მკითხველი ირჩევს... მეათეს - კვირის პალიტრა

მკითხველი ირჩევს... მეათეს

საზოგადოება შეთანხმდა, რომ წიგნის გარეშე პიროვნებად განვითარება და თანამედროვე სოციუმში თავის დამკვიდრება შეუძლებელია. მას კიდევ ერთი უცნაური თვისება აქვს - როცა შენ გვერდით დევს, კითხვის დიდი მოყვარულიც რომ არ იყო, მისკენ ხელი მაინც წაგიცდება. ეს კი წიგნთან ურთიერთობის დასაწყებად უპირველესი წინა პირობაა. წიგნში ერთმანეთს აზრი და სიტყვა, მეცნიერება და კულტურა, სულიერი ცხოვრება ერწყმის. სწორედ მასთან არის დაკავშირებული: იდეოლოგია, ესთეტიკა, ინფორმაცია და გადმოცემულია მთელი კაცობრიობის სულიერი სიმდიდრე. მკითხველისათვის წიგნის გამორჩევაც დიდი მეცნიერება და კულტურაა. რა წავიკითხოთ? როდის წავიკითხოთ? ეს კითხვები კითხვის მოყვარულებში მუდმივად ისმის.

სოციალურ ქსელში, ჟურნალ-გაზეთებსა და სხვადასხვა ვებ-გვერდზე შესაბამისი ბლანკების შევსების პროცესი უკვე დაწყებულია. გამომცემლობაში გამოკითხვის უამრავი ბლანკია შესული, მკითხველები გამოიკითხნენ წიგნის ფესტივალზეც. მართალია, გარკვეული კონტურები უკვე გამოკვეთილია, თუმცა გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება და შესაძლოა, სურათიც მკითხველის გემოვნების მიხედვით კიდევ შეიცვალოს... გამომცემლობა "პალიტრა L"-ი მკითხველს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს - "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეულის" ფარგლებში თავად შეარჩიოს წიგნი, რომელსაც გამომცემლობა რიგით მეათე სამაგიდო წიგნად დაბეჭდავს. ამისთვის სოციალურ ქსელსა და სხვადასხვა ვებგვერდზე შესაბამისი ბლანკების შევსების პროცესი უკვე დაწყებულია. გამომცემლობაში გამოკითხვის უამრავი ბლანკია შესული, მკითხველები გამოიკითხნენ წიგნის ფესტივალზეც. მართალია, გარკვეული კონტურები უკვე გამოკვეთილია, თუმცა გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება და შესაძლოა, სურათიც მკითხველის გემოვნების მიხედვით კიდევ შეიცვალოს.

შეგახსენებეთ, რამდენიმე თვის წინ გამომცემლობამ ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელი ათი წიგნი გააერთიანა და ერთ დიდ სერიად შეკრა, რომელსაც "კვირის პალიტრასთან" ერთად თვეში ერთხელ პერიოდულად გამოსცემს. "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული" სხვადასხვა დროის ბესტსელერებს მოიცავს, რომლებიც საგანგებოდ უკვე განახლებული დიზაინითა და თანამედროვედ რედაქტირებული იბეჭდება. სერიის ფარგლებში ოთხი წიგნი უკვე გამოვიდა, რომლებზეც წიგნის მაღაზიებში უპრეცედენტო მოთხოვნა დაფიქსირდა.

სანამ მკითხველი სამაგიდო ათეულის მეათე წიგნს გამოავლენს, გამომცემლობა მეხუთე წიგნის გამოსაცემად ემზადება, რომელშიც ფლორასა და ფაუნაზე თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ინფორმაციის წაკითხვას შეძლებთ: სად ბინადრობს ცხოველის ესა თუ ის სახეობა? რით იკვებება, როგორ მრავლდება? თუ ცხოველები გიყვართ, ეს წიგნი თქვენს სახლში საპატიო ადგილს დაიკავებს!

სოციალურ ქსელში, ჟურნალ-გაზეთებსა და სხვადასხვა ვებ-გვერდზე შესაბამისი ბლანკების შევსების პროცესი უკვე დაწყებულია. გამომცემლობაში გამოკითხვის უამრავი ბლანკია შესული,  მკითხველები გამოიკითხნენ წიგნის ფესტივალზეც. მართალია, გარკვეული კონტურები უკვე გამოკვეთილია, თუმცა გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება და შესაძლოა, სურათიც მკითხველის გემოვნების მიხედვით კიდევ შეიცვალოს...

იხილეთ გამოკითხვა

რუსუდან შელია