"ნაციონალური" ლიტერატურათმცდოდნეობა, ანუ"რაც უნდათ, ის იყრანტალონ!"
17-08-2015
"ნაციონალური" ლიტერატურათმცდოდნეობა, ანუ"რაც უნდათ, ის იყრანტალონ!"
"ჩემი დაკვირვებით, ქართულ მწერლობაში სიცილს სამი მიმართულება აქვს: პირველი ილია ჭავჭავაძისა და მიხეილ ჯავახიშვილის, მეორე - დავით კლდიაშვილისა და ნიკო ლორთქიფანიძის, მესამე - ნოდარ დუმბაძის... როცა ილია და მიხეილ ჯავახიშვილი­ ხარხარებენ, გაწნული სილის ტკაცუნი ისმის. მამხილებელი ძალა სირცხვილით გწვავს და გდაღავს. როცა კლდიაშვილი და ლორთქიფანიძე იღიმებიან, სევდა გეუფლებათ და ადამიანის მიმართ თანალმობის სურვილი გიჩნდებათ... როცა დუმბაძე იცინის, მხიარულების ძალით ივსებით. სიცილი გაჭირვების დამთრგუნველი იარაღია", - აკაკი ბაქრაძე.

გასულ კვირას თამამად
შეიძლება "ქართული ლიტერატურის გარჩევის" დღეები ეწოდოს. სეზონი უმცირესობის წევრმა­ დავით დარჩიაშვილმა გახსნა და ნოდარ დუმბაძე გააკრიტიკა. ძალიან მალე, მას განათლების ყოფილმა მინისტრმა გია ნოდიამ აუბა მხარი, თუმცა, მხოლოდ დუმბაძის კრიტიკას არ დასჯერდა და ქართველ  კლასიკოსებს გადასწვდა...


რევაზ მიშველაძე, მწერალთა კავშირის­ თავმჯდომარე: - დარჩიაშვილისა და ნოდიას
ნაბჟუტურები პასუხის ღირსადაც არ მიმაჩნია, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა თქვას სათქმელი. შესაძლოა, ვიღაცას მოსწონდეს ან არ მოსწონდეს ესა თუ ის მწერალი­ და ყველაფერი მიეტევებოდათ, რომ არა ერთი პატარა დეტალი - ასეთი დამოკიდე­ბულება ყველაფერი ქართულის მიმართ წლების განმავლობაში, "ნაციონალური მოძრაობის - გლობალური პოზიცია იყო. სწორედ ქართული ინსტიტუტების განადგურებით დაიწყეს მმართველობა - მწერალთა­ კავშირს ზონდერბრიგადა­ შემოუსიეს და გალაკტიონის, კონსტანტინეს, მიხეილ ჯავახიშვილის, ნოდარ დუმბაძის, ლადო ასათიანისა და სხვა მწერლების მემორიალური ნივთები ქუჩაში გამოყარეს. გალაკტიონის მიერ მხრით მოტანილი კარადა ქუჩაში მოისროლეს. გარეთ გამოაგდეს კონსტანტინე გამსახურდიას სავარძელი.­ ეს ნივთები დაიკარგა...

ბატონო­ ნოდია,­ კონსტანტინე გამსახურდია­ ხმალამოღებული ებრძოდა სასტიკ რეჟიმს, რათა მწერლის ხმა საქვეყნოდ გასაგონი ყოფილიყო, რადგან გაჭირვების­ ჟამს მთავარი მებაირახტრე სწორედ ქართ­ველი მწერალია. ამ მოტივაციით არის გაჟღენთილი "დიდოსტატის მარჯვენაც", "მთ­ვარის მოტაცებაც" და "დავით აღმაშენებ­ელიც", რომლის ბოლომდე წასაკითხად თურმე ნერვები არ გეყოთ... 

"საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ ითვლება კონსტანტინე გამსახურდია დიდ და გამოჩენილ მწერლად?" - კითხულობს ნოდია. არ გაგიკვირდეთ, რადგან ნოდიაზე ცოტა ხნით ადრე იმავე ხელისუფლების დროი­ნდელი განათლების მინისტრი, რომელიც დაფაზე სიტყვას გამართულად ვერ წერდა, ამბობდა, სტუდენტების ხელში წიგნი არ დავინახოო და უმაღლეს სასწავლებლებში­ წიგნის მაღაზიები გააუქმა. სასკოლო პროგრამიდან ამოიღო კონსტანტინე გამსახურდიასა და ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები.­ ბავშვებს დღეს უკუღმართი გონების მიერ შექმნილ მოთხრობებს­ ასწავლიან...

როგორც რიგითი ქართველი, ერთად­ერთი სიტყვით გიპასუხებდით, - ამ სისულელეებზე რა გიპასუხოთ-მეთქი, მაგრამ კატას ეჟვანი თუ არავინ შეაბა, თუ არავინ უთხრა ამ გაუკუღმართებული აზროვნების ყალბ პოლიტიკოსებს სათ­ქმელი, ეგონებათ, რომ ცამდე მართლები არიან, რადგან წინააღმდეგობასაც კი არავინ უწევს და ისედაც დაბნელებული ვითარება ჩვენი ლიტ­ერატურისა, უფრო დაბნელდება... მაინტერესებს, ვინმე არის ქართულ მწერლობაში მათთვის მისაღები?!..

ნოდია არ არის იმ ტემპერამენტის კაცი, "დავით აღმაშენებელს" ან "გველის პერანგს" ჩასჯდომოდა... რაც შეეხება­ დარჩიაშვილს, ნოდარ დუმბაძე მხოლოდ "თეთრი ბაირა­ღების" ავტორი არ არის და იმ ნაწარმოე­ბში მხოლოდ ქურდებზე არ საუბრობს, დუმბაძემ ეპოქა შექმნა ქართულ ლიტერატურაში. 50-იან წლებში სამოქალაქო თემებს მოწყვეტილი მკითხველი ერთბაშად დათბობისკენ, სიყვარულის, უშუალობისა და იუმორისკენ შემოაბრუნა. მის ნაწარმოებში შეიძლება ცრემლიანი თვალებით გულიანად იცინო... ეს ნიჭია და გურიის ერთ სოფელში დაბადებული ქართული­ სული, რომლის განცდასა და აღქმას ბევრად მეტი სჭირდება, ვიდრე უცხოეთში მიღებული განათლება. ეს თქვენ არ გაგაჩნიათ, ბატონებო, და ამიტომაც ვერ ჩასწვდით მათ. როგორც ბატონი დარჩიაშვილი დუმბაძეზე საუბრისას ამბობს, "ეს ოჯახში უნდა გესწავლათ". ნოდიას, დარჩიაშვილისა და მათი სულიერი და-ძმების დამსახურებაა, რომ რომანს, პროზას, მოთხრობასა და საერთოდ, ნებისმიერ ლიტერატურულ ჟანრს "ტექსტს" უწოდებენ.

"ვეფხისტყაოსანი- თურმე ტექსტი ყოფილა, ისევე, როგორც ილია ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანი- და "ოთარაანთ ქვრივი-. ისეთი პატარა ტვინები აქვთ, რომ მიაჩნიათ, სათანადო შეფასების კრიტერიუმი მათ ხარისხს დააკნინებს...
იყრანტალოს რამდენიც უნდა დარჩიაშვილმა, ერთხელ და სამუდამოდ გაკოტრებულმა ნოდიამ რაც უნდა, ის თქვას პოლიტიკაზე, მაგრამ ქართულ ლიტერატურას თავი დაანებონ!

ისინი ხომ ნოვატორ პოეტებად მიიჩნევენ იმათ, ვინც გალაკტიონზე თქვა, ერთი სოფლელი ბიჭია, ბანძი პოეტიაო, სამაგიეროდ, თავად შექმნა შედევრი: "თუ არ წაიკუზები, არ მოგივა მუზები"...
კლასიკოსების ქომაგობა ჩემგან უპრიანი არ არის, მათ ჩემი დაცვა არ სჭირდება, რადგან დრო ამბობს თავის სათქმელს! მწერლების შეფასებისას ადრეც შემცდარან კრიტიკოსები, ექსპერტები, მაგრამ როდესაც ხელმოცარული პოლიტიკოსები ასე თავხედ­ობენ და ჰონორით გელაპარაკებიან იმაზე, რაზეც წარმოდგენა არა აქვთ, შეურაცხმყოფელია.


"ნოდარ დუმბაძე სცოდავდა სინდისის წინაშე-


დავით დარჩიაშვილი: "ვიღაც "აშეარებს" "თეთრი ბაირაღებიდან" პასაჟებს და წერს, გენიალურიაო. ვიღაც "ულაიქებს-, აბა, რა ავუხსნა, როგორ გავაგებინო, რომ ამ სიტყვების, პასაჟების დამწერი ნოდარ დუმბაძე სცოდავდა სინდისისა და ისტორიის წინაშე; რომ ვინმე ქურდი დევდარიანის სიტყვები მდარე ტომობრიობა და პოპულიზმია... გენაცვალეთ, "თეთრი ბაირაღები- ტიპური ქართულ-საბჭოთა ნაწარმოებია, სტალინის ფილოსოფიის გადმომცემი, რომელშიც ქურდული და კომუნისტური ლოგიკა ერწყმის ერთმანეთს, მაგრამ ეგ ხომ სკოლაში და ოჯახში უნდა ისწავლოთ-.

"კოწია რატომ არის დიდი მწერალი, არ მესმის"

გია ნოდია: "ნოდარ დუმბაძეს ძალიან კარგი ტექსტებიც აქვს, მაგრამ ის იყო ლპობის ეპოქაში შესული საბჭოთა ტოტალიტარიზმის იდეურ ლაბირინთებში ტრაგიკულად დაბნეული პიროვნება. კრიმინალური "გაგების- რომანტიზაცია ნამდვილად იყო ამ ლპობადი ტოტალიტარიზმის ქართული ვერსიის ერთ-ერთი გამოვლენა და დუმბაძეს აქვს შეტანილი წვლილი მის ლეგიტიმაციაში.

ჭაბუა ამირეჯიბის პროზაც ამ სინდრომის გამოხატულებაა, მაგრამ ლიტერატურულად გაცილებით ნაკლებღირებული. "დათა თუთაშხია- ძალიან სუსტი რომანია: გამიჭირდა მისი პირველი ნაწილის ბოლომდე მიყვანა და თავს ვერ დავაძალე, მეორე ნაწილი (ან ამ მწერლის რომელიმე სხვა ტექსტი) წამეკითხა...

კონსტანტინე გამსახურდია რატომ ითვლება დიდ და გამოჩენილ მწერლად, საერთოდ არ მესმის. მახსოვს, "დიდოსტატის მარჯვენაში" რაღაც ადგილები მომეწონა, "მთვარის მოტაცებაში" - გაცილებით ნაკლები, "დიონისოს ღიმილზე" ლამის ცუდად გავხდი (ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი და იმიტომ წავიკითხე საერთოდ), ხოლო "დავით აღმაშენებლის" წაკითხვის მცდელობა თავიდანვე ჩამივარდა: ეტყობა, ამ ცხოვრებაში ვეღარ წავიკითხავ, მერე ვნახოთ. აქვე დავამატებ, რომ ჩემი აზრით, მერაბ ბერძენიშვილის(!) მიერ შესრულებული მისი ქანდაკება ე. წ. გეგეშიძის ბაღში (თავისი­ გმირის მიმართ აშკარად ირონიული) კარგად გამოხატავს კოწიას პიროვნებას-.
(განათლების ყოფილმა მინისტრმა არ იცის, რომ ამ ძეგლის ავტორი­ მერაბ ბერძენიშვილი კი არა, მოქანდაკე თენგიზ კიკალიშვილია - ავტ.)

გრიგოლ რობაქიძის "გველის პერანგი" მოვალეობის გამო წავიკითხე, სრულიად უბადრუკი ტექსტია. ჯანდაბას, რომ ეს კაცი აშკარა ფაშისტი იყო, მაგრამ საშინლად უნიჭო რომ იყო?..

თუ არსებობს "ყველაზე დიდი ქართველის" ნომინაცია, ასეთი ილია ჭავჭავაძეა, მაგრამ დიდი ვერაფერი პოეტი იყო... ძალიან გამიხარდა ნიკა გვარამიას პოსტი, დავით კლდიაშვილი ყველაზე მაგარი ქართველი მწერალიაო. მეც ვთვლი, რომ ძალიან მაგარი და დაუფასებელი მწერალია და არ ვიცოდი, რომ ჩემნაირად სხვებიც ფიქრობდნენ. "ბაკულას ღორები- ძალიან კარგად გამოხატავს ჩვენს სიტუაციას დღესაც და ისევ "ორნაქმარები და უშვილო- საცოლის ძიებაში ვართ ერი... (!)

(გია ნოდიას "ბაკულას ღორები" "სამანიშვილის დედინაცვალში" აერია, სადაც პლატონი დაქვრივებული მამისთვის ორნაქმარევ და უშვილო ქალს ეძებს­ - ავტ.).


ქართველი მწერლების გაკრიტიკებას საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება მოჰყვა:

"ნოდია!!! მოასწარი და აქ წაიკითხე,­ თორემ სადაც შენ და ძმანი შენნი ამ ცხოვრების შემდეგ მოხვდებით, ბიბლიოთეკა არ არის... იმ ყველაფრის წაკითხვამ, რაც მდარედ მიიჩნიე, შესაძლოა, თქვენში ჩამკვდარი ადამიანური საწყისი გამოაცოცხლოს..."

"ახლა გაიგეთ, თუ რატომ დაინგრა და გაცამტვერდა განათლების სისტემა? ასეთები რომ ედგნენ სათავეში... ბატონო­ გია, იქნებ გვირჩიოთ, ზემოხსენებული მწერლები რომელი ამერიკელი მწერლებით ჩავანაცვლოთ, რომ ოკეანის გადაღმიდან ძია სემმა ქოჩორზე ხელი გადაგისვათ... თქვენთვის ყველაფერი ქართული მიუღებელია, რას იზამთ, დიდი ძალა აქვს სოროსის მწვანე ნამცეცებს, ქართულ მწერლობას კი არა, სულსაც კი მიჰყიდით ეშმაკს... მეცოდებით!

"როგორ ლანძღავთ მათ, ვინც ქართულ ლიტერატურას შედევრები შესძინა?! "გველის პერანგს- მდარე ნაწარმოებს ის უწოდებს, ვინც ამ რომანის არსს ვერ სწვდება.

"თქვენ გაუკეთეთ პრეზენტაცია "საიდუმლო სირობას-. ეგ ხომ არის თქვენთვის ღირებული? ესეც თქვენი უწიგნურობის ერთ-ერთი გამოვლინებაა... მრცხვენია, რომ ჩემი ლექტორი იყავით და საერთოდ მრცხვენია, რომ ქართველი ხართ".

"ბატონო გია, ასეთი უწიგნური თუ იყავით, არ ვიცოდი... ნუღარ კეკლუცობთ, აღარა ხართ საინტერესო".

ლალი პაპასკირი

თამარი
25 აგვისტო 2015 11:41
საცოდავო ნოდია და დარჩიაშვილო! ვინც თქვენ განათლებულები დაგიძახოთ.....დამპალი ნაცების მეხოტბეებო! რატომ მანდვე არ აღნიშნეთ თქვენი კარის გიჟპოეტის- დეფის გენიოსობა. თქვენ ხართ მაგრები და თქვენი მედროშე გიჟი მიშა! ერთი მალე გაქრით ორბიტიდან!
hareby
24 აგვისტო 2015 00:27
დარჩიაშვილ-ნოდია-სასტავები ფინთი გოიმები არიან, მაგრამ თავები ძაან პრადვინუტებად მიაჩნიათ.
ამ დროს მათი ფასი შაურიც არაა. (თუმცა მსუყედ ფინანსდებიან დამქირავებლებისგენ)

გამიკვირდებოდა,მათ რომ კეთილი სიტყვები დასცდენოდათ დუმბაძეზე და გამსახურიდაზე, ამირეჯიბზე, რადგან ის, რაც ამ მწერლებმა თქვეს, დარჩიაშვილებისთვის არის მ ი უ ღ ე ბ ე ლ ი !!!!
მათთვის მისაღებია დეისაძის დეგრადირებულ-ანომალიური ნაჯღაბნები.


არ დაბლოკოთ
წინა კომენტარი დაგიბლოკავთ, რატომ?
ქართველი
21 აგვისტო 2015 12:28
სოროსის ვირთხები _ ხაფანგში!

რედაქტორის რჩევით