სეპარატისტები აიძულებენ დაიჩოქოს... ბიჭი მედგრად დგას, მტერს არ ეპუება - დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა
სეპარატისტები აიძულებენ დაიჩოქოს... ბიჭი მედგრად დგას, მტერს არ ეპუება -  დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა
"გიორგის გარეშე ძალიან გვიჭირის, პატარები სულ მამას კითხულობენ"

2008 წლის ომში დაღუპული, საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს 31 წლის გახდებოდა. გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მუხათგვერდის სასაფლაოზე მისი ოჯახის წევრები და ახლობლები, ასევე თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები იმყოფებოდნენ. "გიორგის გარეშე ძალიან გვიჭირის, პატარები სულ მამას კითხულობენ" - განაცხადა გიორგი მეუღლემ მაკა ჩიკვილაძემ palitratv.ge -სთან საუბრისას
ვაზიანის 41-ე ბატალიონის კაპრალი გიორგი ანწუხელიძის 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს,
ერთ-ერთი შეტაკებისას, ტყვედ ჩავარდა... ცხინვალიდან გადმოსვენებული ჯარისკაცების გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. დედა დიდხანს არ იჯერებდა შვილის სიკვდილს, მაგრამ... ოკუპანტებმა ინტერნეტით ქართველ ტყვეთა სადისტური მოპყრობის ამსახველი ვიდეოჩანაწერები გაავრცელეს. ერთ-ერთი განსაკუთრებით უმძიმესი აღმოჩნ
და, ჩანაწერში ჩანს ქართველ ტყვეთაგან ერთ-ერთს, როგორ აიძულებენ სეპარატისტები დაიჩოქოს და მიწას აკოცოს, ბიჭი მედგრად დგას, მტერს არ ეპუება... ზოგი თავის მოჭრით ემუქრება, ზოგიც დახვრეტას უპირებს, აიძულებენ მტრის ინტერესების მიხედვით მისცეს ჩვენება, მაგრამ ჯარისკაცი არ ტყდება, გმირულად უძლებს წამებას... მტერს ეს უფრო აცოფებს, შეუბრალებლად სცემენ... სასიკვდილოდ იმეტებენ. ახლობლებმა ჯაკარიკაცში გიორგი ანწუხელიძე ამოიცნეს...

გიორგის ვაჟი ლევანი, იმჟამად მხოლოდ ათი თვის იყო, ანა კი მამის სიკვდილიდან 7 თვეში დაიბადა.

"კვირის პალიტრის" არქივი ინახავს გიორგის მეუღლის მაკა ჩიკვილაძის ინტერვიუს, საიდანაც რამდენიმე ამონარიდს გთთავზობთ:

"ერთად სულ ორი წელი მოგვიწია ცხოვრება"

გიორგი 2005 წელს გავიცანი. შემდეგ ის ერაყში წავიდა და ერთმანეთს იქიდან დაბრუნების შემდეგ დავუახლოვდით. ერთმანეთის შეგვიყვარდა და მერე გავიპარეთ... ერთად სულ ორი წელი მოგვიწია ერთად ცხოვრება. პირველი შვილი, ვაჟი შეგვეძინა, ლევანი... ანაზე ფეხმძიმედ ვიყავი, როდესაც ომის დაიწყო. გიორგის რატომღაც ეგონა, რომ მეორეც ბიჭი გვეყოლებოდა. 6 აგვისტოს მე და ლევანი, სოფელში გაგვაცილა. იმავე ღამეს დამირეკეს, გიორგის ვერ ვუკავშირდებით, განგაშია გამოცხადებული და სასწრაფოდ ნაწილში გამოცხადდესო... სასწრაფოდ დავურეკე გიორგის, მგონი ომი დაიწყო და გეხვეწები, თავს გაუფრთხილდი-მეთქი. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი. მას მერე არც გვილაპარაკია.
ცეცხლი რომ შეწყდა და ყველამ თავის ნაწილში მოიყარა თავი, გიორგის გზა-კვალს ვერ მიაგნეს. ძალიან ვნერვიულობდით. იმედი ბოლო წუთამდე გვქონდა, მაგრამ დაკარგულად გამოცხადდა. შემდეგ, როდესაც კონფლიქტის ზონიდან დაღუპული სამხედროები გადმოასვენეს, დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი გიორგი იყო.

"გიორგის წამების კადრებს კარგა ხანი არ მაჩვენებდნენ"

"რაღაც წამების ვიდეო რომ არსებობდა, ვიცოდი, ჩემამდე მოაღწია ინფორმაციამ, რომ გიორგი ტყვედ ჩავარდა და აწამეს, მაგრამ კარგა ხანი არ მაჩვენებდნენ, რადგან მეორე შვილზე ვიყავი ფეხმძიმედ. მაგრამ შემდეგ, თავდაცვის სამინისტროდან დამიკავშირდნენ და მთხოვეს, კადრები უნდა განახოთ, რათა ამოიცნოთ, ნამდვილად გიორგი არის თუ არაო. მხოლოდ დასაწყისის ყურება შევძელი. იქ უკვე კარგად ჩანს მისი სახე. რომ ურტყამენ, თავს ზემოთ წევს და მაშინვე მივხვდი, რომ გიორგი იყო... მეტის ნახვას ვერ შევძლებდი".

იხილეთ ვიდეო
123
20 აგვისტო 2015 07:44
ის მკვდარი, ათას ცოცხალს სჯობს.. იქნებ მიგვებაძა რაღაცაში მაინც.
megi
19 აგვისტო 2015 17:58
"მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს"(გალაკტიონი)

ამ ადამიანმა ჩირქი ჩამოწმინდა ისეთებს, ვისაც ხალხის საჟეჟად იყენებდა გიჟბელადა

ნათელი მის სულს!

ადრეც დავწერე, ომის მსხვერპლთა ოჯახებს მიეცეთ ბარათები, რომლითაც სურსათის ყიდვას შეღავათიანი ფასით შეძლებენ!
მარტო სიტყვები და მარტო ქება-დიდება ვერ დააპურებს მათ ობლებს!
ამასაც, როგორც ყველაფერს, ხალხის კისერი დაფარავს.........
ოღონდ ეს იქნება ალალი და დაუყვედრებელი ჩემგან, სხვისგან....

wog
19 აგვისტო 2015 16:37
ასეთი ვაჟკაცები საბედნიეროდ ბევრი გვყავს, უბრალოდ მშვიდობიანობის პერიოდში ხომ არ დაიწყებენ ასე ვიზამ და ისე ვიზამო ! საქართველოში ყოველთვის იქნებიან კაცები და ნუ ჰგონია ვინმეს რომ ქართველები დადედლებულები არიან !

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები