"მარჯვენა მხარეს, ბრმა და სწორ ნაწლავს­ შორის, კათეტერის მილები იყო ჩარჩენილი... გერმანელი ექიმები შოკირებული იყვნენ"
17-08-2015
"მარჯვენა მხარეს, ბრმა და სწორ ნაწლავს­ შორის, კათეტერის მილები იყო ჩარჩენილი... გერმანელი ექიმები შოკირებული იყვნენ"
გიორგი მერებაშვილი: "გერმანელ ექიმებს მუცლის გაჭრის შემდეგ გამაოგნებელი სანახაობა დახვდათ - მარჯვენა მხარეს, ბრმა და სწორ ნაწლავს­ შორის, კათეტერის მილები იყო ჩარჩენილი..."

რამდენიმე დღის წინ რედაქციაში შუახნის მამაკაცი გვესტუმრა. ბუნებრივია, მისი გას­აჭირით დავინტერესდით, თუმცა მოყოლი­ლმა მოლოდინს გადააჭარბა. პენსიონერი გიორგი მერებაშვილი გურამ ქარაზანაშვილის კლინიკაში გაკეთებულ ოპერაციაზე გვიყვება:


- 25 წელი პოლიციაში ვიმსახურე მაღ­ალ­ თანამდებობებზე. ცოტა ხნის წინ პენს­იაში გასვლა და მშვიდად ცხოვრება გადავწყვიტე. ბოლო დროს მუცლის არეში ყრუ ტკივილს ვგრძნობდი... რამდენიმე
ომის მონაწილე ვარ, მაგრამ ნემსი არასდროს გამი­კეთებია. ექიმთანაც პირველად ექო­სკოპიის გადასაღებად მივედი. მითხრეს, შარდის ბუშტში პოლიპი გაქვსო და დიღომში, გურამ ქარაზანაშვილის კლინიკაში მისვლა მირჩიეს. ქარაზანაშვილის კლინიკაში ექოსკოპიის გადაღებიდან ერთ თვეში მივედი. ახალი ექოსკოპიის გადაღებაზე
არც უფიქრიათ, სხვა კლინიკის სურათს ენდვნენ და გამომიცხადეს, სასწრაფო ოპერაციას თუ არ გაიკეთებ, რამდენიმე თვის სიცოცხლეღა დაგრჩაო.­ გავოგნდი, ვერც ვიფიქრებდი, ასეთი რთული მდგომარეობა­ თუ მქონდა. რაც უნდა ვაჟკაცი იყო, ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ შეუძლებელია, მორალური სიმტკიცე შეინარჩუნო.

- ოპერაციას დათანხმდით?
- რა თქმა უნდა, ეს კლინიკა ისე მიქეს,­ ეჭვი არც შემიტანია მათ დიაგნოზში... 2013 წლის 17 დეკემბერს გაყინულ ოთახში შემი­ყვანეს და პოლიპი ამომაჭრეს. ოპერაცია 10 საათი გრძელდებოდა. შარდის ბუშტი­ მთლ­იანად ამომიღეს, მის ნაცვლად კი ნაწლ­ავებისგან ახალი რეზერვუარი გააკეთეს.­

