"ჩვენ არავის ვღალატობთ!" - რას ჰყვებიან აფხაზი ახალგაზრდები, რომლებიც მესის სანახავად თბილისში ჩამოვიდნენ
17-08-2015
"ჩვენ არავის ვღალატობთ!" - რას ჰყვებიან აფხაზი ახალგაზრდები, რომლებიც მესის სანახავად თბილისში ჩამოვიდნენ
„რის გამო უნდა შეგვექმნას საფრთხე, რა დავაშავეთ?!“

გაგრაში ჩემი ნათესავების მეზობლად ცნობილი ფეხბურთელი გიორგი სიჭინავა ცხოვრობდა... უფრო სწორად, ის ახლაც იქ ცხოვრობს ოჯახთან ერთად, ჩემი ნათესავები კი უკვე დევნილები არიან... გიორგის  აფხაზი მეუღლე ჰყავს, თავად ქართველობს, მაგრამ აფხაზები ძალიან ამაყობენ, რომ იქ ცხოვრობს, რადგან ეს ის გიორგი­ (ჟორა) სიჭინავაა, რომელსაც ლეგენდარულმა პელემ თამაშის შემდეგ მაისური გაუცვალა... სიჭინავა ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდააო, დღემდე ამაყად ამბობენ უფროსი თაობის აფხაზები და პატივისცემით მოიხსენიებენ... ასეთ
დროს მგონია, რომ არის რაღაც პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი, რაც ხელოვნურად გახლეჩილ ქართველებსა და აფხაზებს მაინც აერთიანებს... ასეა თუ ისე, წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ აფხაზი ახალგაზრდების ჯგუფი ენგურს აქეთ გამართულ ღონისძიებაზე დასწრებას გადაწყვეტდა, წელს კი ისინი ანაკლია-განმ­უხურში გამართულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალსაც დაესწრნენ და თბილისში სუპერთასის თამაშსაც...

აშკარაა, რომ აფხაზეთში ახალი თაობა­ წარსულის შთაგონებიდან - "ქართველი­ მტერია!" - თანდათან გამოდის, უფროსი­ თაობა კი ჯერ კიდევ დაუნდობლად კიცხავს ახალგაზრდებს, რომლებმაც გაბედეს და მესის სანახავად ენგურის საზღვარი გადაკვეთეს...

"ვინ არის "ქრისტინა სი" და რატომ წავიდა თბილისში სუპერთასის თამაშის საყურებლად? ან ვინ არიან ის ბიჭები, ვინც იმის გამო, რომ მესი ენახათ, ის მსხვერპლი დაივიწყეს, რაც ჩვენმა ხალხმა გადაიტანა?" - ის ფაქტი, რომ უეფას სუპერთასის თამაშს თბილისში ბევრი აფხაზი ახალგაზრდა­ დაესწრო, აფხაზი საზოგადოების ნაწილის მიერ სოციალურ ქსელში ღალატად შეფასდა...

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა ირაკლი ხინთბამ­ მწვავედ გააკრიტიკა ახალგაზრდები. "თუ ვინმე წავიდა იქ მატჩის საყურებ­ლად, არასწორად მოიქცა", - ბრძანა მან და "იმედოვნებს", რომ თბილისში არც ისე ბევრი აფხაზი ახალგაზრდა წავიდა, როგორც ამბობენ...  

"ჩეგემსკაია პრავდას" რედაქტორი­ ინალ ხაშიგი კატეგორიულად არ ეთანხმება აზრს, რომ სპორტი პოლიტიკის­ მიღმაა, რადგან, მისივე თქმით, "აფხაზური ეროვნული ნაკრები­ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა ნაციონალურ გუნდებს შორის, რომლებიც ფიფას შემადგენლობაში არ შედიან, რადგან­ ეს ფაქტი საქართველომ გააპროტესტა...
ფეხბურთი უნდა გვიყვარდეს, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენი ახალგაზრდები თბილისში­ არ უნდა წასულიყვნენ. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ შორის ისევ საომარი მდგომარეობაა. იმის გამო, რომ მესი ენახათ, არ უნდა დაგვევიწყებინა ის მსხვერპლი, რაც ჩვენმა ხალხმა გაიღო.­ არ ვისურვებდი, რომ ეს ბიჭები გამყიდველებად შერაცხონ, მაგრამ სანამ იმოქმედებ, უნდა იფიქრო", - განაცხადა ხაშიგმა.

"კვირის პალიტრა" იმ რამდენიმე აფხაზ ახალგაზრდას ესაუბრა, ვინც სუპერთასის­ თა­მაშსაც დაესწრო და ანაკლია-განმუხურში­ "გემ ფესტსაც" ესტუმრა.

ნიკა, სოხუმელი: - თბილისსა და ზუგდ­იდში ნათესავები მყავს, ადრეც არაერთ­ხელ ვყოფილვარ თბილისსა და სხვა ქალაქებში,­ მათ შორის, ბათუმშიც. ახლა მეგობრებთან ერთად ჩამოვედი. ენგურის ხიდზე არ გადმოგ­ვიშვეს და სომხეთიდან მოგვიწია ჩამოსვლამ. თბილისელ ახლობელს­ ბილ­ეთები ჩვენთვის უკვე ნაყიდი ჰქონდა და ასეთ თამაშს ვერ გამოვტოვე­ბ­დით. მინდოდა,­ ბიჭებსაც ენახათ აქაურობა და რამდენიმე დღით დავრჩით. ეტყობა, ენგურის საზღვარი ბევრმა­ გადმოკვეთა და მიმოსვლა ძალიან გაამკაცრეს.

ჩემს მეგობრებს უკვირდათ, როდესაც თამამად ვამბობდი, აფხაზები ვართ, ფეხბურთის საყურებლად ჩამოვედით-მეთქი. აგრესია არავისგან გვიგრძნია. ყველანი იქაურ ამბებს გვეკითხებოდნენ, მათ მეხსიერებაში ჩარჩენილ ადგილებზე, ქუჩებზე, ადამიანებზე, ცხოვრების პირობებზე, ზღვაზე, დამსვენებლებზე.­ ვისა­უბრეთ ყველაფერზე, პოლიტიკის გარდა.­..

ჩემი ქართველი ნათესავების რჩევით ვნახეთ თბილისის ღირსშესანიშნავი ადგილები, ასევე ბათუმი და ანაკლია-განმუხურიც.

საქართველო(!) ჩვენზე ბევრად წინ ყოფილაო, თქვეს ჩემმა აფხაზმა მეგობრებმა. ისინი პირველად იყვნენ აქეთ. მათ მხოლოდ გადმოც­ემით იციან ქართულ-აფხაზური ომის შესახებ, მაგრამ ის კარგად შთააგონეს, რომ ქართველი მტერია! თბილისში კი იმიტომ წამომყვნენ, რომ მენდნენ. ოდნავი ეჭვიც რომ მქონოდა, აქ ცუდად მიიღებდნენ, არ გავრისკავდი.

ჩვენ აქ პოლიტიკურ შეხვედრებზე არ ჩამოვსულვართ, ახალგაზრდები ვართ და ასეთი დონის თამაშისა და კლასის ფეხბურთელების ნახვის შესაძლებლობა, ალბათ, წლების განმავლობაში არ მოგვეცემა. ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშ­ვებდით.

ემა, გაგრელი: - კრიტიკის კვალდაკვალ იყო დადებითი შეფასებებიც, ჩვენ მიუტევებელი ცოდვა არ ჩაგვიდენია. იქ ცხოვრობენ ახალგაზრდები, რომლებიც­ აფხაზეთს არ გასცდენიან. ეს არ არის პოლიტიკა, ეს სპორტია! მე ვნახე საოცარი ღონისძიება, მაღალი დონის სტადიონი, მივიღე დიდი ემოცია და მივხვდი, რამდენი რამ აკლიათ ჩემს თანატოლებს აფხაზეთში.

მე არ ვიცი პოლიტიკური დეტალები, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ "ბარსელონა" - "სევილიას" თამაშით მიღებული სიამოვნება მთელი ცხოვრება გამყვება... გული მწყდება, რომ იქ გადაღებულ ფოტოებს ვერ გამოვაქვეყნებთ ინტერნეტში. უამრავი ფოტო გადავიღეთ, სტადიონზეც და სხვაგანაც...

ახლა თბილისის ხედების ინტერნე­ტში დადება თვითმკვლელობის ტოლფასია.­ გავრცელდა ხმა, რომ უნდა დაგვკითხონ. როგორც ირკვევა, ძალიან ბევრი ჩამოსულა აფხაზეთიდან. ყველას მადლობა გამბედაობისთვის! ჩვენ არა ვართ პოლიტიკოსები და ურაპატრიოტიზმითაც დავიღალეთ. ახალგაზრდები ვართ და ომი კი არა, მშვიდობა, განვითარება და კარგი განათლება გვინდა... ძალოვანი უწყებიდან ჯერჯერობით არავინ დაგვკავშირებია. არ ვიცი, რის გამო უნდა შეგვექმნას საფრთხე, რა დავაშავეთ?!..

