საბჭოთა ტერორი სერიიდან - საქართველოს ილუსტრირებული ისტორია
10-08-2015
საბჭოთა ტერორი სერიიდან - საქართველოს ილუსტრირებული ისტორია
ფოტოდან ამოშლილი სახეები

რეპრესირებულთა ოჯახის წევრების მდგომარეობა საზოგადოებაში


საბჭოთა ტერორი საქართველოს უახლესი ისტორიის მძიმე პერიოდია, რომელიც დღემდე არ არის ბოლომდე შესწავლილი, შეფასებული, გააზრებული და რომლის უარყოფით შედეგებს დღესაც იმკის საზოგადოება და დღესაც საზოგადოების ინტერესის სფეროს წარმოადგენს, ამიტომაც წიგნი, რომელიც "კვირის პალიტრის" ამ ნომერთან ერთად გამოვიდა, ყველა თაობისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ”საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის” მე-11 ტომი სწორედ საბჭოთა ტერორის შესახებაა. ის "კვირის პალიტრასთან" ერთად სპეციალურ ფასად ერთი კვირის განმავლობაში გაიყიდება.  წიგნში 
აღწერილი ყველა ამბავი, ეპიზოდი, დეტალი, საერო და საეკლესიო კოსტიუმები დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით არის შექმნილი და თვალსაჩინოს ხდის მთელ ეპოქას. გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან.


საბჭოთა რეპრესიები აისახებოდა რეპრესირებული ოჯახის იმ წევრებზეც, ძირითადად, შვილებზე, რომლებიც გადასახლებაში არ გაუგზავნიათ. სახელმწიფო მათ ოფიციალურად „სამშობლოს მოღალატის შვილებს“ უწოდებდა. ჯერ კიდევ თავისუფალი
მოქალაქეები ყველანაირად ცდილობდნენ რეპრესირებულ პირებთან მეგობრობისა თუ ნაცნობობის დამალვას.


"სამშობლოს მოღალატის" შვილი და საზოგადოება

84 წლის ოლღა ქავთარაძის წერილი საქართველოს რესპუბლიკის პროკურორ თოფურიძისადმი, რომელშიც სთხოვს, რომ მის ქალიშვილს - ელისაბედ ქავთარაძეს - გადასახლებიდან საქართველოში დაბრუნების ნება დართონ
რეპრესირებული პირის ოჯახს ართმევდნენ ქონებას, ბინას. საცხოვრებლად უტოვებდნენ მხოლოდ ერთ ოთახს ან სხვაგან გადაჰყავდათ. დათრგუნვილი საზოგადოება­ გაურბოდა „სამშობლოს მოღალატის“ შვილებს და ოჯახის სხვა წევრებს. ამის მიზეზი იყო, ერთი მხრივ, შიში და მეორე მხრივ, სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც რეპრესირებულთა ოჯახის წევრებს ეჭვის თვალით უყურებდა, მათ ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობას არ აძლევდა. რეპრესირებული მიხეილ მგალობლიშვილი იგონებს: „სახკომსაბჭოს თავმჯდომარე გერმანე მგალობლიშვილი უცხოეთის ჯაშუში "აღმოჩნდა"... როცა მგალობლიშვილის გვარის პატარა ბავშვმა ოლიმპიადაზე საუცხოოდ იცეკვა და ჟიურიმ პირველ ადგილზე წარადგინა, ბერიამ პირადად ამოშალა ეს ბავშვი სიიდან - ხალხის მტრის ნაშიერი იქნებაო.
"სამშობლოს მოღალატის" შვილს“ პრობლემებს უქმნიდნენ სამსახურის დაწყების დროსაც.

საბჭოთა საზოგადოება ტერორის დროს

საბჭოთა საზოგადოება ჩაკეტილი იყო. მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო საბჭოთა პრესა, რადიო და, მოგვიანებით, ტელევიზია იყო, რომელთაც სრულად აკონტროლებდა სახელმწიფო. იმდროინდელი რადიო და პრესა საზოგადოებას „ხალხის მტრების“ სიებს აცნობდა და არწმუნებდა, რომ მათ ჩაიდინეს სამშობლოს ღალატის ტოლფასი დანაშაული. მოსახლეობას სხვა წყაროს მეშვეობით განსხვავებული ინფორმაციის მიღების საშუალება არ ჰქონდა. ისინი იძულებული იყვნენ დაეჯერებინათ პროპაგანდისტული გადაცემებისა და სტატიებისათვის.

საბჭოთა ხელისუფლება დიდ ყურადღებას აქცევდა აგიტაცია-პროპაგანდას, ამიტომ იყო, რომ საზოგადოების უმრავლესობამ ირწმუნა საბჭოთა იდეოლოგიისა და კომუნისტი ბელადების, განსაკუთრებით კი სტალინის, რომელსაც ხალხი აღმერთებდა. ბევრს არ სჯეროდა, რომ უდანაშაულოდ შეიძლებოდა დაეჭირათ ვინმე, სანამ მათ ან მათ ახლობელს არ შეეხებოდა რეპრესიები და საკუთარი გამოცდილებით არ დარწმუნდებოდნენ. მასობრივი დაპატიმრებებისა და დასმენების გამო ხალხში უნდობლობა და შიში იყო გაბატონებული.

წყნეთის სკოლის მოსწავლეები
გადაშლილი სახეები

ხშირია შემთხვევა, როცა ფოტოებზე აღბეჭდილი რამდენიმე ადამიანიდან, ზოგიერთის სახე წაშლილია. ტერორის პერიოდის ფოტოებიდან შლიდნენ იმ პირთა სახეებს, რომლებიც რეპრესიებს შეეწირნენ. ამას საკუთარი უსაფრთხოებისთვის აკეთებდნენ, რადგან რეპრესირებულ ადამიანთან ნაცნობობა სახიფათო იყო.







ლადო ასათიანი (1917-1943) პოეტის დედა 1937 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს, თავად კი, როგორც ”ხალხის მტრის შვილი”, ინსტიტუტიდან გარიცხეს. ლადო ასათიანს დედა აღარ უნახავს
გაუცხოება

რეპრესირებული მშობლების შვილები ბავშვთა სახლებში ან ნათესავებთან იზრდებოდნენ. ბევრ მათგანს, რომლებიც ჩვილობაში მოსწყვიტეს მშობლებს, აღარც კი ახსოვდა დედ-მამა. მრავალწლიანი გადასახლების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული მშობლები შვილებისთვის უცხო ადამიანები იყვნენ, რაც იწვევდა მათ გაუცხოებას.
giorgi
15 აგვისტო 2015 09:05
ჩემო ნოდო, ისეთები გადაასახლეს, სიტყვა "პოლიტიკა" რომ არც გაეგოთ. არ იყო საჭირო პოლიტაქტიურობა, საკმარისი იყო შენი სახის ოდნავ უკმაყოფილო გამომეტყველება, ანდა სულაც გადაკიდებული მეზობლის დანოსი, სამუდამოდ რომ დაენგრიათ ცხოვრება. ბაბუაშენ-ბებიაშენზე კი მსურს ვთქვა, რომ მათ, უბრალოდ, გაუმართლათ. ნათელი მომავალი კი რაც ააშენეს, სსრკ-ს დასასრულისთვის გამოჩნდა, თუმცა მანამდეც ჩანდა, რა წუმპეშიც მიექანებოდა ქვეყანა.
ნოდოს
13 აგვისტო 2015 17:42
აჰა, შრომობდნენ ბებიაშენი და ბაბუაშენი და ხელი არ ახლეს? ღმერთმა არ გიწყინოს ამ მიქარვისათვის! ცოტა წაიკითხე რამე, გაიგებდი მცირედს მაინც!
nino
12 აგვისტო 2015 11:07
ნოდო-ს სანამ რამეს დაწერ ჯერ უნდა მცირედი ისტორია უნდა იცოდე და თუ არ იცი არც ეს არ არის სირცხვილი შენ თვითონ შეგიძლია მოიძიო და გაიგო თუ რა ეპოქა. იყო დღესაც მზარავს მათი განუკითხაობა და აგონია, მათ არცეთი მშრომელი და და მოაზროვნე არ დაუტოებიათ,ძარცვავდენ ყველას ვისაც რა შეუძენიათ და ანადგურებდნენ ყოველივე ნათელს, არც ჩემი ბებია და ბაბუა გადაისახლებიათ, მაგრამ როდესაც ჩემი სათნო ბებია 92 წლის ასაკში შიშით იღვიძებდა და ამბობდა ბებო ნუ საუბრობ ხმამაღლა შენ აზრერზე და განცდებზე, თორემ შეიძლება დადგეს დრო და უბრალოდ ნათქვამმა სიტყვამ შენ შენი ოჯახის წევრები გაანადგუროს-ამას სიცოცხლე არ ჰქვია

რედაქტორის რჩევით