ოპერაციის დასრულებიდან რამდენიმე­ დღეში ჭრილობა გაიხსნა, სასწრაფოდ საოპერაციოში შემაბრუნეს და ხელახლა გამკერეს. 12 კათეტერი მედგა... ვერ აგიწერთ, რა ტკივილი გადავიტანე. ცოტა ხანში ერთი კათეტერი გაიჭედა და ისევ საოპერაციოში შემაბრუნეს. ამ ყველაფერს ისე აკეთებდნენ, რომ ტკივილგამაყუჩებელსაც არ მასმევდნენ. 10 დღის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ თურმე შარდი მთელ ორგანიზმში იღვრებოდა და ისევ დამაბრუნეს საოპერაციოში... სიცხეც ვერ დამიწიეს. ამდენი წვალების შემდეგ, როგორც იქნა, კლინიკიდან გამომწერეს. თურმე სიცხის გამო ორგანიზმი დაითრომბა, ერთ დღესაც­ მოსწყდა და თრომბი ორივე ფილტვში გაიჭედა. ხუთი დღე-ღამის განმავლობაში სიკვდილს ვებრძოდი და საბოლოოდ, დავამარცხე. ტემპერატურა ისევ ვერ დამიწიეს, ვერც მიზეზს ადგენდნენ. ამასობაში, შარდის ბუშტთან თირკმლების შეერთების ადგილები დაიკეტა, რადგან თურმე სტენდები არ ჩაუყენებიათ. შარდი ორგანიზმიდან ვეღარ გამოდი­ოდა და თირკმლებში გროვდებოდა. ორივე თირკმელი გამიხვრიტეს და თერთმეტი თვის განმავლობაში ნეფროსტომები მქონდა ორივე თირკმელში ჩადგმული.
ჩემი შვილი ოჯახთან ერთად გერმან­იაში, ბრემენში ცხოვრობს. ჩემი წამების შემხედვარემ, გერმანიაში წამიყვანა.
პირველივე გამოკვლევისას გერმანელმა ექიმებმა მითხრეს, მარჯვენა სადინარი მარცხნივაა მიკერებული, მარცხენა კი საერთოდ არაა შეერთებული შარდის ბუშტთანო.
გადატანილი ორივე ფილტვის ინფარქტის გამო, ოპერაციის გაკეთებისგან თავი შეიკავეს, ერთი წელი ხელს ვერ მოგკიდებთო.
2015 წლის 9 აპრილს ბრემენში ხელმეორედ გავფრინდი.

- ამჯერად რა ტიპის ოპერაცია უნდა გაგეკეთებინათ?

- როდესაც ორგანიზმიდან შარდის ბუშტს იღებენ, წინამდებარე ჯირკვალიც უნდა ამოიღონ, რადგან ის თავის ფუნქციას კარგავს. გერმანელმა ექიმებმა პირველად სწორედ წინამდებარე ჯირკვალი ამომიღეს, მუცლის გაჭრის შემდეგ კი გამაოგნებელი სანახაობა დახვდათ - მარჯვენა მხარეს, ბრმა და სწორ ნაწლავს შორის, კათეტერის მილები იყო ჩარჩენილი. შოკირებულები იყვნენ, მთელი კლინიკა "კატასტროფიკ, კატასტროფიკო" - გაიძახოდა.

- ანუ, ეჭვი გაქვთ, რომ გურამ ქარაზანაშვილის კლინიკაში ოპერაციის გაკეთების შემდეგ სხეულში პლასტმასის მილები დარჩათ?

- დიახ... ტემპერატურაც სწორედ ამით იყო გამოწვეული.

- ექოსკოპიაზე ეს მილები არ გამოჩნდა?
- როგორც გერმანელებმა მითხრეს, ეს ყველაზე დაბალი ხარისხის კათეტერის­ მილებია, რომელსაც ევროპაში არავინ იყენებს­. ახლა გამოიყენება ფოსფორის შემ­ც­ველი მილები, ექოსკოპიაზე რომ გამოჩ­ნდეს.  
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კლინიკაში მივედი და ავადმყოფობის ისტორია გამოვითხოვე. სამი კვირა არ მაძლევდნენ, ეს კი კანონით ეკრძალებათ. როგორც ჩანს, ეს დრო დოკუმენტაციის გასაყალბებლად სჭირდებოდათ, რადგან აბსოლუტურად შეცვლილი დიაგნოზი და დასკვნები მომცეს.  
პროკურატურაში საჩივარი შევიტანე, პირველ ეტაპზე გამოძიების დაწყებას დოკუმემენტების გაყალბებასთან დაკავშირებით ვითხოვ. რაც მთავარია, გერმანელების დასკვნა და ორგანიზმიდან ამოღებული მილები ხელში მაქვს.
ნახევარი კაცი დავრჩი, მაგრამ ჩემს თავზე მეტად ახლა იმ ადამიანებზე­ ვდარდობ, რომლებიც ამ კლინიკაში ოპერაციის გასაკეთებლად მისვლას აპირებენ. არ მინდა მათაც ის ტკივილი გადაიტანონ, რაც მე წელიწად-ნახევარი ვითმინე. ევროპაში მკურნალობის შესაძლებლობა ხომ ბევრს არა აქვს? კიდევ რამდენი ადამიანი უნდა გაუბედურდეს?

