სოსო პავლიაშვილი: "მე საქართველო არ შემირცხვენია"
10-08-2015
სოსო პავლიაშვილი: "მე საქართველო არ შემირცხვენია"
რუსეთ-საქართველოს გამწვავებულ ურთიერთობაზე თავისი დამოკიდებულება რუსეთში მოღვაწე ცნობილმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა გაგვიზიარა:

- თქვენი გაზეთისთვის დავ­უშვი გამონაკლისი, თორემ საუბარი აღარ მსურს, რადგან დიდი ხანია, მივეჩვიე გამონათქვამებს­, ჭკუას ნუ გვასწავლიო! ის ხალხი, ვინც ამას ამბობდა, მიდის და მოდის, პრობლემა კი რჩება...­ საქართველოში ქართველებს ერთმანეთის ესმოდათ, უხაროდათ ერთმანეთის სიკეთე საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებსაც. სამწუხაროდ, ბოლო ათი წლის განმავლობაში­ ისე მოხდა, რომ რუსეთში მცხოვ­რები ქართველი საქართველოს მტერი და მოღალატეა. არადა, დღემ­დე ყველაფერს ვაკეთებ, რომ
ქართველმა გლეხმა ღვინო რუსეთში შეიტანოს. ყველაზე დიდი არენა­ ქართველი გლეხისთვის რუსეთის ბაზარია.

- რუსეთი ისევ ემბარგოთი გვემუქრება...

- ეტყობა, პოლიტიკური ვითარება ისევ შეიცვალა. როცა ჩემზე ხარ დამოკიდებული და ამასთან, ხელს მიშლი, ჩემგანაც იმავეს­ უნდა ელოდე, რადგან ხელს მიშლი დიდ პოლიტიკაში! რუსეთს თავისი ინტერესები აქვს... საქართველო
გამოიყენა სხვა დიდმა ქვეყანამ­, რომელიც ჩვენი მეგობარი გვეგონა... ჩვენ, ქართველები, მეგობრები უნდა ვიყოთ და ერთმანეთზე ვიფიქროთ! ამის სანაცვლოდ, ერთმანეთის დედის გინებისა და წყევლა-კრულვის მეტს არაფერს ვაკეთებთ. ერთი ხელისუფლება მოიყვანეს და გააგდეს, მეორე მოიყვანეს, ისიც გააგდეს, ასეა სულ... ჯერ ხელში აყვანილი მოგვყავს, მერე ან იარაღით ვაგდ­ებთ, ან ცოცხით ვგვით.­ ქვეყანა არ არის ერთიანი...
ერთი რამ ნამდვილად ვიცი: რუსეთი არასოდეს მოგვცემს უფ­ლებას, მის საზღვართან სხვისი­ რაკეტები განთავსდეს. რაც ხდება­, ეს ხომ საქართველ­ოს თამაში არ არის? რუსეთ-ამერიკის თამაშია! Aამერიკას უნდა სამყაროს­ მმართველი გახდეს. შეცდომებს ყველა უშვებს და ამას კარგად ვხედავ.­ მე რუსეთის ადვო­კა­ტი არა ვარ, უბრალოდ, იმას ვამბობ­, რაც კარგად ვიცი. სადაც ამერ­იკა თავისი "დემოკრატი­ით" შევიდა, იქ მილიონობით ადამიანი გაიჟლიტა... თავად რუსეთიც 1991 წლიდან ამერიკიდან იმართებოდა. ამერიკა ნიშნავდა რუსეთში მინისტრებს, სად რომელი გუბერნატორი უნდა ყოფილიყო...

ამერიკამ გააგიჟა ულამაზესი და აყვავებული ქვეყანა უკრაინა­ და რა მერე? ხომ ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა. ამერიკას სურს სამყა­როს მმართველობა და დღეს ვინც ხელს უშლის, ეს რუსეთია...

მე პირადად არ მინდა, საქართ­ველოში­ გეიპარადები იმართებოდეს... "ნაციონალებმა" კარგად დაიწყეს, მაგრამ ძალიან ცუდად დაამთავრეს. სძულდათ ხალხი, დემოკრატია არისო და სინამდვილეში ტირანია იყო. ქართველებს რომ ვხვდებოდი საზღვარგარეთ, საუბრისას ტელეფონებს შლიდნენ, იმდენად იყო ხალხი დაშინებული... ახლა ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა. მე რუსეთს კი არ ვიცავ, იმას ვამბობ, რომ საქართველოს ისტორიულად აქვს იმდენი ინტელექტი, რომ თავ­ისი საქმე უფრო კარგად წაიყვანოს. ამისთვის ქართველების გაერთ­ი­ანებაა საჭირო. ჩვენდა საუბედუროდ, 90-იანმა წლებმა­ ძალიან ცუდი კვალი დატ­ოვა. სკოლ­ები და ინსტიტუტები მოიშალა და ამან თაობების აღზრდაზე იმოქმედა. საბედნიეროდ, ახლა აშკარად ჩანს, რომ უკეთესი­ თაობა მოდის. სულ ვამბობ, რომ წინა ხელისუფლებამ მოიტანა ქვეყანაში შუქი, გაზი... თუმცა, როგორც ვიცი, საქართველოს ენერგეტიკა რუსეთს მიჰყიდეს და რა დამოუკიდებლობაზე­ იყო საუბარი? როგორც ვიცი, ქვეყნის მიწები მუსლიმანებზეა გაყიდული... დღეს რომ უამრავი თურქია აჭარაში, ამას საშინელი შედეგი მოჰყვება. მუსლიმ­ანებს თავიანთი გეგმები აქვთ... შეხედეთ, რა ხდება აღმოსავლეთში. დააფინანსეს ოპოზიცია და მიუშვეს ასადის წინააღმდეგ­. ამას ვეღარ აჩერებენ, ჯინს რომ ამოუშვებ ბოთლიდან, ზუსტად ისეა, ყველას დაერივნენ. მხოლოდ ქრისტიანებს კი არ სჭრიან თავს, ისეთი მუსლიმანი თუ არ არის, როგორიც მათ სურთ, ძირში კვეთენ თავს. და ეს ხდება  XXI საუკუნეში!..

- როგორია რუსეთში თქვენი ცხოვრება, თქვენი მეუღლისა და შვილების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ?
- შარშან ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო დარბაზში სოლო კონ­ცერტი გავმართე, გადაჭედილი იყო იქაურობა, რამდენჯერმე ადგა ხალხი ფეხზე. თუ რომელიმე ქართულ ტელევიზიას სურვილი გაუჩნდება, დიდი სიამოვნებით ვაჩუქებ კონცერტის ჩანაწერს. თუმცა, რუსეთში თუ რამეს აკეთებ, გსაყვედურობენ, მოღალატე ხარო. მათ ვეტყოდი, რომ ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის. ღმერთმა ყველა ჩემზე ბედნიერად ამყოფოს, ჩემი რომ აღარ შეშურდეთ... ჩემს კონცერტზე მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა სიმღერაზე "სამშობლო". ახლახან მქონდა კონცე­რტი იალტაში და იქაც ამ სიმღერაზე დარბაზი ფეხზე დადგა. სადაც "სამშობლოს" ვასრულებ, ყველგან ასეა, ყველგან ისმის "ნასტაიაშჩი გრუზინ"... ჩემი მეუღლე და შვილებიც ამაყობენ საქართველოთი. ბავშვებს რომ შეხედავ, აშკარად ქართველები არიან და რომც მოიტყუონ, არა ვართო, არავინ დაუჯერებს. საქართველოა მთავარი ჩვენთვის და არ გვინდა, გაითელოს. ამის ძალიან მეშინია.

- რას გულისხმობთ?
- ამერიკის რაკეტები რომ განთავსდეს, ღმერთმა დაგვიფაროს და, პატარა ომი მოხდეს, პირველი ბომბი სად ჩავარდება? ამაზე ვიფიქროთ! "ლილიპუტინსა" და "სლავა უკრაინას" კი ნუ გავიძახით, "საქართველოს გაუმარჯოს" ვიყვიროთ. არავის არაფერს ვასწავლი, ყველა ქართველი ჩემზე ჭკვიანია, მაგრამ როცა ადამიანს არაფრის მოსმენა არ სურს, პირჯვარს გადავიწერ და ვიტყვი, ღმერთო, კარგად ამყოფე-მეთქი... პოლიტიკოსებს მეტი წინდახედულობა მართებთ. არ შეიძლება ის ტოტი მოჭრა, რომელზეც ზიხარ. გლეხებს ჰკითხონ, რა დღეშიც ჩაცვივდნენ, როცა პირველად ემბარგო დაწესდა და მერე რომ გაიხსნა, როგორ ამოისუნთქეს... ის ჯობდა, ვენახი რომ აჩეხეს და საზამთრო დათესეს? ცხოვრებაში არ მითქვამს და არ ვიტყვი, რუსეთის ჩექმის ქვეშ ვიყოთ-მეთქი. 25 წელზე მეტია აქა ვარ და არავის ქვეშ არ შევმძვრალვარ. უბრალოდ, ერთი რომ მეორის წინააღმდეგ გიყენებს,­ შენ აუცილებლად წაგებული დარჩები, რადგან პატარა ხარ და უღონო. რა ხდება უკრაინაში? ამდენი ხალხი დაიღუპა და ვინ არის მართალი? არც არავინ!

ყველაზე მეტად მსურს დევნილების დაბრუნება აფხაზეთში. სულ ამას ვყვირი და ვიდრე შემეძლება, ყველგან ვიტყვი. თუმცა საქართველოდან მითვლიან, შენი საქმე არ არის, ნუ ერევი და ჭკუას ნუ გვარიგებო. Mმე არავის საქმეში არ ვერევი და არც არავის ჩავრევ ჩემს საქმეში! ეს ჩემი მოვალეობაა და როგორც გადავწყვეტ, ისე გავაკეთებ. მე საქართველო არ შემირცხვენია და არც არასდროს შევარცხვენ.

მე ის ვიცი, რომ რუსეთს ომით ვერ აჯობებ და არც უნდა სცადო ასეთი სისულელე! მე საქართველოს პატარა ნაწილაკი ვარ და ვემსახურები ჩემს ქვეყანას. საქართველოდან არაფერი წამიღია ჩემი სახელის, გვარისა და განათლების გარდა. ეს სახელი ათმაგად და ასმაგად დავუბრუნე ჩემს ქვეყანას და კიდევ ბევრს მოვუტან! დიდხანს ვაპირებ ცხოვრებას, რომ რაც შეიძლება მეტად გამოვადგე ჩემს სამშობლოს!

ყველამ ვილოცოთ, რომ ჩვე­ნმა პატრიარქმა დიდხანს იცოცხ­ლოს! მე ყოველდღე ეკლესიაში დავდივარ და ამ ადამიანზე ვლოცულობ. თუ უწმინდესს მოვუსმე­ნთ, ყველაფერი კარგად იქნება! პატრიარქი გვევედრება, არ გადავ­გვარდეთ, ერთმანეთი გვიყვა­რდესო... ქართველები უნიკალური ერი ვართ სიკეთეშიც და სიძულვილშიც...
ვისაც აზრს შევეკითხები, ეს საქართველოს პატრიარქია, ჩემი მშობლები და ჩემი ერთი ძმაკაცი. მათ სჯერათ ჩემი, ამით ბედნიერი და ძლიერი ვარ! ვერაფერი გამაჩერებს საქართველოსთვის, საქართველოსთვის და კიდევ ერთხელ საქართველოსთვის!

მანანა გაბრიჭიძე

mda
27 სექტემბერი 2016 15:17
ეს ის არ არის რო თქვა რუსეთის ულამაზეს მხარეს კავკასიას გაუმარჯოსო ? ლინკი არ მაქვს თორე დავდებდი
n
04 სექტემბერი 2015 14:20
"მე რუსეთს კი არ ვიცავ"... 3-ჯერ თქვა პირველ გვერდზე (დანარჩენი არც წამიკითხავს)

შენ რომ "სამშობლოს" სიმღერაზე ფეხზე წამოგიდგა სასტავი, იმათ იციან, რომ რუსეთს უმღერი. ჩვენც ვიცით ეგ ამბავი, და დაგვანებე თავი, თუ კაცი ხარ
otari emigranti
30 აგვისტო 2015 23:04
საქართველო, რომ ასეთ დღეშია ისევ ისევ ქართველები ვართ დამნაშავები. პირველი პრეზიდენტი და ჩვენი ვაი პოლიტიკოსები. ჩვენთვის ყოველთვის სხვები არიან დამნაშავები და არა ჩვენ. ციხე ყოველთვის თყდება შიგნიდან..................

რედაქტორის რჩევით