თუ ის შეიძლება, რომ სამკურნალოდ თვეში ათეულობით­ ადამიანი მოდიოდეს საქართველოში, რატომ არ შეიძლება 20 წელიწადში ერთხელ ჩვენც ჩამოვიდეთ და ფეხბურთს ან სხვა ღონისძიებას დავესწროთ? ჩაატარონ ასეთი დონის მატჩები ან სხვა პროექტები აფხაზეთში და სხვაგან არ წავალთ.

დიახ, უკვე მოვისმინეთ ირიბი საყვედურები ახლობ­ლებისგანაც, სამკურნალოდ იქით გავრბივ­ართ, ახლა ფეხბურთის საყურებლადაც დავიწყეთ სიარული, მაშ, რა საჭიროა საზღვარი, გავაუქმოთო... მე მათ ასე ვუპასუხებ: ფეხბურთი სპორტია, რომელიც გულშემატკივრებს აერთიანებს.

ირაკლი, სოხუმელი: - ჩემი ახლ­ობლის მამა "ენგურჰესში" ქართველებ­თან ერთად მუშაობს. მისი შვილები მიდი­ოდნენ "გემ ფესტზე" და მეც გავყევი. ძალ­იან ვისიამოვნეთ. იქ მყოფი მუსიკოსების მოსმენა ჩემთვის ბედნიერება იყო. უამრავი ფოტო გადავიღეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ინტერნეტში ვერ დავდებთ...
ჩვენებიდან იყვნენ ისეთებიც, ვინც კვირაში ორჯერ მაინც ზუგდიდში გადადის. იქაურობა სავსე იყო პოლიციის თანამშრომლებით. მათ მანქანის დაყენების პრობლემაც კი არ შეჰქმნიათ...

ფეხბურთზე ვერ შევძელი ჩამოსვლა, ბილეთზე თადარიგი ვერ დავიჭირე, არადა, მითხრეს, თამაშის წინ სტადიონზე შეგეძლო შეძენა გადამყიდველებისგანო. ვნანობ, რომ არ წავედი... ჩვენ არავის ვღალატობთ, ჩვენ უბრალოდ, ახალგაზრდები ვართ და ჩაკეტილ სივრცეში ვერ ვცხოვრობთ.

ლალი პაპასკირი

სალომე
03 თებერვალი 2016 15:11
ვაჟა 17-ს შენ ფიქრობ რომ აფხაზებმა სწორი არჩევანი გააკეთეს რუსეთისკენ რომ წავიდნენ და ჩვენ არასწორი რომ
ევროპისკენ მივდივართ?ესე იგი ჩვენ "გვიყენებს"ევროპა და ამერიკა და იმათ საქმეს უკეთებს რუსეთი?საქმის კეთებაში რუსული ბაზების აშენებას თუ გულისხმობ ალბათ.რუსეთი იყენებს თუ იყენებს აფხაზეთს პლაცდარმად საქართველოს და დასავლეთის წინააღმდეგ.არა იმიტომ შეიყვანეს რუსებმა აფხაზეთში ჯარი რომ რამე გააკეთონ აფხაზეთში,სულ მაგის დარდი კლავთ რა!გასაგიჟებელია,განვითარებული ევროპა და ამერიკა არ უნდა ხალხს და სკინჰედებით სავსე რუსეთი უნდათ,სადაც ყველა კავკასიელს "ჩურკად" და "ჩორნაჟოპად"მოიხსენიებენ,განურჩევლად იმისა აფხაზია,ოსი თუ ქართველი
ვაჟა 17-ს
27 აგვისტო 2015 12:06
შენი პოსტებით სულით და ხორცით რუსების მეპირე და კგბ-კი ხარ, ანტიევროპული და ანტიდასავლური სიშმაგით (მაგენიც არ არიან ანგელოზები, მაგრამ ბინძურ ღრუს მონღოლოიდებს მაინც ჯობიან); ზვიადს ედრება შენ პენ სო, კაცს რომელიც საქართველოს შეეწირა; შე რუსების მეპ ირე; საბჭოეთის შნირო, რომელი კორეა ჯობია სამხრეთი და ჩრდილოეთი
ვაჟა 17 -ს
27 აგვისტო 2015 12:01
ზვიადს რომ ახსნებ წყალი გამოივლე შე რუსეთის მეპირე

რედაქტორის რჩევით