გერმანელები მეკითხებოდნენ, წელიწად-ნახევარი როგორ იცოცხლეო?! მაღალი რისკი იყო, რომ მუცლის ღრუში ჩარჩენილი პლასტმასის დრენაჟი რომელიმე ორგანოს შეხებოდა და მთელ ორგანიზმში პერიტონიტი გამოეწვია.
"კვირის პალიტრა" ექიმ გურამ ქარაზანაშვილს დაუკავშირდა: "გიორგი მერებაშვილს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, მას შარდის ბუშტზე ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა... რამდენადაც ვიცი, მის ბრალდებებს ოფიციალური სტრუქტურები­ სწავლობენ და ყველაფერი გაირკვევა.
არა მგონია, გერმანელი ექიმების დასკვნაში ეწეროს, რომ მილები გიორგი მერებაშვილის ორგანიზმში გურამ ქარაზანაშვილის კლინიკაში ჩატოვეს... თუ ამას ვინმე დამიმტკიცებს, მზად ვარ მასთან ერთად ყველა დეტალზე ვიმსჯელო.

მე ოპერაცია აბსოლუტურად სწორად ჩავ­ატარე და პაციენტის გადასარჩენად თავი არ დამიზოგავს. მისი სხეულიდან ამოკვეთ­ილი შარდის ბუშტი კლინიკაში დღემდე ინახება, შენახულია პრეპარატებიც, რომლის საფუძველზეც მას კიბო დაუდგინდა. რაც შეეხება დოკუმენტების გაყალბებას, ჩემი აზრით, გიორგი მერებაშვილს ვიღაც არასწორ ინფორმაციას აწვდის. სხვათა შორის, ქართველი პაციენტების უმრავლესობა გერმანიაში სამკურნალოდ იმის გამო აღარ მიემგზავრება, რომ ანალოგიურ ოპერაციას საქართველოშიც ვაკეთებთ.
გიორგი მერებაშვილიც დღეს იმ ადამიანს უჩივის, რომელმაც ის კიბოსგან განკურნა".

რუსუდან შელია
ქეთი
22 სექტემბერი 2017 16:28
განწირული რომ არაა ღმერთისგან, თორემ ამდენი გართულების ფონზე ცოცხალი რომ დარჩება ადამინი, მართლა სასწაულია. შეცდომა ყველა ექიმს შეიძლება მოუვიდეს! 50 წლის წინ ერთმა ძალინ ცნობილმა ქირურგმა საკუტარ ბიძას ბრმა ნაწლავის მაგივრად შარდის ბუშტი ამოკვეთა (!). ალბათ, რაღაც ხდება, ადამიანისგან ამოუცნობი, ასეთ მომენტში. მაგრამ შეცდომა უნდა აღიარო თუ მოგივა , ღმერთს მადლობა შესწირო და ყველაფერი გააკეთო, მის გამოსასწორებლად.
ვიღაცა
22 სექტემბერი 2017 16:21
ვკითხულობ კომენტარებს და თავს ვერ ვიკავებ.ერთი წერს-კაცი სიმსივნისაგან განკურნა და მერე უჩივისო.შე ტუტუცო,ვიღაცა ხარ.ეგ არის განკურნება?კაცი რამის მოკლა,წლები წამებაში გაატარებინა და შენ წერ განკურნაო. მეორე პოლიციაში მუშაობდაო.რა მნიშვნელობა აქვს სად მუშაობდა.ექიმმა(ნორმალურმა),პოლიციელსაც, მსახიობსაც და ყაჩაღსაც ერთნაირად უნდა უმკურნალოს.
ნანა
28 აგვისტო 2017 10:56
ურთულეს ოპერაციას კი არა ბანალურ მუცლის გრიჟის ოპერაციას ვერ აკეთებენ ეს თახვები, ერთი და იგივე ადგილზე 5 ჯერ გამჭრეს ვეჭვობ კიდევ დამჭირდება, იმიტომ ყიდის ხალხი სახლს და გერმანიაში ან სხვა ქვეყნის კლინიკებში გარბიან...ევროპა არ უნდათ ამ ბანდერლოგებს თურმე არა და დააცემინებენ თუარა იქ გარბიან

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები