31-08-2015
თუ ფულის დაზოგვა გსურთ, "მეორადი" სასმლით 50 თეთრად ისიამოვნებთპაპანაქება სიცხეში მატარებლით მგზავრობა ნამდვილი კოშმარი აღმოჩნდა. ვენტილაცია არ არსებობს, პაწაწინა სარკმლები კი განიავებას ვერ უზრუნველყოფს. დახუთული ჰაერი, უსიამოვნო სუნი, ჭუჭყიანი ფანჯრები და სავარძლები იქაურობას აუტანელს ხდიდა...
პირველად ბორჯომი-თბილისის მატარებლით 6 წლის წინ ვიმგზავრე, მაშინ დავიფიცე, აქ მეორედ ფეხს არ შემოვდგამ-მეთქი. ვაგონებში სრული ანტისანიტარია სუფევდა, აღარაფერს ვამბობ დაუსრულებელ, 7-საათიან მგზავრობაზე. თუმცა, წელს ამ პირობის დარღვევა მაინც მომიხდა - რადგან ქვეყნის მთავარ

მთელი გზა გამყიდველები ცივი სასმელისა და ცხელი ნაზუქების შეძახილებით გვიკლებდნენ. თბილისიდან ხაშურამდე ერთმანეთის მონაცვლეობით ვაგონიდან ვაგონში გადადიოდნენ და მგზავრებს ცივ წყალთან ერთად პაპანაქება სიცხეში გამდნარ შოკოლადს, კრემიან ბისკვიტს, ბურბუშელას, ნაზუქებსა და სხვა ნუგბარს სთავაზობდნენ. თავიდან ვიფიქრე, როცა დაიძვრება, ჩავლენ-მეთქი. თურმე, მწარედ შევცდი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ სიამოვნებას ორმაგ ფასში გვთავაზობდნენ...
ბავშვს მოსწყურდა და ნახევარლიტრიანი ბოთლით ცივი წყალი ვიყიდე, ფასმა გამაკვირვა - 50 თეთრი. თუმცა, მთავარი გაოცება წინ მელოდა. როცა გამყიდველმა ხურდა დამიბრუნა, თან დააყოლა, ბოთლს რომ დაცლი, დამიბრუნეო. შუშის ბოთლი რომ ყოფილიყო, კიდევ გასაგებია, შეიძლება აბარებს-მეთქი, მეფიქრა, მაგრამ პლასტმასის ბოთლის მრავალჯერადი გამოყენება ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჩავსვი. აღმოჩნდა, რომ
გამყიდველი გამოყენებულ ბოთლებს წყლით ავსებს, მაცივარში ინახავს და შემდეგ ყიდის. ჰიგიენაზე, რომ არაფერი ვთქვათ, ეს წყალი ჯანმრთელობისთვის არის საშიში - ვინ იცის, ჩემამდე ვინ მოიყუდა ბოთლი... როცა გავაპროტესტე, დამამშვიდა, წყალი დაშტამპული ბოთლითაც მაქვს, ოღონდ ლარი ღირსო. ჩემმა აღშფოთებამ ის შედეგი გამოიღო, რომ მგზავრობის ბოლომდე გამყიდველი ყოველ დაძახებაზე - აბა, ცივი წყალი, თან ინსტრუქციას მოაყოლებდა, დაშტამპულიც მაქვსო(!).
თბილისში დაბრუნებაც მატარებლით მომიხდა. სიტუაცია უცვლელია. გამყიდველების დაუსრულებელი შეძახილები, მათ თავიდან მოცილებაზე კი არავის უფიქრია. კონდუქტორებმა განმარტეს, მათი გაძევების უფლება არ გვაქვსო და ბილეთების შემოწმება განაგრძეს. მგზავრები ეჭვობდნენ, რომ გამყიდველები რკინიგზის ადმინისტრაციასთან გარიგებული არიან, თანხას უხდიან და ამიტომაც რთავენ ნებას, ივაჭრონ მთელი მგზავრობის განმავლობაში...
დამაგვირგვინებელი აკორდი დამწვარი "კალოდკების" სუნი აღმოჩნდა, რის გამოც მატარებელი დროდადრო ჩერდებოდა. ერთი პირობა ვიფიქრეთ, ხომ არ ჩავიდეთ, გზაში არ ავფეთქდეთო, მაგრამ გამცილებლებმა დაგვამშვიდეს, ასე ემართება, საშიში არაფერია, მშვიდობით ვიმგზავრებთო.
ასე ვაი-უშველებლით ჩამოვედით.

გამოდის, ნებისმიერს შეუძლია ბილეთი შეიძინოს, შემდეგ ყუთებით გასაყიდი საქონელი აზიდოს და ფულიც გააკეთოს. მე, როგორც მოქალაქეს, მგზავრსა და ჟურნალისტს პრეტენზია ყოველთვის მექნება თუ დავინახავ, რომ ჩვენი უფლებები ირღვევა და მის გამოსწორებაზე ნაკლებად ან თითქმის არ ფიქრობენ.
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება... სახურავზე"
მას შემდეგ, რაც ინგლისელმა კოლონისტებმა ინდოეთში რკინიგზა გაიყვანეს, მატარებელი ინდოელთა საყვარელი ტრანსპორტი გახდა. მილიარდნახევრიან ქვეყანაში ახალთან ერთად უამრავი ძველი მატარებელიც დადის, რომლებიც მუდმივად გადატენილია, ხოლო იმას, რაც ყოველ შაბათ-კვირას ინდოეთის მატარებლებში ხდება, "გადატენილიც" აღარ ჰქვია.
კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა ბანგლადეშში, ამ ღარიბი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობამ 140 მლნ-ს გადააჭარბა " აქ აბსოლუტურად ყველა მატარებელი, მგზავრების შტურმის ობიექტია. სხედან ყველგან " ვაგონების შეერთების ადგილსა თუ სახურავზე. საქმე იქამდე მივიდა, რომ რკინიგზის სადგურების ბაქნები "ორსართულიანი" გახდა.
სალომე გოგოხია
რამყიდველები იგივე რაოდენობით და ინტენსიური შეძახილებით. შვილი მყავს და მომაბეზრებლად უტრიალებენ წინ ბუშტებს და გამდნარ ან ვადაგასულ შოკოლადებს (ჯერ რეაქცია არ აქვს ასეთ რამეზე, ყიდვას არ ითხოვს) მაგრამ ყველას ერთი წლის შვილი ხომ არ ყავს ? ბევრი ატირებული და გულდაწყვეტილი ბავშვი მინახვს...
ამიტომაც ხშირად სამარშუტო ტაქეთ ვმგზავრობ, რაც დღევანდელ დღეს უსაფრთხო ნამდვილად არ არის.. მითუმეტეს, რომ ბევრს გაზზე ყავს გადაყვანილი...
დილით თუ ვახერხებ წასვლას მაგ შემთხვევაში თბილისი–ოზუგერთით ვგზავრობ... რომელშიც ნამდვილად არის სისუფთავე და სიწყნარე...
მაგ უხერხულობის გამო(მეორადი ბოთლებით სარგებლობა), ყველგან ჩემო ბოთლებით დავდივარ,-იქნება ეს თაფლი, რძე, თუ სხვა.(როცა საქართველოში ვიმყოფები).
წესად მაქვს, რომ სახლში გამოყენებული ბოთლები, რომლებსაც გადაყრას ვუპირებ, წინასწარ დანით ჩავჭრა,-ვინმესგან მეორედი გამოყენებისთვის უვარგისი გავხადო.
მესმის, რომ ზოგს ძალიან უჭირს და პლასტამსის ბოთლების ვიღაცებისთვის მიყიდვით შოულობს ორ კაპიკს, მაგრმა რა დააშავა მოსახლეობამ, რომლსაც მეორადი ბოთლები დაინფიცირების დიდ რისკს უქმნის?
შემინიშნავსნ რომ არაყს, ღვინოს სწორედ არასაიმედო ბოთლებით ჰყიდიან ბაზრებში.
კარგი იქნება, თუ მოსახლეობას გაზეთიდან ან ტელეკრანიდან მოუწოდებენ გადასაყრელი პლასტმასის ბოთლების დაჭრისკენ.
ო, რას დაიწყევლებიან იდეის ავტორის მისამართით :))))
ღმერთი ამაცილებს მათ წყევლას, ალბათ.
რაც შეეხება წყალს, რჩევას მოგაწვდით.
საყინულეში ვდებ პატარა პლასტმასის ბოთლით წყალს(მინა არ ივარგებს,-გასკდება წყლის გაფართოების გამო).
წყალი იყინება. როცა სადმე წყლის წაღებას ვაპირებ, მიმაქვს ეს პატარა გაყინული წყალი. იგი ნება-ნება დნება, ვაზავებ სხვა ბოთლის ჩვეულებრივი წყლით და გეახლებით ცივ-ცივ წყალს,-საიმედოს და საკუთარს :)))
იგულისხმება, რომ პატარა ჭიქაც თან დამაქვს, ანაც ნაყიდი ერთჯერადი ჭიქით ვსარგებლობ.
პატივისცემით: ო.ხ.