"ბუნების საიდუმლო ამოიხსნა!" - ქართველი მეცნიერი, რომელიც უდიდეს ექსპერიმენტზე მუშაობს
10-08-2015
"ბუნების საიდუმლო ამოიხსნა!" - ქართველი მეცნიერი, რომელიც უდიდეს ექსპერიმენტზე მუშაობს
ჩვენდა სასიხარულოდ, მსოფლიო სამეცნიერო წრეებში უკვე არაერთმა ქართველმა გაითქვა სახელი. მათ შორის არის ფიზიკოსი გია ყორიაული, რომელიც უკვე წლებია,­ საზღვარგარეთ მსოფლიო მნიშვნელობის კვლევებში მონაწილეობს. ერთ-ერთი ასეთი კი ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა იყო, რომელმაც გასულ წელს ნობელის პრემიაც დაიმსახურა. ზაფხულის არდადეგებზე გია ყორიაული სამშობლოში ჩამოვიდა, ჩვენც სწორედ ამ დროს ჩავწერეთ ინტერვიუ.

- ქალაქ მაინცში, იოჰან გუტენბერგის სახელობის უნივერსიტეტში, ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლად ვმუშაობ. იმავდროულად, ჟენევაში, ევროპის ბირთვული კვლევების ლაბორატორია CERN-ში ვსაქ­მიანობ, სადაც
უდიდესი­ მასშტაბის ექსპერიმენტზე ვმუშაობთ, რო­მლის მიზანი ახალი ფიზიკური მოვლენების დამზერაა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში.

- რა იყო საქართველოდან წასვლის მიზეზი?
- ის, რაც დღესაც აქტუალურია ჩვენთან - დაფინანსების სიმწირე მეცნიერებაში. სამეცნიერო ქალაქ დუბნაში (მოსკოვის ოლქის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი,­ ბირთვული ფიზიკის სფეროში უდიდესი საკვლევი ცენტრი) "ატლასის" ჯგუფს
(დეტექ­ტორი "ატლასი"; ფიზიკოსთა ჯგუფი აგებს­ დეტექტორს და მასზე ექსპერიმენტებს ატარებს) შევუერთდი. "ატლასი" მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო პროექტია, რომლის განხორციელების შედეგი ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა იყო, რომელმაც ნობელის პრემიაც დაიმსახურა.
ამ ნაწილაკის აღმოსაჩენად რამდენიმე ათეული წელი ტარდებოდა ექსპერიმენტები. ჰიგსის ველს ეს სახელი ეწოდა ბრიტანელი მეცნიერის, პიტერ ჰიგსის პატივსაცემად, რომელიც ამ თეორიის ავტორად ითვლება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰიგსის ბოზ­ონის არსებობა დადასტურდა. ესე იგი, ადამიანებმა ამოვხსენით ბუნების ერთ-ერთი საიდუმლო, თუ როგორ გაუჩნდა მატერიას მასა. ეს დიდი სამუშაო იყო, რომელშიც ათასობით ფიზიკოსი და ტექნიკური პერსონალი იყო ჩართული.

შეიძლება ბევრს სულაც არ აინტე­რ­ესებს, რომ სადღაც ახალი ნაწილაკი აღმ­ოაჩინეს, მაგრამ
ასეთი კვლევები ახალი ტექნოლოგიური მიღწევების საფუძველია. მაგალითად, XIX საუკუნეში, როცა მეცნიერ­ები ელექტრული მუხტის თვ­ისებებს აკვი­რდებოდნენ, ელექტრომაგნიტური ტალღების არსებობას წინასწარმეტყველებდნენ და მათ მოსაძებნად ექსპერიმენტებს ატარებდნენ, მაშინ ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ელექტრომაგნეტიზმის წყალობით დღეს ცხოვრების ასეთი დონე იქნებოდა. მობილური ტელეფონები, ნათურები.
ეს ყველაფერი ხომ იქიდან მოდის? ფარად­ე­ის, მაქსველის, ჰერცის დროს ასეთ დიდ ტე­ქნიკურ პროგრესს ვერავინ იწინასწარმეტყველებდა.

- ამჟამად რა პროექტებზე მუშაობთ?

- CERN-ში ახალი ექსპერიმენტი მიმდ­ი­ნ­­არეობს, რომლის მიზანი ე.წ. ახალი ფიზ­ი­­­კის­ აღმოჩენაა. ამ ექსპერიმენტისთვის­ ერთ-ერთი ფიზიკური დეტექტორის აწყო­ბ­ას­ მაინცში მე ვხელმძღვანელობდი. ეს დეტექ­ტორი უკვე CERN-შია“და მადლობა ღმერთს, წარმატებულად მუშაობს. ამ ექსპერიმენტშიც­ დიდი ადამიანური და მატერიალური რესურსი იხარჯება. იმედია, ჩვენც შევიტანთ წვლილს იმ კითხვის პასუხის გაცემაში, რა არის იმის მიღმა, რაც უკვე ვიცით სამყაროს შესახებ? ხომ არ არის რაღაც კიდევ უფრო ფუნდამენტური, ყოვლისმომცველი კანონზომიერებანი?

- განვითარებული ქვეყნები მეცნიერების განვითარებისთვის სახსრებს არ ზოგავენ. ამ მხრივ საქართველო არასახარბიელო მდგომარეობაშია.

- იმისთვის, რომ ნებისმიერ სფეროში მაღალკვალიფიციური კადრები, ტექნიკური პროგრესი და მაღატექნოლოგიური პროდუქციის წარმოება იყოს, აუცილებელია ფუნდამენტური მეცნიერების მუდმივი განვითარება. საჭიროა ახალგაზრდების მოზიდვა მეცნიერებაში. უნდა ნახოთ, როცა გერმანიაში ფიზიკოსების შეხვედრები იმართება, რამდენი ასეული სტუდენტი ესწრება.­ ფუნდამენტური მეცნიერული­ კვლევები ისეთი რამაა, ურომლისოდაც შეუძლებელია მაღალტექნოლოგიური პროგრესის მიღწევა.

- როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო, რომ ახალგაზრდობა ფიზიკით დაინტერესდეს?
- საჭიროა ამ სფეროს მეტი პოპულარ­იზაცია, კარგად გაწერილი პროგრამა. საიდან მოვლენ ფიზიკის მასწავლებლები, თუ ჩვენს უნივერსიტეტებში ფიზიკის განხრით ყოველწლიურად 100 სტუდენტი მაინც არ ისწავლის? შემდეგ თაობას ვინ უნდა ასწავლოს?

სალომე  გოგოხია
ელგუჯა
04 სექტემბერი 2015 00:19
შენ ჭირიმე,მირიანი კი არა,მგონი ვირიანი ხარ.
ალექს
13 აგვისტო 2015 08:11
ბიცოლაჩემი,ქალბატონი ზინა მარიგებდა ხოლმე ბავშვობაში,კაცს თავი იმიტომ კი არ ადგას ,ტანში წვიმა არ ჩაუვიდესო,საფიქრალად მისცა ღმერთმაო,თორემ აგერ ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარესაც,გვარს არ ასახელებდა არასოდეს, ადგას თავიო და აბა თუ დაადგა რამეს თავიო !?
ფიზიკა,ნანო ტექნოლოგია,ინტელექტუალური ბიზნესი-სფეროა სადაც საერთაშორისო ინტეგრაცია საზღვრებს გარეშეა.
მაგალითად შეუძლია თუ არა კარგ ქართველ საჰაერო დისპეტჩერს კენედის აეროპორტის ცაში მართოს თვითმფრინავების მოძრაობა?
ქართველი საფრახტო აგენტი თუ შეძლებს დაფრახტოს ან გაყიდოს და იყიდოს 150 ათას ტონიანი გემი,რომელიც იოკოგამიდან ჰიუსტონში მიდის და არათუ ფოთში,დარდანელში ძლივს ეტევა ?!
ასეთები ბევრია,არც ვასწავლით და არც ვსწავლობთ,
რატომ ?სახელმწიფო მოხელეობას,ჩინოვნიკობას, არ სჭირდება მიზეზ შედეგობრივი ანალიტიკურ უნარჩვევებიანი ნავარჯიშები ტვინი,ის კი ყველაზე მიმზიდველი პროფესიაა საქართველოში.
მირიანი
13 აგვისტო 2015 01:10
ამ კაცს არხ ჰიგსის ბოზონზე აქვს პირადი სტატია და არც რომელიმე დეტექტორზე. ასევე არაფერი იცის რუსთაველის ფონდზე და გან. სამინისტროს გეგმებზე, ან იცის და შეგნებულად დემაგოგობს. არ მჯერა მე ამ ბაქი ბუქების გაკეთები საქმეების.

რედაქტორის რჩევით