვილების ყოლაზე. თავად სკარლეტმა გაყრის მიზეზი ასე განმარტა: "მეც და რაიანიც საშინლად დაკავებული­ ვიყავით და მეტისმეტად ბევრ დროს ვატარებდით ცალ-ცალკე. მზად არ აღმოვჩნდი იმისათვის, რომ ქმართან ერთად გამეყო­ ბედიცა და უბედობაც".

ეგებ ის საერთოდ არ იყო მზად, სარეცლის ერთ კაცთან გასაყოფად? განქორწინების შემდეგ ხომ სკარლეტს სასიყვარულო ინტრიგები ჰქონდა 50 წლის შონ პენთან, რომელთანაც ბობოქარი რომანის 3 თვის თავზე საცხოვრებლად გადავიდა მის 3 მილიონ 800 ათას დოლარად ღირებულ მალიბუს სახლში; ასევე, რომანები ჰქონდა ჯოზეფ გორდონ-ლევიტთან, მარკ უოლბერგსა და ჯასტინ ტიმბერლეიკთანაც, შემდეგ კი რომენ დორიაკი გამოჩნდა...
შეყვარებულის გამო სკარლეტი პარიზში­ გადასახლდა და ეჭვიანობაც დაიწყო დორ­იაკზე: "ეჭვიანი არ ვიყავი მანამ, სანამ მას, ერთადერთსა და განუმეორებელს, არ შევხვდი... შესაძლოა, წარსულში მსგავსი გრძნობა არ განმიცდია", - გამოუტყდა ვარსკვლავი ჟურნალ "ესკვაირს".

2014 წლის მარტში ხმა გავრცელდა სკარლეტის ფეხმძიმობის შესახებ, რამდენიმე­ დღის შემდეგ კი მსახიობი ბლოკბასტერ "პირველი შურისმაძიებელი, სხვა ომის" ჰოლივუდურ პრემიერაზე გამოჩნდა მაქმა­ნიანი კორსეტითა და ბასკით, რომლის ქვეშაც გამოცდილმა ჟურნალისტებმა წამოზ­რდილი მუცელი შენიშნეს. "უოლ სტრიტ ჯორნალს" კი მსახიობმა განუცხადა, რომმის წინაშე რთული ამოცანა დგას: გამოძებნოს ბალანსი კარიერასა და ოჯახს შორის.
2014 წლის სექტემბერში ამ ქვეყანას­ სკარლეტისა და რომენის ქალიშვილი როუზ-დოროთი მოევლინა. იოჰანსონი თავისი ქალიშვილის მამას მხოლოდ შვილის დაბადების შემდეგ მისთხოვდა, წყვილმა მალულად იქორწინა 1-ელ ოქტომბერს მონტანას შტატის ქალაქ ფილიპსბურგში. "გათხ­ოვების მთავარი ღირსება: შენ იგებ საკუთარ თავზე რაღაცას, რაც აქამდე არ იცოდი",­ - დაასკვნა ვარსკვლავმა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით